ვარდგინეთი
(→წყარო) |
(→სახელწოდება) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ვარდგინეთი''' | + | '''ვარდგინეთი''' –სოფელი [[საქართველო]]ში, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტში]], ყვიბისის თემში, [[ბორჯომის ხეობა]]ში, [[მდინარე]] [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 780-980 მ სიმაღლეზე, ქ. [[ბორჯომი (ქალაქი)|ბორჯომიდან]] 6 კმ მანძილზე. |
| + | მოსახლეობის რიცხოვნობა – 247. მათი უმრავლესობა (98 %) [[ქართველები|ქართველია]] (2002). | ||
| + | ==== სახელწოდება ==== | ||
ამ სოფლის სახელწოდების წარმოშობას ადგილობრივი მცხოვრებნი ერთ კურიოზულ ამბავს უკავშირებენ: „ოდესღაც სამი ძმა მოსულა აქ საცხოვრებლად, მაგრამ სოფელს ახლადმოსულები არ მიუღია. ორი ძმა მაშინვე აყრილა და სხვაგან წასულა, უმცროსი კი აქვე დარჩენილა, ოჯახი გაუჩენია. გასულა კარგა ხანი და ძმებს წერილი გამოუგზავნიათ, როგორ ცხოგრობო. უმცროს ძმას მიუწერია: „ვარ გინებით, მაგრამ დავწვრილშვილდი და სხვაგან ვეღარსად წავალო“. ძნელი არ არის იმაში დარწმუნება, რომ ეს გადმოცემა ხელოვნური და ნაძალადევია. სახელწოდება ვარდგინეთი ფაქტიურად სულ სხვაგვარადაა წარმოქმნილი. მისი ამოსავალი ფორმა უნდა ყოფილიყო ოსური ვარდიგინა, რაც ვარდნარ ადგილს ნიშნავს ოსურ ენაში –გინა||-ჯინა [[სუფიქსი]], როგორც სპეციალისტების მიერ არის გარკვეული (ა. ცაგაევა, თ. გაგლოევა, ზ. ცხოვრებოვა…), შეესატყვისება ქართულ -იან, -ნარ, - ოვან სუფიქსებს. | ამ სოფლის სახელწოდების წარმოშობას ადგილობრივი მცხოვრებნი ერთ კურიოზულ ამბავს უკავშირებენ: „ოდესღაც სამი ძმა მოსულა აქ საცხოვრებლად, მაგრამ სოფელს ახლადმოსულები არ მიუღია. ორი ძმა მაშინვე აყრილა და სხვაგან წასულა, უმცროსი კი აქვე დარჩენილა, ოჯახი გაუჩენია. გასულა კარგა ხანი და ძმებს წერილი გამოუგზავნიათ, როგორ ცხოგრობო. უმცროს ძმას მიუწერია: „ვარ გინებით, მაგრამ დავწვრილშვილდი და სხვაგან ვეღარსად წავალო“. ძნელი არ არის იმაში დარწმუნება, რომ ეს გადმოცემა ხელოვნური და ნაძალადევია. სახელწოდება ვარდგინეთი ფაქტიურად სულ სხვაგვარადაა წარმოქმნილი. მისი ამოსავალი ფორმა უნდა ყოფილიყო ოსური ვარდიგინა, რაც ვარდნარ ადგილს ნიშნავს ოსურ ენაში –გინა||-ჯინა [[სუფიქსი]], როგორც სპეციალისტების მიერ არის გარკვეული (ა. ცაგაევა, თ. გაგლოევა, ზ. ცხოვრებოვა…), შეესატყვისება ქართულ -იან, -ნარ, - ოვან სუფიქსებს. | ||
| − | ქართულ ვარდ [[სიტყვა]]ს დართვია ოსური -გინა სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული -ეთ სუფიქსიც მიმატებია. ასე რომ ვარდგინეთი ნიშნავს: „ვარდი-გინა-ეთ-ი“, „ვარდნარი ადგილი“. უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამავე არეალში არის სოფელი, სახელად | + | ქართულ ვარდ [[სიტყვა]]ს დართვია ოსური -გინა სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული -ეთ სუფიქსიც მიმატებია. ასე რომ ვარდგინეთი ნიშნავს: „ვარდი-გინა-ეთ-ი“, „ვარდნარი ადგილი“. უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამავე არეალში არის სოფელი, სახელად [[ვარდევანი]], რაც ვარდოვანის სახეცვლილი ფორმა ჩანს. |
| − | XVII-XVIII საუკუნის ქართული ისტორიულ-ეკონომიკური წყაროები ზუსტად ამ არეალში ასახელებენ ვარდის სოფელს. გვიანდელი ოსური გაფორმების ვარდიგინა (ვარდიგინა-ეთ-ი → ვარდგინ-ეთ-ი) სწორედ ამ ქართული ვარდისოფლის კალკი ჩანს. | + | XVII-XVIII საუკუნის ქართული ისტორიულ-ეკონომიკური წყაროები ზუსტად ამ არეალში ასახელებენ ვარდის სოფელს. გვიანდელი ოსური გაფორმების ვარდიგინა (ვარდიგინა-ეთ-ი → ვარდგინ-ეთ-ი) სწორედ ამ ქართული ვარდისოფლის კალკი ჩანს. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 12:21, 2 მაისი 2024 მდგომარეობით
ვარდგინეთი –სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყვიბისის თემში, ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 780-980 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 6 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 247. მათი უმრავლესობა (98 %) ქართველია (2002).
[რედაქტირება] სახელწოდება
ამ სოფლის სახელწოდების წარმოშობას ადგილობრივი მცხოვრებნი ერთ კურიოზულ ამბავს უკავშირებენ: „ოდესღაც სამი ძმა მოსულა აქ საცხოვრებლად, მაგრამ სოფელს ახლადმოსულები არ მიუღია. ორი ძმა მაშინვე აყრილა და სხვაგან წასულა, უმცროსი კი აქვე დარჩენილა, ოჯახი გაუჩენია. გასულა კარგა ხანი და ძმებს წერილი გამოუგზავნიათ, როგორ ცხოგრობო. უმცროს ძმას მიუწერია: „ვარ გინებით, მაგრამ დავწვრილშვილდი და სხვაგან ვეღარსად წავალო“. ძნელი არ არის იმაში დარწმუნება, რომ ეს გადმოცემა ხელოვნური და ნაძალადევია. სახელწოდება ვარდგინეთი ფაქტიურად სულ სხვაგვარადაა წარმოქმნილი. მისი ამოსავალი ფორმა უნდა ყოფილიყო ოსური ვარდიგინა, რაც ვარდნარ ადგილს ნიშნავს ოსურ ენაში –გინა||-ჯინა სუფიქსი, როგორც სპეციალისტების მიერ არის გარკვეული (ა. ცაგაევა, თ. გაგლოევა, ზ. ცხოვრებოვა…), შეესატყვისება ქართულ -იან, -ნარ, - ოვან სუფიქსებს.
ქართულ ვარდ სიტყვას დართვია ოსური -გინა სუფიქსი, ხოლო შემდგომ მას გეოგრაფიული -ეთ სუფიქსიც მიმატებია. ასე რომ ვარდგინეთი ნიშნავს: „ვარდი-გინა-ეთ-ი“, „ვარდნარი ადგილი“. უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამავე არეალში არის სოფელი, სახელად ვარდევანი, რაც ვარდოვანის სახეცვლილი ფორმა ჩანს.
XVII-XVIII საუკუნის ქართული ისტორიულ-ეკონომიკური წყაროები ზუსტად ამ არეალში ასახელებენ ვარდის სოფელს. გვიანდელი ოსური გაფორმების ვარდიგინა (ვარდიგინა-ეთ-ი → ვარდგინ-ეთ-ი) სწორედ ამ ქართული ვარდისოფლის კალკი ჩანს.