სიმონოსეკის ზავი 1895
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სიმონოსეკის ზავი 1895''' – დაიდო [[იაპონია]]სა და [[ჩინეთი|ჩინეთს]] შორის 17.IV სიმონოსეკიში (იაპონია), 1894-95 იაპონია-ჩინეთის ომში | + | '''სიმონოსეკის ზავი 1895''' – დაიდო [[იაპონია]]სა და [[ჩინეთი|ჩინეთს]] შორის 17.IV სიმონოსეკიში ([[იაპონია]]), 1894-95 იაპონია-ჩინეთის ომში [[ჩინეთი]]ს დამარცხების შემდეგ. ხელშეკრულებით ჩინეთმა აღიარა კორეის დამოუკიდებლობა და [[ავტონომია]]. გადასცა იაპონიას კუნძული ტაივანი, პენხულედაოს (პენხუ) კუნძულები და ლიაოდუნის ნახევარკუნძული, გადაიხადა [[კონტრიბუცია]] 200 მლნ ლიანი, გახსნა 7 ჩინური [[პორტი]] ვაჭრობისთვის, რამაც ხელი შეუწყო ჩინეთში უცხოური [[კაპიტალი]]ს შეღწევას. ხელშეკრულება უფლებას აძლევდა იაპონელ ქვეშევრდომებს, მოეწყოთ სამრეწველო წარმოება ჩინეთის ყველა პორტში და შეეტანათ ჩინეთში [[საქონელი]] მხოლოდ შესატანი [[ბაჟი]]ს გადახდის საფუძველზე. |
მიმდინარე ცვლილება 16:04, 7 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
სიმონოსეკის ზავი 1895 – დაიდო იაპონიასა და ჩინეთს შორის 17.IV სიმონოსეკიში (იაპონია), 1894-95 იაპონია-ჩინეთის ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ. ხელშეკრულებით ჩინეთმა აღიარა კორეის დამოუკიდებლობა და ავტონომია. გადასცა იაპონიას კუნძული ტაივანი, პენხულედაოს (პენხუ) კუნძულები და ლიაოდუნის ნახევარკუნძული, გადაიხადა კონტრიბუცია 200 მლნ ლიანი, გახსნა 7 ჩინური პორტი ვაჭრობისთვის, რამაც ხელი შეუწყო ჩინეთში უცხოური კაპიტალის შეღწევას. ხელშეკრულება უფლებას აძლევდა იაპონელ ქვეშევრდომებს, მოეწყოთ სამრეწველო წარმოება ჩინეთის ყველა პორტში და შეეტანათ ჩინეთში საქონელი მხოლოდ შესატანი ბაჟის გადახდის საფუძველზე.