აქცია (ფასიანი ქაღალდი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქცია - (share, stock <ფრანგ. action) - ფასიანი ქაღალდი, გამოშვებული აქციონერული საზოგადოების მიერ, რომელიც აძლევს უფლებას მის მფლობელს, მიიღოს დივიდენდი აქციონერული საზოგადოების მოგებიდან. შემოსავლის სიდიდის მიხედვით განასხვავებენ ჩვეულებრივ და პრივილეგიურ აქციებს. ჩვეულებრივი აქციების მიხედვით განაწილებული შემოსავლები მერყეობს მოგების ნორმის შესაბამისად. იგი იზრდება აქციონერული საზოგადოების მოგების ზრდასთან ერთად და, პირიქით, მცირდება მის შემცირებასთან ერთად. პრივილეგიური აქციების მიხედვით განაწილებული შემოსავლები არ იცვლება აქციონერული საზოგადოების მოგების ცვლილების შესაბამისად. იგი წინასწარ დადგენილი, ფიქსირებული სიდიდეა. აქციონერული საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში, მისი ქონების განაწილებისას, ჩვეულებრივი აქციის მფლობელთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება პრივილეგიური აქციის მფლობელს.

როგორც წესი, პრივილეგიური აქციის მფლობელი არ სარგებლობს ხმის უფლებით, ჩვეულებრივის მფლობელი კი სარგებლობს. ამიტომ აქციონერული კომპანიების დამფუძნებლები უპირატესობას ანიჭებენ და თავისთვის იტოვებენ ჩვეულებრივ აქციებს, ხოლო პრივილეგიურს ყიდიან.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები