ფორდი ჯერალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
  
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ფორდის დოქტრინა]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 14:08, 9 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

ჯერალდ ფორდი

ფორდი ჯერალდ რუდოლფ – (ინგლ. Gerald Rudolph Ford, დ. 14 ივლისი, 1913 ― გ. 26 დეკემბერი, 2006), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი 1974-77.

მიჩიგანისა (1935) და იელის (1941) უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, 1942-46 მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. დემობილიზაციის შემდეგ ხანმოკლე დროით ხელი მიჰყო იურიდიულ პრაქტიკას. 1948-73 იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან. 1965-73 ფორდი იყო რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი წარმომადგენლობით პალატაში. 1973 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა რ.ნიქსონმა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე (მისი წინამორბედის ს. აგნიუს გადადგომის შემდეგ) და დაამტკიცა კონგრესმა 1973 წლის დეკემბერში, 9-VIII. 1974 ნიქსონის გადადგომის შემდეგ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. პრეზიდენტობის პერიოდში ფორდი განაგრძობდა ნიქსონისეული ადმინისტრაციის კურსს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ფორდმა მიიღო მონაწილეობა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მსვლელობაში ჰელსინკიში და ხელი მოაწერა საბოლოო აქტს. 1976 ფორდმა წააგო საპრეზიდენტო არჩევნები ჯ. კარტერთან და ამის შემდეგ ფაქტობრივად ჩამოშორდა პოლიტიკურ სარბიელს.



[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ფორდის დოქტრინა

[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები