მცირე ქარიშხალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მცირე ქარიშხალა''' (''ლათ''. Puffinus puffinus Brünnich, 1764) − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. [[ფაილი:Mcire qariSxala.jpg|thumb|250პქ|'''მცირე ქარიშხალა''']] სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს.
+
'''მცირე ქარიშხალა''' (''ლათ''. Puffinus puffinus Brünnich, 1764) − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. [[ფაილი:Mcire qarishxa;a 1.PNG|thumb|250პქ|'''მცირე ქარიშხალა''']] სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს.
  
 
ცნობილია 3 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827.
 
ცნობილია 3 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827.

მიმდინარე ცვლილება 17:04, 30 იანვარი 2025 მდგომარეობით

მცირე ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus Brünnich, 1764) − საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 220-250 მმ-ია, ნისკარტი − 32-40 მმ, სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია.
მცირე ქარიშხალა
სხეულის დორსალური მხარე, ფრთები და კუდი მურა-მოქარცისფროა; ვენტრალური მხარე − თეთრი თავი და კისერი გვერდებზე დაწინწკლულია მურა ფერის ლაქებით. ფრთისა და კუდის ქვემო მფარავები, აგრეთვე იღლია თეთრია. ნისკარტი − შავი, გალოს გარეთა მხარე, აგრეთვე გარეთა თითი მუქი მურაა. გალოს შიგნითა მხარე და დანარჩენი ორი თითი მურა-ყვითელია. მეოთხე, უკანა თითი მოკლეა და სხვა თითებზე მაღლა მდებარეობს.

ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის მცირე ქარიშხალა — P. p. yelkouan Acerbi, 1827.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებს, აგრეთვე ატლანტის ოკეანის ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპიროებს. მომთაბარეობის დროს, უმთავრესად ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე რიცხვმრავლად მოიპოვება შავი ზღვის ნაპირებთან ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფორმა.

[რედაქტირება] ბიოტოპი

გამრავლების პერიოდში ბინადრობს ზღვებისა და ოკეანეების პატარა კლდოვან კუნძულებზე, აგრეთვე დიდი კუნძულებისა და კონტინენტების სანაპიროებზე. სხვა დროს მოიპოვება გაშლილი ზღვებსა და ოკეანეებზე.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს სოროებში ან კლდეების ნაპრალებში. მონოგამიური ფრინველია. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 52-54 დღეს გრძელდება. მართვე ბუდეში კიდევ 2,5 თვემდე რჩება, რომელსაც მშობლები კვებავენ დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ − ღამით.

[რედაქტირება] კვება

მცირე ქარიშხალას ძირითად საკვებს შეადგენენ თევზები. ჭამს კიბოსნაირებსა და მოლუსკებსაც. ნადირობის დროს ფრინველი წყლის ზედაპირთან ახლოს ფრინავს. ზოგჯერ ფრენიდან წყალშიც ჩაეშვება და წყალქვეშ საკმაო მანძილს გაცურავს. ამ დროს უსვამს არა მარტო ფეხებს, არამედ ფრთებსაც. ჯდება წყლის ზედაპირზე და კარგადაც ცურავს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები