პატკული იოჰან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პატკული იოჰან“ გადაიტანა გვერდზე „იოჰან პატკული“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''იოჰან რეინჰოლდ პატკული''' – (1660-1707), ლიფლანდიელი [[აზნაური]], საქსონიისა და [[რუსეთი]]ს დიპლომატი. | '''იოჰან რეინჰოლდ პატკული''' – (1660-1707), ლიფლანდიელი [[აზნაური]], საქსონიისა და [[რუსეთი]]ს დიპლომატი. | ||
| − | 1687 წლიდან – | + | 1687 წლიდან – [[შვედეთი]]ს სამხედრო სამსახურში იყო. 1690-91 იმყოფებოდა სტოკჰოლმში, სადაც [[შვედეთი]]ს მეფეს წარუდგინა ლიფლანდიელ აზნაურთა მოთხოვნები, 1694 შვედეთის მეფემ მისი გასამართლება მოინდომა, ამიტომ პატკული დასავლეთ [[ევროპა]]ში გაიქცა. 1698 მიიღეს [[პოლონეთი]]ს მეფისა და საქსონიის კურფიურსტის, ავგუსტ II-ის სამსახურში, რომელთანაც ლიფლანდიის აზნაურთა სახელით დადო [[ხელშეკრულება]] შვედეთთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ, ავგუესტ II-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-თან შვედეთის წინააღმდეგ კავშირის შესახებ, რომელიც დასრულდა პრეობრაჟენსკოეს სამოკავშირეო ხელშეკრულების (1699) ხელმოწერით. [[ჩრდილოეთის ომი 1700 -21|ჩრდილოეთის ომის (1700-21)]] საწყის ეტაპზე იყო ავგუსტ II-ის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი. 1701 რუსეთის სამსახურში გადავიდა და 1704 დაინიშნა რუსეთის ელჩად ავგუესტ II-ის სამეფო კარზე [[პრუსია]]ში. 1706 ავგესტ II-მ ხელი მოაწერა შვედეთთან სეპარატულ ალტრანშტედტის საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, პატკული პეტრე I-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვედეთის მთავრობას გადასცეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს. |
მიმდინარე ცვლილება 16:46, 27 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
იოჰან რეინჰოლდ პატკული – (1660-1707), ლიფლანდიელი აზნაური, საქსონიისა და რუსეთის დიპლომატი.
1687 წლიდან – შვედეთის სამხედრო სამსახურში იყო. 1690-91 იმყოფებოდა სტოკჰოლმში, სადაც შვედეთის მეფეს წარუდგინა ლიფლანდიელ აზნაურთა მოთხოვნები, 1694 შვედეთის მეფემ მისი გასამართლება მოინდომა, ამიტომ პატკული დასავლეთ ევროპაში გაიქცა. 1698 მიიღეს პოლონეთის მეფისა და საქსონიის კურფიურსტის, ავგუსტ II-ის სამსახურში, რომელთანაც ლიფლანდიის აზნაურთა სახელით დადო ხელშეკრულება შვედეთთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ, ავგუესტ II-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს პეტრე I-თან შვედეთის წინააღმდეგ კავშირის შესახებ, რომელიც დასრულდა პრეობრაჟენსკოეს სამოკავშირეო ხელშეკრულების (1699) ხელმოწერით. ჩრდილოეთის ომის (1700-21) საწყის ეტაპზე იყო ავგუსტ II-ის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი. 1701 რუსეთის სამსახურში გადავიდა და 1704 დაინიშნა რუსეთის ელჩად ავგუესტ II-ის სამეფო კარზე პრუსიაში. 1706 ავგესტ II-მ ხელი მოაწერა შვედეთთან სეპარატულ ალტრანშტედტის საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, პატკული პეტრე I-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვედეთის მთავრობას გადასცეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს.