ალთინ-არაშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალთინ-არაშანი''' (ოქროს წყარო) – (ინგლ. Altin-Arashan, Gold Spring; რუს. Алтын-Арашан...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალთინ-არაშანი''' (ოქროს წყარო) – (ინგლ. Altin-Arashan, Gold Spring; რუს. Алтын-Арашан, Золотой источник), ბალნეოლოგიური კურორტი [[ყირგიზეთი|ყირგიზეთში]], ისიქ-ქოლის ოლქში, აქსუს რაიონში, ქ. ფიშფექიდან 440 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ აქსუდან 10 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ყარაქოლიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ცენტრალურ ტიან-შანში, თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთაზე, [[მდინარე]] არაშანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2600 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] მთაგორიანია.  
+
[[ფაილი:Altin arashai.PNG|250px|thumb|კურორტ ალთინ-არაშანის მიდამოები]]
 +
'''ალთინ-არაშანი''' (ოქროს წყარო) – (ინგლ. Altin-Arashan, Gold Spring; რუს. Алтын-Арашан, Золотой источник), ბალნეოლოგიური კურორტი [[ყირგიზეთი|ყირგიზეთში]], ისიქ-ქოლის ოლქში, აქსუს რაიონში, ქ. ფიშფექიდან 440 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ აქსუდან 10 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ყარაქოლიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ცენტრალურ [[ტიან-შანი|ტიან-შანში]], თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთაზე, [[მდინარე]] არაშანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2600 მ-ის სიმაღლეზე. [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]] მთაგორიანია.  
  
 
'''ჰავა''' – ზომიერად კონტინენტური, მაღალი მთის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. დეკემბრის საშუალო ტემპერატურაა -8,3°C. ზაფხული თბილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებზე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში შეადგენს 2000 საათს.  
 
'''ჰავა''' – ზომიერად კონტინენტური, მაღალი მთის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. დეკემბრის საშუალო ტემპერატურაა -8,3°C. ზაფხული თბილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებზე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში შეადგენს 2000 საათს.  
ხაზი 20: ხაზი 21:
  
 
[[კატეგორია: კურორტები]]
 
[[კატეგორია: კურორტები]]
[[კატეგორია:კურორტები ყირგიზეთი]]
+
[[კატეგორია:კურორტები ყირგიზეთში]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]
 
[[კატეგორია:ბალნეოლოგიური კურორტები]]

მიმდინარე ცვლილება 17:26, 24 აპრილი 2026 მდგომარეობით

კურორტ ალთინ-არაშანის მიდამოები

ალთინ-არაშანი (ოქროს წყარო) – (ინგლ. Altin-Arashan, Gold Spring; რუს. Алтын-Арашан, Золотой источник), ბალნეოლოგიური კურორტი ყირგიზეთში, ისიქ-ქოლის ოლქში, აქსუს რაიონში, ქ. ფიშფექიდან 440 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კურორტ აქსუდან 10 კმ-ში, ჩრდილოეთით, ქ. ყარაქოლიდან 26 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ცენტრალურ ტიან-შანში, თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე არაშანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, მაღალი მთის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. დეკემბრის საშუალო ტემპერატურაა -8,3°C. ზაფხული თბილია და ხანმოკლე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 880 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებზე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში შეადგენს 2000 საათს.

ალთინ-არაშანის ტერიტორია და მისი მიდამოები დაფარულია: ტიან-შანის ნაძვნარით, მწვანე მდელოებითა და სურნელოვანი ყვავილებით.

ალთინ-არაშანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია სუბთერმული (t – 32°C), სუსტი მინერალიზაციის (M – 0,3-0,4 გ/დმ3) რადონული (რადიოაქტივობა – 7-8 ნკი/დმ3), აზოტიანი, სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები. გარდა ამისა, კურორტიდან 1 კმ-ში მდებარეობს სუსტი მინერალიზაციის გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) მინერალური წყლის 2 წყარო. ერთი წყაროს წყლის ტემპერატურაა 400C, ხოლო II-ის – 34°C.

ალთინ-არაშანის ბუნებრივი ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები ალთინ-არაშანში წასასვლელად: დასვენება, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

კურორტ ალთინ-არაშანსა და მის მიდამოებში (არაშანის ბუნებრივი ნაკრძალი; მდინარე არაშანის ხეობა და სხვ.), ქ. ყარაქოლში (ყოვლადწმიდა სამების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (1872 წელი); პარკი-ნაკრძალი საფლავის (1888 წელი), მუზეუმისა და ძეგლისგან (XX საუკუნის 30-იანი წლები) შემდგარი ნ. პრჟევალსკის მემორიალური კომპლექსით; დუნღანის მეჩეთი (1910 წელი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ზოოპარკი და სხვ.), ქ. ყარა-ყოლის მიდამოებში (ბრინჯაოს ხანის პეტროგლიფები (ძვ.წ. IV-III ათასწლეული); ჟილი-სუს ხეობა; სამთო-სათხილამურო ბაზა „ყარაქოლი“ და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები