სამტრედია (ქალაქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]]
[[კატეგორია:ქალაქები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]
+
[[კატეგორია:ქალაქები იმერეთში]]
[[კატეგორია:ქალაქები სამხრეთ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:ქალაქები დასავლეთ საქართველოში]]
[[კატეგორია:ქალაქები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]]
+
[[კატეგორია:ქალაქები სამტრდიის მუნიციპალიტეტში]]

მიმდინარე ცვლილება 02:10, 28 მაისი 2024 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

სამტრედიაქალაქი დასავლეთ საქართველოში ქვემო იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 25 მ., ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრში. ქალაქი 40,76 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული.

[რედაქტირება] სახელწოდება

სამტრედია მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საკომუნიკაციო კვანძია. ქალაქს, როგორც დასახლებულ პუნქტს, გვიანდელ ხანებში, XIX ს-ის II ნახევარში ჩაჰყრია საფუძველი. იგი წარმოიქმნა ფოთი-თბილისის რკინიგზის მაგისტრალის გაყვანის თანადროულად. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სახელწოდება სამტრედიაც ახალია.

სამტრედია ერქვა იმ ვრცელ ადგილებს, რომლებიც იმერეთის მეფეებს თუ თავად-აზნაურობას გარეულ მტრედზე სანადიროდ,„სასახუნდრე ადგილებად ჰქონდათ ამორჩეული. ამგვარი „სატრედოები“ თუ „სატრედეთ-მიწები“ XVII-XVIII საუკუნის საქართველოში ადგილთა სახელებად კარგად იყო ცნობილი.“

მოგვიანებით, როცა ამგვარ „სატრედე“ მიწებზე სამოსახლოები გაჩნდა და ქალაქს საფუძველი ჩაეყარა, ადგილის სახელი სა-ტრედ-ე – სა-ტრედ-ია მექანიკურად შეერქვა დასახლებულ პუნქტს და იგი იქცა სამტრედიად. თანხმოვნის გაჩენას უთუოდ ხელს შეუწყობდა სახელწოდებაში რიცხვითი სახელის („სამი“) მოაზრება. ადგილობრივ მოსახლეობაში მართლაც მყარად არის ფეხმოკიდებული ლეგენდა სამი მტრედის შესახებ, რომლებიც ვითომ სისტემატურად, ყოველ საღამოს სხდებოდნენ ქალაქის ცენტრში, ამჟამინდელი რკინიგზის სადგურთან მდგარ სამ დიდ ხეზე. აი, ამ სამი მტრედის გამო შერქმევია ქალაქს სახელად სამტრედიაო (ნანა ვარლამის ასული სტურუა, ქ. სამტრედია). სინამდვილეში, როგორც უკვე ვთქვით, სამტრედია ნიშნავს: „გარეულ მტრედზე სანადირო ადგილები“, „გარეული მტრედით მდიდარი ადგილები“. ამიტომაც, ვფიქრობთ, სწორი არ უნდა იყოს შ. გოგატიშვილი, რომელიც ტოპონიმ სამტრედიის წარმოშობას სიტყვა ტრედს („ნაწილი“) უკავშირებს: აქედან გზა სამ ტრედად, სამ ნაწილად მიემართებოდაო“

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები