რომის პაქტი 1935
(ახალი გვერდი: '''რომის პაქტი 1935''' – შეთანხმებათა კომპლექსი [[საფრანგეთი|საფრ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რომის პაქტი 1935''' – შეთანხმებათა კომპლექსი [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ს შორის ხელმოწერილ იქნა რომში. 7 იანვარს იტალიის მთავრობის მეთაურის | + | '''რომის პაქტი 1935''' – შეთანხმებათა კომპლექსი [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ს შორის ხელმოწერილ იქნა რომში. 7 იანვარს იტალიის მთავრობის მეთაურის [[მუსოლინი ბენიტო|მუსოლინი]]სა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავალის მიერ. |
| − | მიზნად ისახავდა მხარეებს შორის არსებულ ძირითად სადავო საკითხთა დარეგულირებას. [[ავსტრია|ავსტრიის]] საკითხში [[გერმანია|გერმანიასთან]] არსებულმა უთანხმოებამ და [[ეთიოპია|ეთიოპიის]] წინააღმდეგ [[აგრესია|აგრესიის]] სამზადისმა აიძულა ფაშისტური იტალია, მოეძებნა კომპრომისი საფრანგეთთან. იტალიისა და გერმანიის დაახლოებით შეშფოთებული საფრანგეთი კი, თავის მხრივ, ცდილობდა იტალიის ყურადღება აღმოსავლეთ [[აფრიკა|აფრიკისაკენ]] მიემართა | + | მიზნად ისახავდა მხარეებს შორის არსებულ ძირითად სადავო საკითხთა დარეგულირებას. [[ავსტრია|ავსტრიის]] საკითხში [[გერმანია|გერმანიასთან]] არსებულმა უთანხმოებამ და [[ეთიოპია|ეთიოპიის]] წინააღმდეგ [[აგრესია|აგრესიის]] სამზადისმა აიძულა ფაშისტური იტალია, მოეძებნა კომპრომისი საფრანგეთთან. იტალიისა და გერმანიის დაახლოებით შეშფოთებული საფრანგეთი კი, თავის მხრივ, ცდილობდა იტალიის ყურადღება აღმოსავლეთ [[აფრიკა|აფრიკისაკენ]] მიემართა. |
| + | |||
| + | რომის პაქტით საფრანგეთი იტალიას უთმობდა თავისი აფრიკული კოლონიების ნაწილს – 114 ათასი კვ. კმ. ფართობის ტერიტორიას [[ლიბია|ლიბიის]] საზღვართან, [[სომალი]]ს ფრანგული სანაპიროს მცირე ნაწილს (800 კვ. კმ) და კუნძულ დუმეირას, აგრეთვე ჯიბუტი–ადისაბების [[რკინიგზა|რკინიგზის]] [[აქცია (ფასიანი ქაღალდი)|აქციების]] 20%-ს. გარდა ამისა, საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ლავალმა მუსოლინის მისცა მოქმედების სრული თავისუფლება ეთიოპიაში (თუმცა, ეს არ იქნა ჩაწერილი შეთანხმებაში). თავის მხრივ, იტალიამ ხელი აიღო საფრანგეთის სამფლობელოებზე აფრიკაში ([[ტუნისი]], ჩადის ტბის მისადგომები, აგრეთვე დერეფანი, რომელიც ლიბიას აკავშირებს აფრიკის ეკვატორულ ნაწილთან). მხარეებმა დაადასტურეს ავსტრიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობა. შეთანხმება ითვალისწინებდა მომავალში დუნაის პაქტის დადებას, რომელიც ავსტრიის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა ყოფილიყო. | ||
რომის პაქტმა ფაქტობრივად შეამზადა იტალიის აგრესია ეთიოპიაში, თუმცა, მან ვერ გადაწყვიტა იტალიასა და | რომის პაქტმა ფაქტობრივად შეამზადა იტალიის აგრესია ეთიოპიაში, თუმცა, მან ვერ გადაწყვიტა იტალიასა და | ||
| ხაზი 10: | ხაზი 12: | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | ||
| + | [[კატეგორია:საფრანგეთ-იტალიის შეთანხმებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:02, 1 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
რომის პაქტი 1935 – შეთანხმებათა კომპლექსი საფრანგეთსა და იტალიას შორის ხელმოწერილ იქნა რომში. 7 იანვარს იტალიის მთავრობის მეთაურის მუსოლინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავალის მიერ.
მიზნად ისახავდა მხარეებს შორის არსებულ ძირითად სადავო საკითხთა დარეგულირებას. ავსტრიის საკითხში გერმანიასთან არსებულმა უთანხმოებამ და ეთიოპიის წინააღმდეგ აგრესიის სამზადისმა აიძულა ფაშისტური იტალია, მოეძებნა კომპრომისი საფრანგეთთან. იტალიისა და გერმანიის დაახლოებით შეშფოთებული საფრანგეთი კი, თავის მხრივ, ცდილობდა იტალიის ყურადღება აღმოსავლეთ აფრიკისაკენ მიემართა.
რომის პაქტით საფრანგეთი იტალიას უთმობდა თავისი აფრიკული კოლონიების ნაწილს – 114 ათასი კვ. კმ. ფართობის ტერიტორიას ლიბიის საზღვართან, სომალის ფრანგული სანაპიროს მცირე ნაწილს (800 კვ. კმ) და კუნძულ დუმეირას, აგრეთვე ჯიბუტი–ადისაბების რკინიგზის აქციების 20%-ს. გარდა ამისა, საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ლავალმა მუსოლინის მისცა მოქმედების სრული თავისუფლება ეთიოპიაში (თუმცა, ეს არ იქნა ჩაწერილი შეთანხმებაში). თავის მხრივ, იტალიამ ხელი აიღო საფრანგეთის სამფლობელოებზე აფრიკაში (ტუნისი, ჩადის ტბის მისადგომები, აგრეთვე დერეფანი, რომელიც ლიბიას აკავშირებს აფრიკის ეკვატორულ ნაწილთან). მხარეებმა დაადასტურეს ავსტრიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობა. შეთანხმება ითვალისწინებდა მომავალში დუნაის პაქტის დადებას, რომელიც ავსტრიის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა ყოფილიყო.
რომის პაქტმა ფაქტობრივად შეამზადა იტალიის აგრესია ეთიოპიაში, თუმცა, მან ვერ გადაწყვიტა იტალიასა და საფრანგეთს შორის არსებული წინააღმდეგობანი, ვერც იტალია-გერმანიის დაახლოება შეაჩერა და ვერც ავსტრიის დამოუკიდებლობა უზრუნველყო. გერმანიის, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო არ იქნა მოწვეული კონფერენცია, რომელსაც დუნაის პაქტის პროექტი უნდა განეხილა. 1938 წლის დეკემბერში იტალიამ გააუქმა რომის პაქტის შეთანხმებები.