ბაფინი ვილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაფინი ვილიამ“ გადაიტანა გვერდზე „ვილიამ ბაფინი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვილიამ ბაფინი“ გადაიტანა გვერდზე „ბაფინი ვილიამ“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:41, 22 იანვარი 2025 მდგომარეობით

ვილიამ ბაფინი – (ინგლ. William Baffin, 1584 – 1622 წ.წ.), არქტიკის ცნობილი ინგლისელი მკვლევარი.

1612 წ. ჯ. ჰალემთან ერთად ესტუმრა გრენლანდიის დასავლეთ ნაპირს, 1613-1614 წ.წ. მოახდინა ექსპედიცია შპიცბერგენის ნაპირებისაკენ და 1615-1616 წ.წ. იმოგზაურა ზღვით ჰუდსონის ყურეში ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საძიებლად, იქიდან კი ყურეში, რომელსაც მისი სახელი ეწოდა, სმიტის სრუტემდე. უკანასკნელმა მოგზაურობამ ზღვით ბაფინი დაარწმუნა ჩრდილო საზღვაო გზის აღმოჩენის განუხორციელებლობაში ჩრდილო ამერიკის შემოვლით ინდოეთისაკენ (ე. წ. ჩრდილო დასავლეთის გასასვლელით); ამიტომ ბაფინის შემდეგ მის მიერ ნანახი ადგილები დიდი ხნის განმავლობაში სხვა მოგზაურებს აღარ გამოუკვლევიათ. 1617-1619 წ. და 1620-1622 წ. ბაფინმა იმოგზაურა ზღვით წითელ ზღვასა და სპარსეთის ყურეში.


[რედაქტირება] წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები