ღამბაშიძე როგნედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღამბაშიძე როგნედა“ გადაიტანა გვერდზე „როგნედა ღამბაშიძე“)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''როგნედა ღამბაშიძე'''  − (14 იანვარი 1922, ზესტაფონი, – 27 აპრილი 1993, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988).  
+
[[ფაილი:Rogdana gambashidze.PNG|thumb|როგნედა ღამბაშიძე]]
 +
'''როგნედა ღამბაშიძე'''  − (დ. 14 იანვარი 1922, ზესტაფონი, – გ. 27 აპრილი 1993, [[თბილისი]]), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988).  
  
 
დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1946). 1946-5323 მუშაობდა თბილისის , [[პუშკინი ალექსანდრე|ა.ს. პუშკინი]]ს სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ – კათედრის გამგედ. 1955-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის [[ენათმეცნიერების ინსტიტუტი]]ს სამეცნიერო [[ტერმინოლოგია|ტერმინოლოგიის]] განყოფილებას.
 
დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1946). 1946-5323 მუშაობდა თბილისის , [[პუშკინი ალექსანდრე|ა.ს. პუშკინი]]ს სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ – კათედრის გამგედ. 1955-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის [[ენათმეცნიერების ინსტიტუტი]]ს სამეცნიერო [[ტერმინოლოგია|ტერმინოლოგიის]] განყოფილებას.
ხაზი 10: ხაზი 11:
 
3. ტერმინოლოგიის პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა.
 
3. ტერმინოლოგიის პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა.
  
ღამბაშიძის მიერ გაწეული სატერმინოლოგიო მუშაობა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია [[ტერმინოლოგიური ლექსიკონი|ტერმინოლოგიური ლექსიკონების]] შესადგენი მეთოდოლოგიის შემუშავების თვალსაზრისით. ეს ვრცელი და რთული სამუშაო ძირითადად ორ საფეხურაღ იყოფოდა: პირველი გულისხმობდა სამეცნიერო დისციპლინებში გამოყენებული ცნებების გამოვლენას, მათ ზუსტ დეფინიციასა და მათი გამომხატველი ტერმინების ფიქსირებას ამა თუ იმ დარგის ფარგლებში; მეორე საფეხური წმინდა ლინგვისტურ ასპექტებს მოიცავდა და ენათმეცნიერის ფუნქციებს განსაზღვრავდა.
+
ღამბაშიძის მიერ გაწეული სატერმინოლოგიო მუშაობა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია [[ტერმინოლოგიური ლექსიკონი|ტერმინოლოგიური ლექსიკონების]] შესადგენი მეთოდოლოგიის შემუშავების თვალსაზრისით. ეს ვრცელი და რთული სამუშაო ძირითადად ორ საფეხურად იყოფოდა: პირველი გულისხმობდა სამეცნიერო დისციპლინებში გამოყენებული ცნებების გამოვლენას, მათ ზუსტ დეფინიციასა და მათი გამომხატველი ტერმინების ფიქსირებას ამა თუ იმ დარგის ფარგლებში; მეორე საფეხური წმინდა ლინგვისტურ ასპექტებს მოიცავდა და ენათმეცნიერის ფუნქციებს განსაზღვრავდა.
  
ღამბაშიძისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკური ბაზისა და ძირითადი წყაროების, – თანამედროვე ქართულ [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურო ენის]], ძველი ქართულისა და [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტების]], – როლი ტერმინოლოგიზაციის პროცესებში, ტერმინთა მიგრაციასთან დაკაგშირებული ენობრივი მოვლენები, უცხო უნებიდან ტერმინთა სესხების გზები და ტრადიციები – ის საკითხები იყო, რომელთა გადაჭრასაც ტერმინოლოგიური მუშაობის სპეციფიკა განსაზღვრავდა. ამ თვალსახრისით მნიშვნელოვანია ღამბაშიძის [[ლექსიკოლოგია|ლექსიკოლოგიური]] შრომები, რომლებშიც ახსნილია ტერმინოლოგიური [[ლექსიკონი]]ს სპეციფიკა სხვა ტიპის ლექსიკონებთან შედარებით: იქვე მითითებულია არასასურველი სიჭრელის დაძლევის ცდები ერთი ტერმინოლოგიური სისტემის ფარგლებში
+
ღამბაშიძისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკური ბაზისა და ძირითადი წყაროების, – თანამედროვე ქართულ [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურო ენის]], ძველი ქართულისა და [[ქართული დიალექტები|ქართული ენის დიალექტების]], – როლი ტერმინოლოგიზაციის პროცესებში, ტერმინთა მიგრაციასთან დაკავშირებული ენობრივი მოვლენები, უცხო ენებიდან ტერმინთა სესხების გზები და ტრადიციები – ის საკითხები იყო, რომელთა გადაჭრასაც ტერმინოლოგიური მუშაობის სპეციფიკა განსაზღვრავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ღამბაშიძის [[ლექსიკოლოგია|ლექსიკოლოგიური]] შრომები, რომლებშიც ახსნილია ტერმინოლოგიური [[ლექსიკონი]]ს სპეციფიკა სხვა ტიპის ლექსიკონებთან შედარებით: იქვე მითითებულია არასასურველი სიჭრელის დაძლევის ცდები ერთი ტერმინოლოგიური სისტემის ფარგლებში
 
და დასახულია პერსპექტივა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების შინაგანი ტენდენციების გათვალისწინებით.
 
და დასახულია პერსპექტივა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების შინაგანი ტენდენციების გათვალისწინებით.
  
 
ღამბაშიძის მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“
 
ღამბაშიძის მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“
(1986) – პრობლემატიკის მოცულობითა და მრავალფეროვნებით, კონკრეტული საკითხების ფართო ასპექტითა და ღრმა ანალიზით – გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს საეტაპო ნაშრომად. ესაა პირეელი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ძირითად საკითხებს. მასში ვრცლად არის დამუშავებული ტერმინოლოგიური სიტყეაწარმოების საკითხები, ინვენტარიზებულია ტერმინოლოგიის ძირითადი ენობრივი საშუალებანი და ხერხები. ნაშრომში არსებითია ის,
+
(1986) – პრობლემატიკის მოცულობითა და მრავალფეროვნებით, კონკრეტული საკითხების ფართო ასპექტითა და ღრმა ანალიზით – გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს საეტაპო ნაშრომად. ესაა პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ძირითად საკითხებს. მასში ვრცლად არის დამუშავებული ტერმინოლოგიური სიტყვაწარმოების საკითხები, ინვენტარიზებულია ტერმინოლოგიის ძირითადი ენობრივი საშუალებანი და ხერხები. ნაშრომში არსებითია ის,
 
რომ სალიტერატურო ენის ბაზაზე აღმოცენებული და მასთან საერთო არხებით დაკავშირებული ტერმინოლოგია სცილდება ამ ენის განვითარების ტრადიციულ გზებს და დამოუკიდებელ ადგილს იკავებს სალიტერატურო ენის სტრუქტურულ სისტემაში.
 
რომ სალიტერატურო ენის ბაზაზე აღმოცენებული და მასთან საერთო არხებით დაკავშირებული ტერმინოლოგია სცილდება ამ ენის განვითარების ტრადიციულ გზებს და დამოუკიდებელ ადგილს იკავებს სალიტერატურო ენის სტრუქტურულ სისტემაში.
  
ხაზი 22: ხაზი 23:
  
 
სრულიად განსაკუთრებულია ღამბაშიძის ღვაწლი ქართული დიალექტოლოგიაში. მან რამდენიმე ნაშრომი
 
სრულიად განსაკუთრებულია ღამბაშიძის ღვაწლი ქართული დიალექტოლოგიაში. მან რამდენიმე ნაშრომი
უძღვნა ინგილოურის თავისებურებათა ანალიზსს. მისი წიგნი „ქართული ენის ინგილოური კილო. გრამატიკული მიმოხილვა და ლექსიკონი“ (1949) მნიშვნელოვანი ნაშრომია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში ასახულია ენობრივი მოელენები, რომლებიც დამოუკიდებლად იჩენს თავს სხვა ქართული დიალექტებშიც.
+
უძღვნა ინგილოურის თავისებურებათა ანალიზს. მისი წიგნი „ქართული ენის ინგილოური კილო. გრამატიკული მიმოხილვა და ლექსიკონი“ (1949) მნიშვნელოვანი ნაშრომია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში ასახულია ენობრივი მოვლენები, რომლებიც დამოუკიდებლად იჩენს თავს სხვა ქართული დიალექტებშიც.
  
ღამბაშიძე იყო გ. ნიკოლაძისა და არნ. ჩიქობავას სახრლობის პრემიების ლაურეატი.  
+
ღამბაშიძე იყო გ. ნიკოლაძისა და არნ. ჩიქობავას სახელობის პრემიების ლაურეატი.  
  
 
''ი. ჯიბუტი''
 
''ი. ჯიბუტი''

მიმდინარე ცვლილება 01:09, 28 მარტი 2024 მდგომარეობით

როგნედა ღამბაშიძე

როგნედა ღამბაშიძე − (დ. 14 იანვარი 1922, ზესტაფონი, – გ. 27 აპრილი 1993, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1946). 1946-5323 მუშაობდა თბილისის , ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ – კათედრის გამგედ. 1955-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას.

ღამბაშიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და დიალექტოლოგიური საკითხების კვლევას ეხება.

ტერმინოლოგიის სფეროში მუშაობა ღამბაშიძემ სამი მიმართულებით წარმართა:
1. ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორიის კვლევა და განვითარების გზების განსაზღვრა;
2. სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ საკითხებზე მუშაობა, ტერმინოლოგიის დამუშავების ძირითადი ლინგვისტურ-მეთოდოლოგიური პრინციპების დადგენა და
3. ტერმინოლოგიის პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა.

ღამბაშიძის მიერ გაწეული სატერმინოლოგიო მუშაობა, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ტერმინოლოგიური ლექსიკონების შესადგენი მეთოდოლოგიის შემუშავების თვალსაზრისით. ეს ვრცელი და რთული სამუშაო ძირითადად ორ საფეხურად იყოფოდა: პირველი გულისხმობდა სამეცნიერო დისციპლინებში გამოყენებული ცნებების გამოვლენას, მათ ზუსტ დეფინიციასა და მათი გამომხატველი ტერმინების ფიქსირებას ამა თუ იმ დარგის ფარგლებში; მეორე საფეხური წმინდა ლინგვისტურ ასპექტებს მოიცავდა და ენათმეცნიერის ფუნქციებს განსაზღვრავდა.

ღამბაშიძისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკური ბაზისა და ძირითადი წყაროების, – თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენის, ძველი ქართულისა და ქართული ენის დიალექტების, – როლი ტერმინოლოგიზაციის პროცესებში, ტერმინთა მიგრაციასთან დაკავშირებული ენობრივი მოვლენები, უცხო ენებიდან ტერმინთა სესხების გზები და ტრადიციები – ის საკითხები იყო, რომელთა გადაჭრასაც ტერმინოლოგიური მუშაობის სპეციფიკა განსაზღვრავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ღამბაშიძის ლექსიკოლოგიური შრომები, რომლებშიც ახსნილია ტერმინოლოგიური ლექსიკონის სპეციფიკა სხვა ტიპის ლექსიკონებთან შედარებით: იქვე მითითებულია არასასურველი სიჭრელის დაძლევის ცდები ერთი ტერმინოლოგიური სისტემის ფარგლებში და დასახულია პერსპექტივა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების შინაგანი ტენდენციების გათვალისწინებით.

ღამბაშიძის მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“ (1986) – პრობლემატიკის მოცულობითა და მრავალფეროვნებით, კონკრეტული საკითხების ფართო ასპექტითა და ღრმა ანალიზით – გადაუჭარბებლად შეიძლება ჩაითვალოს საეტაპო ნაშრომად. ესაა პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის ძირითად საკითხებს. მასში ვრცლად არის დამუშავებული ტერმინოლოგიური სიტყვაწარმოების საკითხები, ინვენტარიზებულია ტერმინოლოგიის ძირითადი ენობრივი საშუალებანი და ხერხები. ნაშრომში არსებითია ის, რომ სალიტერატურო ენის ბაზაზე აღმოცენებული და მასთან საერთო არხებით დაკავშირებული ტერმინოლოგია სცილდება ამ ენის განვითარების ტრადიციულ გზებს და დამოუკიდებელ ადგილს იკავებს სალიტერატურო ენის სტრუქტურულ სისტემაში.

მნიშვნელოვანია ღამბაშიძის საკუთრივ ლექსიკოგრაფიული პრაქტიკა. დღემდე გამოცემული 70-მდე ტერმინოლოგიური ლექსიკონის უმრავლესობა მისი რედაქციითაა მომზადებული.

სრულიად განსაკუთრებულია ღამბაშიძის ღვაწლი ქართული დიალექტოლოგიაში. მან რამდენიმე ნაშრომი უძღვნა ინგილოურის თავისებურებათა ანალიზს. მისი წიგნი „ქართული ენის ინგილოური კილო. გრამატიკული მიმოხილვა და ლექსიკონი“ (1949) მნიშვნელოვანი ნაშრომია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში ასახულია ენობრივი მოვლენები, რომლებიც დამოუკიდებლად იჩენს თავს სხვა ქართული დიალექტებშიც.

ღამბაშიძე იყო გ. ნიკოლაძისა და არნ. ჩიქობავას სახელობის პრემიების ლაურეატი.

ი. ჯიბუტი

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები