სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების [[გეოგრაფიული კოორდინატები]]ს, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან. | სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების [[გეოგრაფიული კოორდინატები]]ს, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან. | ||
| − | სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის შექმნის იდეა დაიბადა აშშ-ში XX საუკუნის 50-იან წლებში. იდეა დაკავშირებული იყო სსრკ მიერ დედამიწის პირველი ხელოვნური | + | სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის შექმნის იდეა დაიბადა აშშ-ში XX საუკუნის 50-იან წლებში. იდეა დაკავშირებული იყო სსრკ მიერ დედამიწის პირველი [[დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი|ხელოვნური თანამგზავრი]]ს გაშვებასა და მისგან მიღებული სიგნალების ანალიზის მნიშვნელობასთან. ამჟამად მსოფლიოში მუშაობენ შემდეგი სისტემები: |
'''GPS''' — ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა; | '''GPS''' — ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა; | ||
მიმდინარე ცვლილება 00:59, 24 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
სანავიგაციო თანამგზავრული სისტემები − (Global navigation satellite systems), კომპლექსური ელექტრონულ-ტექნიკური სისტემები, მიწისზედა და კოსმოსური მოწყობილობების ერთობლიობა, გამიზნულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ობიექტების გეოგრაფიული კოორდინატების, სიმაღლის და მოძრაობის პარამეტრების (სიჩქარე, მოძრაობის მიმართულება) განსაზღვრისათვის. შედგება რადიოსიგნალის გადმომცემი 30-მდე თანამგზავრის და მიწისზედა მიმღებისგან.
სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის შექმნის იდეა დაიბადა აშშ-ში XX საუკუნის 50-იან წლებში. იდეა დაკავშირებული იყო სსრკ მიერ დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებასა და მისგან მიღებული სიგნალების ანალიზის მნიშვნელობასთან. ამჟამად მსოფლიოში მუშაობენ შემდეგი სისტემები:
GPS — ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა;
Galileo — ევროკავშირის და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი. ევროკავშირის ქვეყნების გარდა მონაწილეობენ: ჩინეთი, ისრაელი, სამხრეთი კორეა, უკრაინა და რუსეთი, პერსპექტივაში – არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, ჩილე, ინდოეთი, მალაიზია. პროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2014-2016 წლებში, როდესაც ორბიტაზე გავა 30 თანამგზავრი.
ГЛОНАСС – გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა, რომელიც 2002 წლიდან ოფიციალურად გამოიყენება რუსეთში თავდაცვისა და ნავიგაციისთვის. სისტემის საფუძველია დედამიწის ზედაპირიდან 19 100 კმ სიმაღლეზე სამ ორბიტალურ სიბრტყეზე მიძრავი 24 თანამგზავრი;
ბეიდოუ (BD) – ჩინურად ჩრდილოეთის ჩამჩა (დიდი დათვის თანავარსკვლავედი). ჩინეთის სანავიგაციო თანამგზავრული სისტემა, რომელიც გამიზნულია ჩინეთისა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე ობიექტების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისათვის. სისტემა რეგიონის მასშტაბით ამოქმედდება 2012 წელს, როდესაც ორბიტაზე გავა 30 თანამგზავრი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ამოქმედდება 2020 წელს.