ქსენოფონტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Qsenofonte.jpg|thumb|150პქ|ქსენოფონტი]] | [[ფაილი:Qsenofonte.jpg|thumb|150პქ|ქსენოფონტი]] | ||
| − | '''ქსენოფონტი''' (დაახ. 430-355/354 | + | '''ქსენოფონტი''' (Xenophōn, დაახ. 430-355/354), ძველი ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და [[მხედართმთავარი]]. |
| − | + | ||
დაიბადა [[ათენი|ათენში]]. იყო არისტოკრატიული ოჯახის შვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება, ითვლებოდა სოკრატეს მოწაფედ. ქსენოფონტი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მწერალი იყო. ჩვენამდე მოაღწია მისმა ისტორიულმა, ფილოსოფიურმა, პოლიტიკურმა, დიდაქტიკურმა ნაშრომებმა. გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით. | დაიბადა [[ათენი|ათენში]]. იყო არისტოკრატიული ოჯახის შვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება, ითვლებოდა სოკრატეს მოწაფედ. ქსენოფონტი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მწერალი იყო. ჩვენამდე მოაღწია მისმა ისტორიულმა, ფილოსოფიურმა, პოლიტიკურმა, დიდაქტიკურმა ნაშრომებმა. გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით. | ||
| − | მონაწილეობდა პელოპონესის ომში (431-404). დემოკრატიის მიმართ მტრულად განწყობილი, აიდეალებდა [[სპარტა|სპარტის]] სახელმწიფო წყობილებას, თავისი ლაკონოფილობა პირადი ცხოვრებითაც დაამტკიცა, სამუდამო საცხოვრებლად [[ოლიმპია]]ში გადავიდა. | + | მონაწილეობდა [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომში (431-404)]]. დემოკრატიის მიმართ მტრულად განწყობილი, აიდეალებდა [[სპარტა|სპარტის]] სახელმწიფო წყობილებას, თავისი ლაკონოფილობა პირადი ცხოვრებითაც დაამტკიცა, სამუდამო საცხოვრებლად [[ოლიმპია]]ში გადავიდა. |
| − | კორინთოს ომში (395-387) სპარტას მხარეზე მონაწილეობისათვის ათენელებმა სიკვდილი მიუსაჯეს (სასჯელი გააუქმეს 169 და აღადგინეს მოქალაქის უფლებებში, მაგრამ ათენში არ დაბრუნებულა). როგორც ისტორიკოსი, ძირითადად თავის თანამედროვე მოვლენებსა და პირად დაკვირვებებზე წერდა. „საბერძნეთის ისტორია“ მოიცავს უშუალოდ იმ პერიოდს, რომლის მონაწილეც თვითონ იყო (411-302) | + | კორინთოს ომში (395-387) სპარტას მხარეზე მონაწილეობისათვის ათენელებმა სიკვდილი მიუსაჯეს (სასჯელი გააუქმეს 169 და აღადგინეს მოქალაქის უფლებებში, მაგრამ ათენში არ დაბრუნებულა). როგორც ისტორიკოსი, ძირითადად თავის თანამედროვე მოვლენებსა და პირად დაკვირვებებზე წერდა. „საბერძნეთის ისტორია“ მოიცავს უშუალოდ იმ პერიოდს, რომლის მონაწილეც თვითონ იყო (411-302). |
| − | + | ქხენოფონტის თხზულებები სამ ჯგუფად იყოფა: 1) ისტორიული, 2) პოლიტიკური და 3) დიდაქტიკური. ჩვენამდე მოღწეულია, როგორც ჩანს, ქსენოფონტის ყეელა თხზულება; ის კი არა – არის ზოგიერთი თხზულება (მაგალითად, „ათენელთა სახელმწიფო წყობილება“), რომელიც ქსენოფონტს მიეწერება, ნამდვილად კი მას არ ეკუთვნის. | |
| − | + | ისტორიული თხზულებებია „ანაბაზისი“, „საბერძნეთის ისტორია“ და „აგესილაე“. | |
| + | |||
| + | ===== „ანაბაზისი“ ===== | ||
| + | „ანაბაზისი“ წარმოადგენს მემუარულ თხზულებას და შედგება 7 წიგნისაგან. ამ თხზულებაში აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა (401 წელს) მისი ძმის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. ლაშქრობა, რომლის მონაწილე იყო ბერძნული ჯარიც (10.000 კაცი) და თვით ქსენოფონტიც, იწყება ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან და მიემართება მცირე აზიის შიგნითა მხარეებისაკენ; ამიტომ მას ჰქვია „აღმა სვლა“, მაგრამ ამ ლაშქრობას ბოლო ეღება კუნაქსის ბრძოლით (ბაბილონის მახლობლად) უკვე პირველ წიგნში და ამის შემდეგ გადმოცემულია ამბები იმაზე, თუ როგორ ემზადებიან ბერძნები უკან დასაბრუნებლად, და თვით უკან დაბრუნებაც, ანუ „დაღმა სვლა“. ქსენოფონტი მიუძღვის 10.000 ბერძენს და ჯერ ტიგროსის აყოლებით, მერე არმენიაზე, ხალიბების, ტაოხების, მაკრონების, მოსინიკების და ტიბარენების ქვეყნებზე გავლით მიიყვანს ბერძნებს შავი ზღვის ნაპირამდე, საიდანაც შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროთი მიემგზავრებიან ბერძნები თრაკიისაკენ. | ||
| + | |||
| + | „ანაბაზისის“ მოგვითხრობს ბერძენთა ჯარის უკან დაბრუნებას ქსენოფონტის ხელმძღვანელობით და ქსენოფონტის მიზანი იყო თავისი როლიც გამოემზეურებინა ამ ლაშქრობის საქმეში. ამით აიხსნება რომ ავტორი თავის თავზე მესამე პირით ლაპარაკობს, ხოლო თავის მეორე შრომაში („საბერძნეთის ისტორია III, 1, 2) იგი „ანაბაზისის“ ავტორად ასახელებს თემისტოგენე სირაკუზელს; მართალია, ამ გარემოებამ ერთ დროს კამათი შექმნა მეცნიერებაში – „ანაბაზისი“ ქსენოფონტისაა თუ თემისტოგენესიო, მაგრამ დღეს უკვე აღიარებულია, რომ ავტორი, ქსენოფონტია, ხოლო თემისტოგენე – მისი ფსევდონიმი, რომლის ქვეშ ამოფარებულმა ქსენოფონტმა მოინდომა თავისი თავი განედიდებინა ბერძენთა ლაშქრობის საქმეში. | ||
| + | |||
| + | ===== „საბერძნეთის ისტორია“ ===== | ||
| + | „საბერძნეთის ისტორია დაწერილია ქსენოფონტის მიერ „ანაბაზისის“ შემდეგ. იგი წარმოადგენს [[თუკიდიდე]]ს ისტორიის გაგრძელებას და შედგება 7 წიგნისაგან. თუკიდიდემ პელოპონესის ომის ისტორია 411-წლამდე მიიტანა; ქსენოფონტი განაგრძობს ამ ომის ისტორიას 411 წლიდან ისე, თითქოს ამას თვით თუკიდიდე განაგრძობდეს. „ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ათენიდან თიმოქარესი მოვიდა რამდენიმე ხომალდით; და მაშინვე კვლავ შეებნენ ერთმანეთს ლაკედემონელები და ათენელები, გაიმარჯვეს ლაკედემომელებმა აგესანდრიდეს წინამძღოლობით“ და მიიტანს მოთხრობას ომის ბოლომდე (404 წლამდე). ის არ კმაყოფილდება ამით და განაგრძობს ბერძენთა თავგადასავლის ამბებს 404 წლის შემდეგაც – 362 წლამდე. ამგვარად, ქსენოფონტის „ჰელენიკა“ შედგება ორი ნაწილისაგან: 1) პირველი ნაწილი შეიცავს პელოპონესის ომის ისტორიის დასასრულს, 411-404 წლების ამბებს, ე. ი. წარმოადგენს თუკიდიდეს „ისტორიის“ გაგრძელებას; 2) დანარჩენი წიგნები წარმოადგენენ მეორე ნაწილს და შეიცავენ 404-362 წლების ისტორიას. | ||
ქსენოფონტს დაწერილი აქვს შრომები [[სამხედრო ისტორია|სამხედრო ისტორიისა]] და [[სამხედრო საქმე|სამხედრო საქმის]] შესახებ. | ქსენოფონტს დაწერილი აქვს შრომები [[სამხედრო ისტორია|სამხედრო ისტორიისა]] და [[სამხედრო საქმე|სამხედრო საქმის]] შესახებ. | ||
| − | [[ | + | ქსენოფონტის შემოქმედება საინტერესოა იმითაც, რომ მას აღწერილი აქვს ქართველ ტომთა ([[მესხები]], ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, ხალიბები, კოლხები, სასპერები და ა.შ.) ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, რაც მნიშვნელოვან მასალებს იძლევა მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ. |
| + | |||
| + | |||
| ხაზი 21: | ხაზი 31: | ||
==გამოცემები ქართულ ენაზე== | ==გამოცემები ქართულ ენაზე== | ||
* ქსენოფონტი, ანაბასისი: ბერძნული და ლათინური ტექსტები სტუდენტთა პრაქტიკული ვარჯიშობისათვის | * ქსენოფონტი, ანაბასისი: ბერძნული და ლათინური ტექსტები სტუდენტთა პრაქტიკული ვარჯიშობისათვის | ||
| − | * ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე-სოკრატეს აპოლოგია / ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ა. ურუშაძემ | + | * ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე - სოკრატეს აპოლოგია / ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ა. ურუშაძემ |
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | * [[ | + | * [[ბერძნული ლიტერატურის ისტორია]] |
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:48, 18 სექტემბერი 2025 მდგომარეობით
ქსენოფონტი (Xenophōn, დაახ. 430-355/354), ძველი ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და მხედართმთავარი.
დაიბადა ათენში. იყო არისტოკრატიული ოჯახის შვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება, ითვლებოდა სოკრატეს მოწაფედ. ქსენოფონტი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მწერალი იყო. ჩვენამდე მოაღწია მისმა ისტორიულმა, ფილოსოფიურმა, პოლიტიკურმა, დიდაქტიკურმა ნაშრომებმა. გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით.
მონაწილეობდა პელოპონესის ომში (431-404). დემოკრატიის მიმართ მტრულად განწყობილი, აიდეალებდა სპარტის სახელმწიფო წყობილებას, თავისი ლაკონოფილობა პირადი ცხოვრებითაც დაამტკიცა, სამუდამო საცხოვრებლად ოლიმპიაში გადავიდა.
კორინთოს ომში (395-387) სპარტას მხარეზე მონაწილეობისათვის ათენელებმა სიკვდილი მიუსაჯეს (სასჯელი გააუქმეს 169 და აღადგინეს მოქალაქის უფლებებში, მაგრამ ათენში არ დაბრუნებულა). როგორც ისტორიკოსი, ძირითადად თავის თანამედროვე მოვლენებსა და პირად დაკვირვებებზე წერდა. „საბერძნეთის ისტორია“ მოიცავს უშუალოდ იმ პერიოდს, რომლის მონაწილეც თვითონ იყო (411-302).
ქხენოფონტის თხზულებები სამ ჯგუფად იყოფა: 1) ისტორიული, 2) პოლიტიკური და 3) დიდაქტიკური. ჩვენამდე მოღწეულია, როგორც ჩანს, ქსენოფონტის ყეელა თხზულება; ის კი არა – არის ზოგიერთი თხზულება (მაგალითად, „ათენელთა სახელმწიფო წყობილება“), რომელიც ქსენოფონტს მიეწერება, ნამდვილად კი მას არ ეკუთვნის.
ისტორიული თხზულებებია „ანაბაზისი“, „საბერძნეთის ისტორია“ და „აგესილაე“.
სარჩევი |
[რედაქტირება] „ანაბაზისი“
„ანაბაზისი“ წარმოადგენს მემუარულ თხზულებას და შედგება 7 წიგნისაგან. ამ თხზულებაში აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა (401 წელს) მისი ძმის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. ლაშქრობა, რომლის მონაწილე იყო ბერძნული ჯარიც (10.000 კაცი) და თვით ქსენოფონტიც, იწყება ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან და მიემართება მცირე აზიის შიგნითა მხარეებისაკენ; ამიტომ მას ჰქვია „აღმა სვლა“, მაგრამ ამ ლაშქრობას ბოლო ეღება კუნაქსის ბრძოლით (ბაბილონის მახლობლად) უკვე პირველ წიგნში და ამის შემდეგ გადმოცემულია ამბები იმაზე, თუ როგორ ემზადებიან ბერძნები უკან დასაბრუნებლად, და თვით უკან დაბრუნებაც, ანუ „დაღმა სვლა“. ქსენოფონტი მიუძღვის 10.000 ბერძენს და ჯერ ტიგროსის აყოლებით, მერე არმენიაზე, ხალიბების, ტაოხების, მაკრონების, მოსინიკების და ტიბარენების ქვეყნებზე გავლით მიიყვანს ბერძნებს შავი ზღვის ნაპირამდე, საიდანაც შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროთი მიემგზავრებიან ბერძნები თრაკიისაკენ.
„ანაბაზისის“ მოგვითხრობს ბერძენთა ჯარის უკან დაბრუნებას ქსენოფონტის ხელმძღვანელობით და ქსენოფონტის მიზანი იყო თავისი როლიც გამოემზეურებინა ამ ლაშქრობის საქმეში. ამით აიხსნება რომ ავტორი თავის თავზე მესამე პირით ლაპარაკობს, ხოლო თავის მეორე შრომაში („საბერძნეთის ისტორია III, 1, 2) იგი „ანაბაზისის“ ავტორად ასახელებს თემისტოგენე სირაკუზელს; მართალია, ამ გარემოებამ ერთ დროს კამათი შექმნა მეცნიერებაში – „ანაბაზისი“ ქსენოფონტისაა თუ თემისტოგენესიო, მაგრამ დღეს უკვე აღიარებულია, რომ ავტორი, ქსენოფონტია, ხოლო თემისტოგენე – მისი ფსევდონიმი, რომლის ქვეშ ამოფარებულმა ქსენოფონტმა მოინდომა თავისი თავი განედიდებინა ბერძენთა ლაშქრობის საქმეში.
[რედაქტირება] „საბერძნეთის ისტორია“
„საბერძნეთის ისტორია დაწერილია ქსენოფონტის მიერ „ანაბაზისის“ შემდეგ. იგი წარმოადგენს თუკიდიდეს ისტორიის გაგრძელებას და შედგება 7 წიგნისაგან. თუკიდიდემ პელოპონესის ომის ისტორია 411-წლამდე მიიტანა; ქსენოფონტი განაგრძობს ამ ომის ისტორიას 411 წლიდან ისე, თითქოს ამას თვით თუკიდიდე განაგრძობდეს. „ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, რომ ათენიდან თიმოქარესი მოვიდა რამდენიმე ხომალდით; და მაშინვე კვლავ შეებნენ ერთმანეთს ლაკედემონელები და ათენელები, გაიმარჯვეს ლაკედემომელებმა აგესანდრიდეს წინამძღოლობით“ და მიიტანს მოთხრობას ომის ბოლომდე (404 წლამდე). ის არ კმაყოფილდება ამით და განაგრძობს ბერძენთა თავგადასავლის ამბებს 404 წლის შემდეგაც – 362 წლამდე. ამგვარად, ქსენოფონტის „ჰელენიკა“ შედგება ორი ნაწილისაგან: 1) პირველი ნაწილი შეიცავს პელოპონესის ომის ისტორიის დასასრულს, 411-404 წლების ამბებს, ე. ი. წარმოადგენს თუკიდიდეს „ისტორიის“ გაგრძელებას; 2) დანარჩენი წიგნები წარმოადგენენ მეორე ნაწილს და შეიცავენ 404-362 წლების ისტორიას.
ქსენოფონტს დაწერილი აქვს შრომები სამხედრო ისტორიისა და სამხედრო საქმის შესახებ.
ქსენოფონტის შემოქმედება საინტერესოა იმითაც, რომ მას აღწერილი აქვს ქართველ ტომთა (მესხები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, ხალიბები, კოლხები, სასპერები და ა.შ.) ყოფა-ცხოვრება, წეს-ჩვეულებები, რაც მნიშვნელოვან მასალებს იძლევა მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
[რედაქტირება] გამოცემები ქართულ ენაზე
- ქსენოფონტი, ანაბასისი: ბერძნული და ლათინური ტექსტები სტუდენტთა პრაქტიკული ვარჯიშობისათვის
- ქსენოფონტი, მოგონებები სოკრატეზე - სოკრატეს აპოლოგია / ძვ. ბერძნ. თარგმნა, შესავ. წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ა. ურუშაძემ