ჟუნჟრუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Stellaria media Common Chickweed .jpg|thumb|ჟუნჟრუკი]]
 
[[ფაილი:Stellaria media Common Chickweed .jpg|thumb|ჟუნჟრუკი]]
Fam. Caryophyllaceae – ოჯ. მიხაკისებრნი Stellaria media (L.) Vill. – ჟუნჟრუკი.
+
Fam. Caryophyllaceae – ოჯ. მიხაკისებრნი <br />
 +
Stellaria media (L.) Vill. – ჟუნჟრუკი.
  
ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები ცილინდრულია, სუსტი, მწოლარე ან წამოწეული, მუხლშორისების გაყოლებაზე ცალ მხარეს შებუსვილი. ფოთლები თხელია, კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, მათგან ზედა მჯდომარეა, ან თითქმის მჯდომარე, ხოლო ქვედა – ყუნწიანი, ორივე შიშველი, მხოლოდ ძირშია წამწამებიანი. ყვავილები თეთრია, ყუნწიანი, დაყვავილების შემდეგ, ქვემოთ დახრილი, ხოლო ნაყოფობისას – კვლავ ზევით აშვერილი. ნაყოფი სფერული კოლოფია, მომწიფებისას 6 საგდულით  იხსნება.  თესლი  სფერულია  ან  სფერულ-თირკმლისებრი.  ყვ.  III-IX; ნაყ. V-IX.
+
ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. [[ღერო]]ები ცილინდრულია, სუსტი, მწოლარე ან წამოწეული, მუხლშორისების გაყოლებაზე ცალ მხარეს შებუსვილი. [[ფოთოლი|ფოთლები]] თხელია, კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, მათგან ზედა მჯდომარეა, ან თითქმის მჯდომარე, ხოლო ქვედა – ყუნწიანი, ორივე შიშველი, მხოლოდ ძირშია წამწამებიანი. [[ყვავილი|ყვავილები]] თეთრია, ყუნწიანი, დაყვავილების შემდეგ, ქვემოთ დახრილი, ხოლო ნაყოფობისას – კვლავ ზევით აშვერილი. [[ნაყოფი]] სფერული კოლოფია, მომწიფებისას 6 საგდულით  იხსნება.  თესლი  სფერულია  ან  სფერულ-თირკმლისებრი.  ყვ.  III-IX; ნაყ. V-IX.
  
გავრცელებულია ტყის სარტყელში; დამახასიათებელია ღია ცენოზებისათვის. იზრდება ტყის პირებზე, ღორღიან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. როგორც სარეველა ბოსტნებში, საცხოვრებელი სახლების მახლობლად, გვხვდება აზოტით მდიდარ ნიადაგებზე. თაფლოვანი მცენარეა. ზოგ ადგილებში იყენებენ საკვებად ფხალის სახით. ეტანება პირუტყვი, ხმარობენ ფრინველების საკვებადაც.
+
გავრცელებულია ტყის სარტყელში; დამახასიათებელია ღია ცენოზებისათვის. იზრდება ტყის პირებზე, [[ღორღი|ღორღიან]] ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. როგორც სარეველა ბოსტნებში, საცხოვრებელი სახლების მახლობლად, გვხვდება [[აზოტი]]თ მდიდარ ნიადაგებზე. თაფლოვანი მცენარეა. ზოგ ადგილებში იყენებენ საკვებად ფხალის სახით. ეტანება პირუტყვი, ხმარობენ ფრინველების საკვებადაც.
  
 
სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ბალახი, აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C, К , E, კაროტინს, ეთერზეთებს, მინერალურ მარილებს, სინაპის მჟავას.
 
სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ბალახი, აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C, К , E, კაროტინს, ეთერზეთებს, მინერალურ მარილებს, სინაპის მჟავას.
ხაზი 15: ხაზი 16:
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
 
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]]
+
[[კატეგორია: ერთწლიანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია: ბალახოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:თაფლოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:მიხაკისებრნი]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:21, 24 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ჟუნჟრუკი

Fam. Caryophyllaceae – ოჯ. მიხაკისებრნი
Stellaria media (L.) Vill. – ჟუნჟრუკი.

ერთ ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები ცილინდრულია, სუსტი, მწოლარე ან წამოწეული, მუხლშორისების გაყოლებაზე ცალ მხარეს შებუსვილი. ფოთლები თხელია, კვერცხისებრი, თავწაწვეტებული, მათგან ზედა მჯდომარეა, ან თითქმის მჯდომარე, ხოლო ქვედა – ყუნწიანი, ორივე შიშველი, მხოლოდ ძირშია წამწამებიანი. ყვავილები თეთრია, ყუნწიანი, დაყვავილების შემდეგ, ქვემოთ დახრილი, ხოლო ნაყოფობისას – კვლავ ზევით აშვერილი. ნაყოფი სფერული კოლოფია, მომწიფებისას 6 საგდულით იხსნება. თესლი სფერულია ან სფერულ-თირკმლისებრი. ყვ. III-IX; ნაყ. V-IX.

გავრცელებულია ტყის სარტყელში; დამახასიათებელია ღია ცენოზებისათვის. იზრდება ტყის პირებზე, ღორღიან ფერდობებზე, რუდერალურ ადგილებში. როგორც სარეველა ბოსტნებში, საცხოვრებელი სახლების მახლობლად, გვხვდება აზოტით მდიდარ ნიადაგებზე. თაფლოვანი მცენარეა. ზოგ ადგილებში იყენებენ საკვებად ფხალის სახით. ეტანება პირუტყვი, ხმარობენ ფრინველების საკვებადაც.

სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ბალახი, აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C, К , E, კაროტინს, ეთერზეთებს, მინერალურ მარილებს, სინაპის მჟავას.

ბალახის ნაყენი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, დამარბილებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებებით, ხალხურ მედიცინაში იყენებენ ჰემოგლობინის დონის ასაწევად, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კუჭისა და ნაწლავების უძლურების, ფაღარათის, აპენდიციტის, ყაბზობის, გაციებების, ხველების, ბრონქიტის, პლევრიტის, ჰეპატიტისა და ღვიძლის სხვა დაავადებების, გულის ტკივილების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ; ბავშვთა პრაქტიკაში – კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. გარეგანად ნაყენის კომპრესებს და ნედლი ბალახის დაქუცმაცებულ ნაწილებს ადებენ სიმსივნეებს, მათ შორის ავთვისებიანს, ფურუნკულებს, ჰემოროიდალურ კვანძებს, კანის სხვადასხვა დაავადებებს, დამწვრობებს და მოტეხილობებს.

მისი გამოყენება არ არის სასურველი ჰიპოტონიის დროს, რადგან მას შესწევს უნარი წნევის დადაბლების. თავშეკავება მართებთ ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები