თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Anastasia tumanishvili.jpg|thumb|ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა]] | + | [[ფაილი:Anastasia tumanishvili.jpg|thumb|150პქ|ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა]] |
| − | '''თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია''' (1849–1932) — პროზაიკოსი მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. | + | '''თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია''' (1849–1932) — პროზაიკოსი მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. [[მიხეილ თუმანიშვილი (მოლაყბე)|მიხეილ თუმანიშვილი]]ს ასული. |
| − | + | სწავლობდა კერძო პანსიონში, შემდეგ — [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ქალთა ინსტიტუტში (1857-65). ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებს. გატაცებული იყო [[სპენსერი ჰერბერტ|სპენსერისა]] და ესკიროსის პედაგოგიური იდეებით. ბავშვთა აღზრდის საკითხების გასაცნობად იმოგზაურა [[შვეიცარია|შვეიცარიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] (1876). მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] აქტიური წევრი იყო. 1884 წ. ს. ხელთუბანში დააარსა დაწყებითი სკოლა, მოაწყო ობოლთა თავშესაფარი. ამავე წელს ჩამოაყალიბა „მასწავლებელი და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოება“, რომელიც დიდ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა (აწყობდა სახალხო ლექციებს, მართავდა საქველმოქმედო საღამოებს), გახსნა სახალხო [[ბიბლიოთეკა]], მეუღლესთან — [[წერეთელი გიორგი (პოეტი)|გ. წერეთელთან]] ერთად გამოსცა „კვალი“ (1893). მისი ინიციატივითვე დაარსდა ჟურნალი „[[ჯეჯილი (ჟურნალი)|ჯეჯილი]]“ (1890), ქალთა საზოგადოება „განათლება“ (1908), გამოიცა ქალთა ალმანახის რამდენიმე ნომერი (1925). | |
| − | ა. თუმანიშვილმა თარგმნა ა. დოდეს „მარშლის გულმტკივნეულობა“ (1876), ვ. სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ (1879), დ. დეფოს „რობინზონ კრუზო“, მ. ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“, ლებიშის კომედიები: „თვალთმაქცობა“, „ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილო“, აგრეთვე ფრანგული და რუსული მოთხრობები, რომლებიც გამოიცა პატარა კრებულების სახით („მოლაღური“ - 1887, „ხუთი ამბავი“ - 1888, „ხატაური“- 1881.). | + | XIX ს. 70-იან წლებიდან ა. თუმანიშვილის ორიგინალური თუ თარგმნილი მოთხრობები და წერილები იბეჭდებოდა „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „ერში“, „ჯეჯილში“, „კვალში“. მისი საბავშვო მოთხრობების ძირითადი მიზანია ბავშვის ბუნების გახსნა („რამ ათქმევინა ტყუილი“, „როგორ ვილხინეთ“, „ბებია მართა უმურაბოდ დარჩა“) და უმამო, ხელმოკლე ოჯახის ცხოვრების ჩვენება („მეშვიდეს აღარ ერგო“, „თინა ტყვედ“). განსაკუთრებით აღსანიშნავია 1881-84 წწ. ხალხის ცხოვრებაზე დაწერილი მოთხრობები „ნუცა“, „ინსტიტუტკას დღიური“, „სოფელი ხელთუბანი“. მისი მოთხრობები გამოიცა კრებულებად („თაიგული“ - 1921, „კონა“ - 1923, „ყვავილი“ - 1926). |
| + | |||
| + | ა. თუმანიშვილმა თარგმნა ა. დოდეს „მარშლის გულმტკივნეულობა“ (1876), ვ. სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ (1879), დ. დეფოს „რობინზონ კრუზო“, მ. ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“, ლებიშის [[კომედია|კომედიები]]: „თვალთმაქცობა“, „ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილო“, აგრეთვე ფრანგული და რუსული მოთხრობები, რომლებიც გამოიცა პატარა კრებულების სახით („მოლაღური“ - 1887, „ხუთი ამბავი“ - 1888, „ხატაური“- 1881.). | ||
მიმდინარე ცვლილება 17:37, 13 აგვისტო 2025 მდგომარეობით
თუმანიშვილი-წერეთლისა ანასტასია (1849–1932) — პროზაიკოსი მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. მიხეილ თუმანიშვილის ასული.
სწავლობდა კერძო პანსიონში, შემდეგ — ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში (1857-65). ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებს. გატაცებული იყო სპენსერისა და ესკიროსის პედაგოგიური იდეებით. ბავშვთა აღზრდის საკითხების გასაცნობად იმოგზაურა შვეიცარიასა და საფრანგეთში (1876). მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო. 1884 წ. ს. ხელთუბანში დააარსა დაწყებითი სკოლა, მოაწყო ობოლთა თავშესაფარი. ამავე წელს ჩამოაყალიბა „მასწავლებელი და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოება“, რომელიც დიდ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა (აწყობდა სახალხო ლექციებს, მართავდა საქველმოქმედო საღამოებს), გახსნა სახალხო ბიბლიოთეკა, მეუღლესთან — გ. წერეთელთან ერთად გამოსცა „კვალი“ (1893). მისი ინიციატივითვე დაარსდა ჟურნალი „ჯეჯილი“ (1890), ქალთა საზოგადოება „განათლება“ (1908), გამოიცა ქალთა ალმანახის რამდენიმე ნომერი (1925).
XIX ს. 70-იან წლებიდან ა. თუმანიშვილის ორიგინალური თუ თარგმნილი მოთხრობები და წერილები იბეჭდებოდა „დროებაში“, „ივერიაში“, „ერში“, „ჯეჯილში“, „კვალში“. მისი საბავშვო მოთხრობების ძირითადი მიზანია ბავშვის ბუნების გახსნა („რამ ათქმევინა ტყუილი“, „როგორ ვილხინეთ“, „ბებია მართა უმურაბოდ დარჩა“) და უმამო, ხელმოკლე ოჯახის ცხოვრების ჩვენება („მეშვიდეს აღარ ერგო“, „თინა ტყვედ“). განსაკუთრებით აღსანიშნავია 1881-84 წწ. ხალხის ცხოვრებაზე დაწერილი მოთხრობები „ნუცა“, „ინსტიტუტკას დღიური“, „სოფელი ხელთუბანი“. მისი მოთხრობები გამოიცა კრებულებად („თაიგული“ - 1921, „კონა“ - 1923, „ყვავილი“ - 1926).
ა. თუმანიშვილმა თარგმნა ა. დოდეს „მარშლის გულმტკივნეულობა“ (1876), ვ. სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ (1879), დ. დეფოს „რობინზონ კრუზო“, მ. ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“, ლებიშის კომედიები: „თვალთმაქცობა“, „ჯერ თავო და თავო და მერე ცოლო და შვილო“, აგრეთვე ფრანგული და რუსული მოთხრობები, რომლებიც გამოიცა პატარა კრებულების სახით („მოლაღური“ - 1887, „ხუთი ამბავი“ - 1888, „ხატაური“- 1881.).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ს. ცაიშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, - კრ. II, 1955 [[1]];
- ა. ღვინიაშვილი, ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი, 1959 [[2]].