ჭარაია პეტრე
(ახალი გვერდი: პეტრე ჭარაია '''ჭარაია პეტრე''' (ფსევდონიმი „გ...) |
|||
| (2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Petre charaia.jpg|thumb|პეტრე ჭარაია]] | + | [[ფაილი:Petre charaia.jpg|thumb|130პქ|პეტრე ჭარაია]] |
| − | '''ჭარაია პეტრე''' (ფსევდონიმი „გიორგიძე“) (1861-1919) — | + | '''ჭარაია პეტრე''' – (ფსევდონიმი „გიორგიძე“), (დ. 2 აპრილი 1861, სოფ. ეშქეთი, ოჩამჩირის რ-ნი, – გ. 2 დეკემბერი 1919, იქვე), — საზოგადო მოღვაწე, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პედაგოგი და პუბლიცისტი. |
| + | |||
| + | ჭარაიამ დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი (1877). სწავლა გააგრძელა [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მიატოვა | ||
| + | სემინარია (1882) და პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. 1883-იდან გარდაცვალებამდე ის [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა სამურზაყანოს სკოლებში (ოჩამჩირისა და გალის რ-ნი). ამ დროიდან იწყება მისი დაინტერესება [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერებით]], ისტორიით, ეთნოგრაფიით. XIX ს. 90-იანი წლებიდან მისი ნაშრომები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში („[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბე]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]“, „[[კვალი (გაზეთი)|კვალი]]“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი“, „[[განათლება (ჟურნალი)|განათლება]]“). | ||
| + | |||
| + | |||
| + | პ. ჭარაიას დიდი ღვაწლი მიუძღვის [[ქართველური ენები|ქართველურ ენათა]] შესწავლაში, აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან“ („მოამბე“, 1896, № 10-12; 1896, № 1, 2), [[ნიკო მარი|ნ. მარის]] რედაქტორობით გამოცემული „Об отношении абхвзского языка к яфетическим“ (1912), „ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მართლწერა“ („მოამბე“, 1895, №9) და „ქართულ-მეგრული და მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი“, რომლის გამოქვეყნებაც ავტორმა ვერ მოახერხა და სიკვდილის წინ ხელნაწერი „[[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას]]“ შესწირა. ამჟამად ეს ნაშრომი დაცულია [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძი]]ს სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (№-1716). გამოცემულია მისი ერთი ნაწილი: ავტორის წინასიტყვაობა (რომელშიც არაერთი საყურადღებო მოსაზრებაა გამოთქმული) და მეგრულ-ქართული ლექსიკონი (1997). | ||
| + | |||
| + | 1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჭარაიას გ. დადიანის პრემია მიანიჭა. | ||
| + | |||
| + | თავის საენათმეცნიერო გამოკვლევებში პ. ჭარაია ეხება ქართულისა და მეგრულის ნათესაობის საკითხებს, | ||
| + | აყალიბებს [[ბგერა|ბგერათ]] შესატვისობების („ბგერათა თანაბრობის“) ფორმულებს (მაგ., ხმოვანთა, [[სიბილანტები|სიბილანტთა]] და სხვ. შესატყვისობებს) და დიდძალი მასალა მოჰყავს მათ საილუსტრაციოდ. იგი სპეციალურად ჩერდება იდენტურ („ძირეულ მონათესავე“) მასალაზე (ცა, და, ზღვა, ხუთი და მისთ.) და თვლის, რომ „ბევრი ერთგვარი სიტყვები ერთი ენის მიერ მეორისაგან გადმოღებული კი არ არის, არამედ ამ ენათა პირვანდელ საერთო სალაროშია შექმნილ-შემუშავებული“. | ||
| + | |||
| + | პ. ჭარაიას მოსაზრებათა ერთი ნაწილი ქართულისა და მეგრულის ბგერათშესატყვისობათა შესახებ თანამედროვე ქართული ენათმეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელია, მაგრამ არსებითია, რომ მან შეძლო ზოგი კორექტივი შეეტანა მანამდე არსებულ ფორმულებში და პირველმა შეაპირისპირა საკმაოდ დიდი რაოდენობა ქართული და მეგრული [[ძირი (ლინგვისტიკა)|ძირებისა]]. პ. ჭარაია იზიარებს ნ. მარის აზრს ქართველური ენებისა და აფხაზურის ურთიერთმიმართების შესახებ, ამასთანავე, გვთავაზობს არაერთ საყურადღებო დაკავშირებასა და ეტიმოლოგიურ დაკვირვებას. დღესაც ანგარიშგასაწევია ჭარაიას მოსაზრება სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების ურთიერთობის, სალიტერატურო ენის გამდიდრებაში [[დიალექტი|დიალექტების]] როლის, ენის სიწმინდისა და მისთ. პრობლემების შესახებ. | ||
| + | |||
| + | ჭარაიას, როგორც ენათმეცნიერის, მოღვაწეობას სათანადოდ აფასებდნენ ნ. მარი, მ. ჯანაშვილი, [[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]] | ||
| + | |||
| + | ჭარაიამ გერმანულიდან თარგმნა რამდენიმე საენათმეცნიერო ხასიათის ნაშრომიც: ა. შლაიხერის „დარეინის თეორია და ენათმეცნიერება“ (1889); გ. ზეემანის „ენის წარმოდგომაზე“ (1896). მასვე ეკუთვნის რამდენიმე ლიტერატურული ნარკვევი, კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია (ფსევდონიმით პ. გიორგიძე) და ეთნოგრაფიული | ||
| + | გამოკვლევაც („აფხაზეთი და აფხაზნი“, 1888). | ||
| + | |||
| + | ''დ. თვალთვაძე'' | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==თხზულებები== | ||
| + | * მეგრულ-ქართული ლექსიკონი (მასალები იაფეტური ენების მკვლევართათვის). კრებული შეაფგინა და გამოსაცემად მოამზადა დ. თვალთვაძემ, რედაქტორი ზ. სარჯველაძე, თბ. 1997; | ||
| + | * ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მართლწერა. – იქვე; | ||
| + | * მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან. – იქვე; | ||
| + | * „Об отношении абхвзского языка к яфетическим“ (1912 | ||
| + | |||
| + | ==ლიტერატურა== | ||
| + | * ცაიშვილი ს. პეტრე ჭარაია. სოხუმი, 1953; | ||
| + | * სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, I, თბ. 1953; | ||
| + | * მარი ნ. პ. გ. ჭარაიას შედარებითი ლექსიკონი. – „მნათობი“, 1964, №2; | ||
| + | * სარჯველაძე ზ. რედაქტორის წინასიტყვაობა – წგ: ჭარაია პ. მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბ. 1 | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]. | ||
| − | + | [[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]] | |
| + | [[კატეგორია:ქართველი ეთნოგრაფები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი კრიტიკოსები]] | [[კატეგორია: ქართველი კრიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია: ქართველი პედაგოგები]] | [[კატეგორია: ქართველი პედაგოგები]] | ||
[[კატეგორია:ჭარაიები]] | [[კატეგორია:ჭარაიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:47, 25 მარტი 2024 მდგომარეობით
ჭარაია პეტრე – (ფსევდონიმი „გიორგიძე“), (დ. 2 აპრილი 1861, სოფ. ეშქეთი, ოჩამჩირის რ-ნი, – გ. 2 დეკემბერი 1919, იქვე), — საზოგადო მოღვაწე, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პედაგოგი და პუბლიცისტი.
ჭარაიამ დაამთავრა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი (1877). სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მიატოვა სემინარია (1882) და პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. 1883-იდან გარდაცვალებამდე ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა სამურზაყანოს სკოლებში (ოჩამჩირისა და გალის რ-ნი). ამ დროიდან იწყება მისი დაინტერესება ენათმეცნიერებით, ისტორიით, ეთნოგრაფიით. XIX ს. 90-იანი წლებიდან მისი ნაშრომები ქვეყნდება პერიოდულ პრესაში („მოამბე“, „ივერია“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი“, „განათლება“).
პ. ჭარაიას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველურ ენათა შესწავლაში, აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან“ („მოამბე“, 1896, № 10-12; 1896, № 1, 2), ნ. მარის რედაქტორობით გამოცემული „Об отношении абхвзского языка к яфетическим“ (1912), „ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მართლწერა“ („მოამბე“, 1895, №9) და „ქართულ-მეგრული და მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი“, რომლის გამოქვეყნებაც ავტორმა ვერ მოახერხა და სიკვდილის წინ ხელნაწერი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ შესწირა. ამჟამად ეს ნაშრომი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (№-1716). გამოცემულია მისი ერთი ნაწილი: ავტორის წინასიტყვაობა (რომელშიც არაერთი საყურადღებო მოსაზრებაა გამოთქმული) და მეგრულ-ქართული ლექსიკონი (1997).
1911 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ჭარაიას გ. დადიანის პრემია მიანიჭა.
თავის საენათმეცნიერო გამოკვლევებში პ. ჭარაია ეხება ქართულისა და მეგრულის ნათესაობის საკითხებს, აყალიბებს ბგერათ შესატვისობების („ბგერათა თანაბრობის“) ფორმულებს (მაგ., ხმოვანთა, სიბილანტთა და სხვ. შესატყვისობებს) და დიდძალი მასალა მოჰყავს მათ საილუსტრაციოდ. იგი სპეციალურად ჩერდება იდენტურ („ძირეულ მონათესავე“) მასალაზე (ცა, და, ზღვა, ხუთი და მისთ.) და თვლის, რომ „ბევრი ერთგვარი სიტყვები ერთი ენის მიერ მეორისაგან გადმოღებული კი არ არის, არამედ ამ ენათა პირვანდელ საერთო სალაროშია შექმნილ-შემუშავებული“.
პ. ჭარაიას მოსაზრებათა ერთი ნაწილი ქართულისა და მეგრულის ბგერათშესატყვისობათა შესახებ თანამედროვე ქართული ენათმეცნიერული თვალსაზრისით მიუღებელია, მაგრამ არსებითია, რომ მან შეძლო ზოგი კორექტივი შეეტანა მანამდე არსებულ ფორმულებში და პირველმა შეაპირისპირა საკმაოდ დიდი რაოდენობა ქართული და მეგრული ძირებისა. პ. ჭარაია იზიარებს ნ. მარის აზრს ქართველური ენებისა და აფხაზურის ურთიერთმიმართების შესახებ, ამასთანავე, გვთავაზობს არაერთ საყურადღებო დაკავშირებასა და ეტიმოლოგიურ დაკვირვებას. დღესაც ანგარიშგასაწევია ჭარაიას მოსაზრება სალიტერატურო ენისა და ცოცხალი მეტყველების ურთიერთობის, სალიტერატურო ენის გამდიდრებაში დიალექტების როლის, ენის სიწმინდისა და მისთ. პრობლემების შესახებ.
ჭარაიას, როგორც ენათმეცნიერის, მოღვაწეობას სათანადოდ აფასებდნენ ნ. მარი, მ. ჯანაშვილი, ივ. ჯავახიშვილი
ჭარაიამ გერმანულიდან თარგმნა რამდენიმე საენათმეცნიერო ხასიათის ნაშრომიც: ა. შლაიხერის „დარეინის თეორია და ენათმეცნიერება“ (1889); გ. ზეემანის „ენის წარმოდგომაზე“ (1896). მასვე ეკუთვნის რამდენიმე ლიტერატურული ნარკვევი, კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატია (ფსევდონიმით პ. გიორგიძე) და ეთნოგრაფიული გამოკვლევაც („აფხაზეთი და აფხაზნი“, 1888).
დ. თვალთვაძე
[რედაქტირება] თხზულებები
- მეგრულ-ქართული ლექსიკონი (მასალები იაფეტური ენების მკვლევართათვის). კრებული შეაფგინა და გამოსაცემად მოამზადა დ. თვალთვაძემ, რედაქტორი ზ. სარჯველაძე, თბ. 1997;
- ქართული სალიტერატურო ენა და ქართული მართლწერა. – იქვე;
- მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან. – იქვე;
- „Об отношении абхвзского языка к яфетическим“ (1912
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ცაიშვილი ს. პეტრე ჭარაია. სოხუმი, 1953;
- სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, I, თბ. 1953;
- მარი ნ. პ. გ. ჭარაიას შედარებითი ლექსიკონი. – „მნათობი“, 1964, №2;
- სარჯველაძე ზ. რედაქტორის წინასიტყვაობა – წგ: ჭარაია პ. მეგრულ-ქართული ლექსიკონი, თბ. 1