კუროსთავა
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:KurdRlisTava1.jpg|thumb|250პქ|კუროსთავა]] | [[ფაილი:KurdRlisTava1.jpg|thumb|250პქ|კუროსთავა]] | ||
| − | '''კუროსთავა''' – (Tribulus terrestris); ორლებნიანთა კლასის ბალახოვანი მცენარე, ორყურასებრთა (Zygophyllaseae) ოჯახის წარმომადგენელი. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავი | + | '''კუროსთავა''' – (Tribulus terrestris); ორლებნიანთა კლასის ბალახოვანი მცენარე, ორყურასებრთა (Zygophyllaseae) ოჯახის წარმომადგენელი. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავი [[ღერო]]ებით. [[ფოთოლი|ფოთლები]] მოპირისპირედ 5-8 რიგად განლაგებული მუქი მწვანე ფერის, [[ყვავილი|ყვავილები]] – წვრილი, ყვითელი ფერის, ფოთლების ღლიებში მოკლე ღეროზე მჯდომი. [[ნაყოფი]] ორლებნიანი ეკლოვანი კოლოფია. კუროსთავი ითვლება აბეზარ სარეველა მცენარედ. |
====კუროსთავა – ბიბლიური მცენარე==== | ====კუროსთავა – ბიბლიური მცენარე==== | ||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
* [[ბიბლიური მცენარეები]] | * [[ბიბლიური მცენარეები]] | ||
| − | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]]. |
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ორყურასებრნი]] | [[კატეგორია:ორყურასებრნი]] | ||
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია: სარეველა მცენარეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:49, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
კუროსთავა – (Tribulus terrestris); ორლებნიანთა კლასის ბალახოვანი მცენარე, ორყურასებრთა (Zygophyllaseae) ოჯახის წარმომადგენელი. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავი ღეროებით. ფოთლები მოპირისპირედ 5-8 რიგად განლაგებული მუქი მწვანე ფერის, ყვავილები – წვრილი, ყვითელი ფერის, ფოთლების ღლიებში მოკლე ღეროზე მჯდომი. ნაყოფი ორლებნიანი ეკლოვანი კოლოფია. კუროსთავი ითვლება აბეზარ სარეველა მცენარედ.
[რედაქტირება] კუროსთავა – ბიბლიური მცენარე
კუროსთავი აბეზარი სარეველა მცენარეა. იგი იზრდება სავარგულების გარდა სოფლის გზებსა და გზისპირებზე მისი ბასრი ეკლიანი ნაყოფი ჩლიქებში ერჭობოდა საქონელს, რითაც პრობლემებს უქმნიდა მესაქონლეებს. ამან განაპირობა წმინდა წერილში მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, კუროსთავის ნაყოფი შეიცავს ტანინს და ეთერზეთებს, რაც განაპირობებს მედიცინაში მის მატონიზირებელ საშუალებად გამოყენებას.
„ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროსთავთაგან ლეღვი?“ (მათე 7, 16)
[რედაქტირება] კუროსთავა – სამკურნალო მცენარე
სარეველაა, იზრდება მთის შუა სარტყლამდე, რუდერალურ და ქვიშნარ ადგილებში.
სამკურნალოდ ბალახი გამოიყენება, აგროვებენ ყვავილობის და ნაყოფმსხმოიარობის პერიოდებში. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C, ალკალოიდებს, სტეროიდულ გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, მცენარეულ სტერინებს, ცხიმზეთებს, ბიოლოგიურად აქტიურ ცილებს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას. თესლებში აღინიშნება ჰორმონები.
ხასიათდება ანტისიმსივნური, ანთების საწინააღმდეგო, სისხლშემაჩერებელი, მატონიზირებელი, შემკვრელი, შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედებით.
საუკეთესო საშუალებაა სკლეროზის პროფილაქტიკის; ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამოყოფის სტიმულირებას, ორგანიზმში ლიპიდების დონის შემცირებას, ახდენს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების ნორმალიზებას, აუმჯობესებს სქესობრივ აქტივობას, გამოაქვს თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან ქვები, ზედმეტი ქოლესტერინი, ამცირებს სისხლის შედედებას. ნაყენსა და ნახარშებს იყენებენ კონიუნქტივიტის, თავის ტკივილების, ყაბზობის დროს; წვენი იხმარება კანის სოკოვანი და ვირუსული დაავადებებისას; მას ხმარობენ იშემიური და ჰიპერტონიული დაავადებების, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. რეკომენდირეებულია 30 წლამდე ასაკის მამაკაცებისა და ქალებისათვის, რაც ადვილი ასახსნელია, მცენარეში შემავალი ნივთიერება ორგანიზმში გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელსაც მოჰყავს ტესტოსტერინის, ესტროგენის, პროგესტერონის სინთეზის ბალანსი ნორმაში. კურნავს მამაკაცებში უნაყოფობას.
ვინაიდან მცენარეში აღინიშნება შხამიანი ნივთიერებები, მისი გამოყენება უნდა განხორციელდეს ექიმის კონსულტაციის შემდეგ. დაუშვებელია მისი ხმარება დაბალი არტერიალური წნევის შემთხვევაში.