ცალმხრივი დაქვემდებარება (გრამატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:53, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
ცალმხრივი დაქვემდებარება – სინტაქსური კავშირი ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად არათანასწორი ორი სიტყვისა, რომელთაგან ერთი წამყვანია, გაბატონებული (დომინანტი), მეორე კი – მასზე დაქვემდებარებული (დეპენდენტი). ცალმხრივ დაქვემდებარებას სუბორდინაციას უწოდებენ. სუბორდინაცია უპირისპირდება საურთიერთო დაქვემდებარებას, კოორდინაციას. ცალმხრივი დაქვემდებარებით უერთდებიან მთავარ წევრებს წინადადების არამთავარი (მეორეხარისხოვანი) წევრები (უბრალო დამატება, გარემოება და განსაზღვრება), ქართულში არის ცალმხრივი მართვაც, შეთანხმებაც და მირთვაც.
ლ. კვანტალიანი