კაიშაურები (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კაიშაურები''', კაიშაურნი, სოფელია აღმოსავლეთ საქართველოშ...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''კაიშაურები''', კაიშაურნი,  სოფელია აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, (დუშეთის რ.). კაიშაურები მდებარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, დიდველის ზეგანზე.
 
'''კაიშაურები''', კაიშაურნი,  სოფელია აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, (დუშეთის რ.). კაიშაურები მდებარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, დიდველის ზეგანზე.
  
 +
====სახელწოდება====
 
იგი ნიშნავს: „კაიშაურთა სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ძირითადად კაიშაურები სახლობენ“. ადგილობრივ გავრცელებული თქმულების მიხედვით კი გვარი „კაიშაური“ თურმე „კარგი შაური“-საგან გვქონია მიღებული. ფაქტიურად ეს გვარი ამოსავლად იყენებს ადამიანის საკუთარ სახელს (კაიშა), რომელსაც [[სუფიქსი]] -ურ-ი აქვს დართული. საყოველთაოდ არის ცნობილი [[ტოპონიმი]] „კაიშაურის ველი“. იგი [[მიხეილ ლერმონტოვი]]ს ცნობილ მოთხრობაში  „ჩვენი დროის გმირი („ბელა“) დადასტურებულია როგორც каишаурская долина. ძველი წყაროების მიხედვით კაიშაურის ველს XV-XVI საუკუნეებში ხადის ვაკე რქმევია: „ხოლო ვირშელმან დაიდვა ნადიმი ვაკესა ჴადისასა და ძღუენი ყოველი მიითუალნა. აღდგა, ლომისას გამოვიდა და გაუშვა ლაშქარი ყოველი“.  
 
მიმდინარე ცვლილება 18:20, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

კაიშაურები, კაიშაურნი, სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, (დუშეთის რ.). კაიშაურები მდებარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა მხარეს, დიდველის ზეგანზე.

[რედაქტირება] სახელწოდება

იგი ნიშნავს: „კაიშაურთა სოფელი“, „სოფელი, რომელშიც ძირითადად კაიშაურები სახლობენ“. ადგილობრივ გავრცელებული თქმულების მიხედვით კი გვარი „კაიშაური“ თურმე „კარგი შაური“-საგან გვქონია მიღებული. ფაქტიურად ეს გვარი ამოსავლად იყენებს ადამიანის საკუთარ სახელს (კაიშა), რომელსაც სუფიქსი -ურ-ი აქვს დართული. საყოველთაოდ არის ცნობილი ტოპონიმი „კაიშაურის ველი“. იგი მიხეილ ლერმონტოვის ცნობილ მოთხრობაში „ჩვენი დროის გმირი („ბელა“) დადასტურებულია როგორც каишаурская долина. ძველი წყაროების მიხედვით კაიშაურის ველს XV-XVI საუკუნეებში ხადის ვაკე რქმევია: „ხოლო ვირშელმან დაიდვა ნადიმი ვაკესა ჴადისასა და ძღუენი ყოველი მიითუალნა. აღდგა, ლომისას გამოვიდა და გაუშვა ლაშქარი ყოველი“.

გვარი კაიშაური წერილობით (ეპიგრაფიკა) დადასტურებულია მლეთის სალოცავის – ლომისის კარის ოთხსტრიქონიან წარწერაში ასოთა მოხაზულობა პალეოგრაფიული ნიშნებით XVI საუკუნეს განეკუთვნება). ტექსტი ასე იკითხება: „ქ. კიშური ლაზარე და ბუთხუზი გიორგი ჴელთ ფასი არა აიღეს. სულსა მათსა შეუნდვენ ღმერთმან. ნასღაისძემან ვეფხიამ მოგორთო პური კეთილი, ზორა და რკინა. სულსა მათსა შეუნდვენ ღმერთმან. ამინ“. საინტერესოა, რომ გვარი კიშური (აგრეთვე ბუთხეზი) მოხსენიებული ყოფილა ახალგორის ხეობის სოფ. გავაზის ეკლესიის ჯვრის წარწერაშიც. გავაზის ეკლესია IX-X საუკუნეების ძეგლია და, მაშასადამე, ცხადი ხდება, რომ ქართული გვარები, მათ შორის კიშური (კაიშაური) და ბუთხუზი ადრეფეოდალურ ხანაში უკვე ჩამოყალიბებული ყოფილა.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები