სასანოისძე სტეფანე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტეფანე სასანოისძე“ გადაიტანა გვერდზე „სასანოისძე სტეფანე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სტეფანე სანანოისძე“ გადაიტანა გვერდზე „სასანოისძე სტეფანე“ გ...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სტეფანე სანანოისძე''' —(X ს.), | + | '''სტეფანე სანანოისძე''' —(X ს.), მთარგმნელი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე (ჭყონდიდის [[ეპისკოპოსი]]). ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში მასთან ერთად განუყრელად იხსენიება დავითი — ტბეთის ეპისკოპოსი. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა მთარგმნელნი. |
მკვლევარნი სტეფანე სანანოისძეს მიაწერდნენ [[მიქაელ მოდრეკილი|მიქელ მოდრეკილის]] კრებულში შესულ ორ [[საგალობელი|საგალობელს]]: „ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსანი“ და სტეფანე პირველმოწამის საგალობელი სტიქარონითურთ. უკანასკნელმა ძიებამ (ლ. ჯღამაია) გაარკვია, რომ სტეფანე პირველმოწამის საგალობელი თარგმნილია ბერძნულიდან თვით სტეფანე სანანოისძის მიერ. | მკვლევარნი სტეფანე სანანოისძეს მიაწერდნენ [[მიქაელ მოდრეკილი|მიქელ მოდრეკილის]] კრებულში შესულ ორ [[საგალობელი|საგალობელს]]: „ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსანი“ და სტეფანე პირველმოწამის საგალობელი სტიქარონითურთ. უკანასკნელმა ძიებამ (ლ. ჯღამაია) გაარკვია, რომ სტეფანე პირველმოწამის საგალობელი თარგმნილია ბერძნულიდან თვით სტეფანე სანანოისძის მიერ. | ||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია: სასულიერო პირები]] | [[კატეგორია: სასულიერო პირები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი ჰიმნოგრაფები]] | [[კატეგორია: ქართველი ჰიმნოგრაფები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია: ქართველი მთარგმნელები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეპისკოპოსები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:28, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით
სტეფანე სანანოისძე —(X ს.), მთარგმნელი, ჰიმნოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე (ჭყონდიდის ეპისკოპოსი). ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში მასთან ერთად განუყრელად იხსენიება დავითი — ტბეთის ეპისკოპოსი. ისინი ცნობილნი არიან, როგორც ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა მთარგმნელნი.
მკვლევარნი სტეფანე სანანოისძეს მიაწერდნენ მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულ ორ საგალობელს: „ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსანი“ და სტეფანე პირველმოწამის საგალობელი სტიქარონითურთ. უკანასკნელმა ძიებამ (ლ. ჯღამაია) გაარკვია, რომ სტეფანე პირველმოწამის საგალობელი თარგმნილია ბერძნულიდან თვით სტეფანე სანანოისძის მიერ.
აბოსადმი მიძღვნილი საგალობელი განადიდებს ნათლისღების დღესა და წმიდა აბოს. ნათლისღება, რომელიც თეოლოგიური თვალსაზრისით ადამიანში უმაღლესი საწყისის გაღვიძების მისტერიული დღესასწაულია, კაცთა მოდგმის არსებობის მიზანთა მიზანია; აბო, რომელიც ნათლისღების დღეს ეწამა, ხელდასხმულია, იგი ეზიარა თავის უმაღლეს „მეს“, განიძარცვა „ძველი კაცი საქმითურთ და შეიმოსა ძალი ქრისტეჲსი“. სტეფანე სანანოისძე ეყრდნობა აბოს წამების იოანე საბანისძესეულ ტექსტს. ავტორი ყურადღებას მიაქცევს აბოს სულიერი ბიოგრაფიის დეტალებს და მათი წარმოჩენით წმიდანის დასრულებულ სახეს ქმნის. საგალობლის დახვეწილი პოეტური ფორმა, ლაკონიური და გამომსახველი სიტყვა საფუძველს გვაძლევს სტეფანე სანანოისძე გვერდით ამოვუყენოთ თავისი დროის ბრწყინვალე ჰიმნოგრაფებს.
[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა
- პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რნა-რნვ;
- ლ. ჯღამაია, მეათე საუკუნის ჰიმნოგრაფები, მაცნე. 1974, N3, გვ. 59-66, 54-59;
- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965. გვ. 105-106, 358