კალანდაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიმიტრი კალანდაძე''' – (1912-1992), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიმიტრი კალანდაძე“ გადაიტანა გვერდზე „კალანდაძე დიმიტრი“ გად...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:40, 11 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

დიმიტრი კალანდაძე – (1912-1992), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), დაიბადა სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის რაიონი), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1938-1940 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის სპეციალობით, 1944 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა.

დ. კალანდაძე 1946 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1953-1955 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, 1955-1974 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე, ხოლო 1974-1979 წლებში - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტის) ფილოსოფიის კათედრის გამგე, 1979 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი.

დ. კალანდაძე იკვლევდა ძირითადად ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს.


[რედაქტირება] თხზულებები

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები