უწყვეტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''უწყვეტელი''' – ნამყო უსრული, საუღლებელი ერთეული; I სერიის სავ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
[[კატეგორია:საუღლებელი ერთეული]]
+
[[კატეგორია:საუღლებელი ერთეულები‏‎]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:50, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

უწყვეტელი – ნამყო უსრული, საუღლებელი ერთეული; I სერიის სავრცობიანი მწკრივი. მწკრივის ნიშნად გაიაზრება -ი, წარმოშობით თანხმოვანთგამყარი; გვაქვს სუბიექტ. I და II პირის ფორმებთან. უწყვეტელს აწმყოს ფუძისაგან სავრცობი განასხვავებს. სავრცობია -დ (წერ-დ- ა.) და -ოდ (ტირ-ოდ-ა). სავრცობად გაიაზრება -იდ ფორმანტიც ჭრ-იდ-ა ტიპის ფორმებში (ვ. თოფურია, გ. გოგოლაშვილი). იგივე -იდ დამოუკიდებელ. -ოდ და -დ ფორმანტთა ტოლფასად გამოიყოფა დიალექტებშიც.

უწყვეტელი შეიძლება იყოს ზმნისწინიანიც და უზსმნისწინოც (წერ-და-, მო-დი-ოდ-ა…). ზმნისწინი აღნიშვნას მიმართულებას (გეზსა და ორიენტაციას) და ზმნას უცვლის მნიშვნელობას (შდრ. აღ-ნიშნავს და ნიშნავს.-).

უწყვეტელი დროის მიხედვით წარსულია, კილოს მიხედეით – თხრობითი, ასპექტის მიხედვით – უსრული; ჯერობა – ერთგზისი ან მრავალგზისი.

III სუბიექტ. პირს მხოლოობითში გადმოსცემს -ა, მრავლობითში -ნენ.

გ· გოგოლაშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქეგლ, ტ. 1. თბ., 1950;
  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბ,, 1980.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები