თისელის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]

მიმდინარე ცვლილება 01:41, 4 მაისი 2024 მდგომარეობით

თისელის ეკლესიაგუმბათიანი ეკლესია (დაახლ. XIV-XV სს.) აწყურის საკრებულოში, მდინარე თისელის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, სოფელ თისელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-1.5 კმ მანძილზე. შემორჩენილია ნანგრევები.

ძველად აქ მონასტერი ფუნქციონირებდა. აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა, რაზეც მეტყველებს მრავალი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი, რომლებშიც აღნიშნულია, თუ როგორ სწირავენ ეკლესია-მონასტრებს ვენახებსა და ღვინოს. მაგალითად, თისელის მონასტერის XIV-XVI საუკუნეების ხელნაწერებში ვკითხულობთ: „შემოგწირე … თისლისა ღმრთისმშობელსა და თქუენსა მონასტერსა ტყემლუანას ვენახი“, „მე, სიაოშა, ვიყიდე … ნავენახევი და მივეც საშენებლადა ლაკლაკისძესა სანახევროდა; და … შევსწირე თისლისა ღმრთისმშობელსა“ და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები