ამირეჯიბი
(→ამირეჯიბების ქრონოლოგიური რიგი. XIII-XV სს.) |
(→წყაროები და ლიტერატურა) |
||
| (ერთი მომხმარებლის 14 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ამირეჯიბი''' - (არაბ. amir al-hājib - მეკარეთა უფროსი). [[საქართველო|საქართველოს]] ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე | + | '''ამირეჯიბი''' - (''არაბ.'' amir al-hājib - მეკარეთა უფროსი). [[საქართველო|საქართველოს]] ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე, [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესის]] თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი. |
| − | + | „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირეჯიბს ჰქონდა გამორჩეული უფლება მეფისათვის მოეხსენებინა „სააჯო კარში“ შემოსულ უმნიშვნელოვანეს საჩივართა და სათხოვართა („საურავთა“) შესახებ. ამ მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ნებადართული იყო მეფესთან შესვლა ყველგან - სალაროში, საჭურჭლეში, საწოლში, მაშინაც კი, როცა მეფე „უკაზმავი იყო“, საიდანაც [[მსახურთუხუცესი|მსახურთუხუცესსაც]] კი არ შეეძლო მისი დათხოვნა. | |
| − | + | საკარო ეტიკეტის მიხედვით, მეფესთან პირადი აუდიენციების დროსაც კი, ამირეჯიბი იყო მეფის ძირითადი მომხსენებელი (''ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე''). ასეთივე ფუნქცია შეეძლო შეესრულებინა ეჯიბსაც. ამირეჯიბისათვის ასეთი დიდი უფლებების მინიჭება თავისთავად მოწმობს, რომ ამირეჯიბის ხელში იყრიდა თავს სახელმწიფო მმართველობისათვის დიდმნიშვნელოვანი ინფორმაცია (''ივ. ჯავახიშვილი''). ამასთანავე, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ცნობილია, რომ ზედამდგომელი ეჯიბი ჰყავდა [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსაც]], რომელიც ორშაბათობით სააჯო კარში სამართალს აღასრულებდა. ამრიგად, ადგილი, საიდანაც ამირეჯიბი მეფისათვის მოსახსენებელ ინფორმაციას კრებდა, „სააჯო კარი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ამირეჯიბი და მისი ხელქვეითი ეჯიბები აქ ახდენდნენ შემოსული სათხოვარ-საჩივრებისა და სხვადასხვა ხასიათის მოხსენებების დახარისხებას იმის მიხედვით, თუ რომლის განხილვა მართებდა უშუალოდ მეფეს ან რომელიმე სხვა მოხელეს (''ი. ანთელავა''). | |
| − | XIII-XIV სს-ში შემორჩენილი მასალების მიხედვით, სამეფო ამირეჯიბთა თანამდებობაზე რამდენიმე თავადური საგვარეულოს (აბაზასძე, ქაჯაფაჲსძე, ქვენიფნეველი, ჩიჟავასძე) წარმომადგენლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. XV-XVI სს-ში ამ თანამდებობას ფლობდნენ გაბელისძეეები. ამირეჯიბის თანამდებობის მემკვიდრეობითმა გადაცემამ გაბელისძეთა საგვარეულოში საფუძველი დაუდო ამირეჯიბთა ახალი გვარის წარმოქმნას. | + | ამირეჯიბი იყო ერთ-ერთი იმ სამ მოხელეთაგან ([[საწოლის მწიგნობარი]], [[ამირახორი]], ამირეჯიბი), რომელსაც შეეძლო [[სავაზირო]] სხდომაზე დასწრება (ცხადია, როგორც მომხსენებელს, სათათბირო ხმის უფლების გარეშე). ამირეჯიბი, როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ცერემონმეისტერი, მონაწილეობას იღებდა სასახლეში დარბაზობისა და პურობისათვის დადგენილი განაწესის შესრულებაში, რასაც ზუსტად უნდა აესახა არსებული სამოხელეო იერარქია. ამირეჯიბს მუდამ თან ახლდა პირადი მხლებელი - „ზედამდგომელი მანდატური“, რომელიც პურობის დროსაც თავს ადგა. აღვსების ([[აღდგომა|აღდგომის]]) დღეს ამირეჯიბის უნდა მოეკითხა (მიელოცა) თავისი უშუალო უფროსის, მანდატურთუხუცესისათვის, თავად ამირეჯიბს კი, მესტუმრე და მერიგე მოიკითხავდა. |
| + | |||
| + | დარბაზობისა და პურობის ცერემონიალის გამართვაში ამირეჯიბი დიდ დახმარებას უწევდა მანდატურთუხუცესს. მისი საპატიო მოვალეობა იყო „ოთხთა მონაზონთა“ და „სამთა ვაზირთა“ მოწვევა. მეფის წინაშე საპატიო სტუმართა წარდგომის დროს ამირეჯიბის ხელქვეითი ეჯიბი მეფის უკან დგებოდა. როდესაც მეფე მანდატურთუხუცესს მიიხმობდა პურობის დაწყების თაობაზე ბრძანების გასაცემად, ამ უკანასკნელს ამირეჯიბისათვის უნდა გადაეცა თავისი [[არგანი]], რის შემდეგაც მანდატურთუხუცესი მას განმგეთუხუცესთან ერთად გააგზავნიდა სეფე (სამეფო) ტაბაკის შემოსატანად. ამირეჯიბი პირადად უდგამდა ტაბაკს უმაღლეს სამღვდელოებას. | ||
| + | |||
| + | ეჯიბები ჰყავდათ დედოფლებსა და დიდ ხელისუფლებსაც, მაგ., [[ამირსპასალარი|ამირსპასალარ]] და მანდატურთუხუცეს ივანე ორბელის თანამეცხედრის, პატრონ რუსუდანის „გაზრდილი“ ეჯიბი წურილაჲსძე (ბეთანიის ეკლესიის წარწერა); ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგის ეჯიბი დავითი, ძე ივანე ახალციხელისა; მონღოლთა დიდი საჰიბ-დივანის, ხოჯა შამშადინის თანამეცხედრის, ხუაშაქის ეჯიბი სადუნ მანკაბერდელი და სხვ. | ||
| + | |||
| + | XIII-XIV სს-ში შემორჩენილი მასალების მიხედვით, სამეფო ამირეჯიბთა თანამდებობაზე რამდენიმე თავადური საგვარეულოს ([[აბაზასძენი|აბაზასძე]], ქაჯაფაჲსძე, ქვენიფნეველი, ჩიჟავასძე) წარმომადგენლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. XV-XVI სს-ში ამ თანამდებობას ფლობდნენ გაბელისძეეები. ამირეჯიბის თანამდებობის მემკვიდრეობითმა გადაცემამ გაბელისძეთა საგვარეულოში საფუძველი დაუდო ამირეჯიბთა ახალი გვარის წარმოქმნას. | ||
==ამირეჯიბების ქრონოლოგიური რიგი. XIII-XV სს.== | ==ამირეჯიბების ქრონოლოგიური რიგი. XIII-XV სს.== | ||
* [[ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე]] | * [[ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე]] | ||
* [[ქობულისძე ბეღე]] | * [[ქობულისძე ბეღე]] | ||
| − | * | + | * [[აბაზასძე ნავროზ]] |
| − | * ქვენიფნეველი იოანე | + | * [[ქაჯაფაჲსძე ქავთარ]] |
| − | * ჩიჟავასძე კახაბერ | + | * [[ქვენიფნეველი იოანე]] |
| − | * გაბელისძე ქუცნა (I) | + | * [[ჩიჟავასძე კახაბერ]] |
| − | * გაბელისძე რამინ | + | * [[გაბელისძე ქუცნა (I)]] |
| − | * გაბელისძე შანშე | + | * [[გაბელისძე რამინ]] |
| − | * ავჯაშერ | + | * [[გაბელისძე შანშე]] |
| − | * გაბელისძე რამინ | + | * [[ავჯაშერ]] |
| − | * გაბელისძე ქუცნა (II) | + | * [[გაბელისძე რამინ]] |
| + | * [[გაბელისძე ქუცნა (II)]] | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[ | + | |
| − | [[კატეგორია: თანამდებობები]] | + | ==წყაროები და ლიტერატურა== |
| + | * [[ხელმწიფის კარის გარიგება]] 1965: 83, 85, 90, 93, 96; | ||
| + | * ჯავახიშვილი 1982: 298-299; | ||
| + | * კიკვიძე 1968: 223; | ||
| + | * ანთელავა 1983: 92-93; | ||
| + | * ოთხმეზური 2009: 33-34. | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
| + | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:33, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ამირეჯიბი - (არაბ. amir al-hājib - მეკარეთა უფროსი). საქართველოს ერთიან მონარქიაში მმართველობის ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელე, მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამირეჯიბს ჰქონდა გამორჩეული უფლება მეფისათვის მოეხსენებინა „სააჯო კარში“ შემოსულ უმნიშვნელოვანეს საჩივართა და სათხოვართა („საურავთა“) შესახებ. ამ მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ნებადართული იყო მეფესთან შესვლა ყველგან - სალაროში, საჭურჭლეში, საწოლში, მაშინაც კი, როცა მეფე „უკაზმავი იყო“, საიდანაც მსახურთუხუცესსაც კი არ შეეძლო მისი დათხოვნა.
საკარო ეტიკეტის მიხედვით, მეფესთან პირადი აუდიენციების დროსაც კი, ამირეჯიბი იყო მეფის ძირითადი მომხსენებელი (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე). ასეთივე ფუნქცია შეეძლო შეესრულებინა ეჯიბსაც. ამირეჯიბისათვის ასეთი დიდი უფლებების მინიჭება თავისთავად მოწმობს, რომ ამირეჯიბის ხელში იყრიდა თავს სახელმწიფო მმართველობისათვის დიდმნიშვნელოვანი ინფორმაცია (ივ. ჯავახიშვილი). ამასთანავე, „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ცნობილია, რომ ზედამდგომელი ეჯიბი ჰყავდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელსაც, რომელიც ორშაბათობით სააჯო კარში სამართალს აღასრულებდა. ამრიგად, ადგილი, საიდანაც ამირეჯიბი მეფისათვის მოსახსენებელ ინფორმაციას კრებდა, „სააჯო კარი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ირკვევა, ამირეჯიბი და მისი ხელქვეითი ეჯიბები აქ ახდენდნენ შემოსული სათხოვარ-საჩივრებისა და სხვადასხვა ხასიათის მოხსენებების დახარისხებას იმის მიხედვით, თუ რომლის განხილვა მართებდა უშუალოდ მეფეს ან რომელიმე სხვა მოხელეს (ი. ანთელავა).
ამირეჯიბი იყო ერთ-ერთი იმ სამ მოხელეთაგან (საწოლის მწიგნობარი, ამირახორი, ამირეჯიბი), რომელსაც შეეძლო სავაზირო სხდომაზე დასწრება (ცხადია, როგორც მომხსენებელს, სათათბირო ხმის უფლების გარეშე). ამირეჯიბი, როგორც მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ცერემონმეისტერი, მონაწილეობას იღებდა სასახლეში დარბაზობისა და პურობისათვის დადგენილი განაწესის შესრულებაში, რასაც ზუსტად უნდა აესახა არსებული სამოხელეო იერარქია. ამირეჯიბს მუდამ თან ახლდა პირადი მხლებელი - „ზედამდგომელი მანდატური“, რომელიც პურობის დროსაც თავს ადგა. აღვსების (აღდგომის) დღეს ამირეჯიბის უნდა მოეკითხა (მიელოცა) თავისი უშუალო უფროსის, მანდატურთუხუცესისათვის, თავად ამირეჯიბს კი, მესტუმრე და მერიგე მოიკითხავდა.
დარბაზობისა და პურობის ცერემონიალის გამართვაში ამირეჯიბი დიდ დახმარებას უწევდა მანდატურთუხუცესს. მისი საპატიო მოვალეობა იყო „ოთხთა მონაზონთა“ და „სამთა ვაზირთა“ მოწვევა. მეფის წინაშე საპატიო სტუმართა წარდგომის დროს ამირეჯიბის ხელქვეითი ეჯიბი მეფის უკან დგებოდა. როდესაც მეფე მანდატურთუხუცესს მიიხმობდა პურობის დაწყების თაობაზე ბრძანების გასაცემად, ამ უკანასკნელს ამირეჯიბისათვის უნდა გადაეცა თავისი არგანი, რის შემდეგაც მანდატურთუხუცესი მას განმგეთუხუცესთან ერთად გააგზავნიდა სეფე (სამეფო) ტაბაკის შემოსატანად. ამირეჯიბი პირადად უდგამდა ტაბაკს უმაღლეს სამღვდელოებას.
ეჯიბები ჰყავდათ დედოფლებსა და დიდ ხელისუფლებსაც, მაგ., ამირსპასალარ და მანდატურთუხუცეს ივანე ორბელის თანამეცხედრის, პატრონ რუსუდანის „გაზრდილი“ ეჯიბი წურილაჲსძე (ბეთანიის ეკლესიის წარწერა); ათაბაგ-ამირსპასალარ ავაგის ეჯიბი დავითი, ძე ივანე ახალციხელისა; მონღოლთა დიდი საჰიბ-დივანის, ხოჯა შამშადინის თანამეცხედრის, ხუაშაქის ეჯიბი სადუნ მანკაბერდელი და სხვ.
XIII-XIV სს-ში შემორჩენილი მასალების მიხედვით, სამეფო ამირეჯიბთა თანამდებობაზე რამდენიმე თავადური საგვარეულოს (აბაზასძე, ქაჯაფაჲსძე, ქვენიფნეველი, ჩიჟავასძე) წარმომადგენლები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. XV-XVI სს-ში ამ თანამდებობას ფლობდნენ გაბელისძეეები. ამირეჯიბის თანამდებობის მემკვიდრეობითმა გადაცემამ გაბელისძეთა საგვარეულოში საფუძველი დაუდო ამირეჯიბთა ახალი გვარის წარმოქმნას.
[რედაქტირება] ამირეჯიბების ქრონოლოგიური რიგი. XIII-XV სს.
- ბეშქენ გურკლელი მახუჯაგის ძე
- ქობულისძე ბეღე
- აბაზასძე ნავროზ
- ქაჯაფაჲსძე ქავთარ
- ქვენიფნეველი იოანე
- ჩიჟავასძე კახაბერ
- გაბელისძე ქუცნა (I)
- გაბელისძე რამინ
- გაბელისძე შანშე
- ავჯაშერ
- გაბელისძე რამინ
- გაბელისძე ქუცნა (II)
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83, 85, 90, 93, 96;
- ჯავახიშვილი 1982: 298-299;
- კიკვიძე 1968: 223;
- ანთელავა 1983: 92-93;
- ოთხმეზური 2009: 33-34.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში