ჩვეულებრივი გუგული
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი გუგული''' (ლათ. Cuculus canorus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[გუგულისნ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
* ოჯახი − [[გუგულისებრნი]] (Cuculidae) | * ოჯახი − [[გუგულისებრნი]] (Cuculidae) | ||
* გვარი − [[გუგული]] (Cuculus) | * გვარი − [[გუგული]] (Cuculus) | ||
− | ჩვეულებრივი გუგული საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 200-230 მმ-ია, კუდი 165-195 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] | + | ჩვეულებრივი გუგული საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 200-230 მმ-ია, კუდი 165-195 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] − 18-21 მმ, წონა − 95-125 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი ზოგჯერ კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, კისრის უკანა ნაწილი, ზურგი, ფრთისა და კუდის ზემო მფარავები ასპიდურ-რუხი აქვს. მომქნევები მურაა, ფართო განივი თეთრი წინწკლებით. საჭის ბუმბულები შავია, ღეროების მახლობლად, შიგნითა მარაოების კიდეებსა და წვეროებზე წვრილი თეთრი წინწკლებით. ყელი და მკერდი ღია [[რუხი (ფერი)|რუხი]]ა; მუცელი და გვერდები − [[თეთრი (ფერი)|თეთრი]], მუქი მურა განივი ზოლებით. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავებიც თეთრია, მურა ფერის განივი ზოლებით. მტევნის ზემო მფარავები მოთეთროა, ვიწრო და განივი მურა ზოლებით ან მოცისფრო ლაქებით, რომლებიც ფრთაზე სითეთრეს წარმოქმნიან. დედლებს შორის შეფერილობის ორი ტიპია − რუხი, რომელიც მამლის მსგავსია, მაგრამ ზურგის მხარეს და თავზე მოწაბლისფროა, ხოლო ჩიჩახვზე ჟანგმიწისფერი ელფერი აქვს; შეფერილობის მეორე ტიპი მწითურია, რომელსაც თავი ზემოდან ჟანგისფერ-ჟღალი აქვს, შავი განივი ზოლებით. მომქნევები მურაა, ჟანგისფერ-ჯღალი ლაქებით და ზოლებით. წელი და კუდის ზემო მფარავები ჟანგისფერ-ქარცია. საჭის ბუმბულებს თეთრი წვეროები და ფართო შავი განივი ზოლები აქვთ. მუცლის მხარეს თეთრია, მურა-შავი განივი ზოლებით. |
აღწერილია 7 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ევროპული ჩვეულებრივი გუგული C. c. canorus Linn., 1758. | აღწერილია 7 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ევროპული ჩვეულებრივი გუგული C. c. canorus Linn., 1758. | ||
====გავრცელება==== | ====გავრცელება==== | ||
− | ჩვეულებრივი გუგული თითქმის მთელ ევრაზიაშია გავრცელებული | + | ჩვეულებრივი გუგული თითქმის მთელ ევრაზიაშია გავრცელებული − [[ჩრდილოეთი]]თ მხოლოდ ტყის ზოლის ფარგლებში, ხოლო [[სამხრეთი]]თ − [[ევროპა]]ში ხმელთაშუა ზღვამდე და შავ ზღვამდე, [[აზია]]შიც აგრეთვე თითქმის ყველგან, [[ინდოეთი]]ს, ინდოჩინეთისა და მალაის [[არქიპელაგი]]ს გამოკლებით, სადაც ჩვეულებრივი გუგული ზამთარს ატარებს. ევროპიდან კი საზამთროდ [[აფრიკა|აფრიკის]] სამხრეთ ნახევარში მიფრინავს. საქართველოში მოიპოვება და მრავლდება ყველგან ტყის ფარგლებში. |
====ბიოტოპი==== | ====ბიოტოპი==== | ||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
====კვება==== | ====კვება==== | ||
− | გუგულის საკვებს შეადგენენ [[მწერები]], მეტწილად | + | გუგულის საკვებს შეადგენენ [[მწერები]], მეტწილად − მუხლუხოები, ხშირად ისეთებიც, რომელთაც სხვა ფრინველები არ კენკავენ მათი შხამიანობის ან სხვა მიზეზების გამო. |
====მნიშვნელობა==== | ====მნიშვნელობა==== |
მიმდინარე ცვლილება 15:27, 16 აპრილი 2025 მდგომარეობით
ჩვეულებრივი გუგული (ლათ. Cuculus canorus Linnaeus, 1758) − ფრინველი გუგულისნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − გუგულისნაირნი (Cuculiformes)
- ოჯახი − გუგულისებრნი (Cuculidae)
- გვარი − გუგული (Cuculus)
ჩვეულებრივი გუგული საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 200-230 მმ-ია, კუდი 165-195 მმ, ნისკარტი − 18-21 მმ, წონა − 95-125 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი ზოგჯერ კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან, კისრის უკანა ნაწილი, ზურგი, ფრთისა და კუდის ზემო მფარავები ასპიდურ-რუხი აქვს. მომქნევები მურაა, ფართო განივი თეთრი წინწკლებით. საჭის ბუმბულები შავია, ღეროების მახლობლად, შიგნითა მარაოების კიდეებსა და წვეროებზე წვრილი თეთრი წინწკლებით. ყელი და მკერდი ღია რუხია; მუცელი და გვერდები − თეთრი, მუქი მურა განივი ზოლებით. იღლიისა და ფრთის ქვემო მფარავებიც თეთრია, მურა ფერის განივი ზოლებით. მტევნის ზემო მფარავები მოთეთროა, ვიწრო და განივი მურა ზოლებით ან მოცისფრო ლაქებით, რომლებიც ფრთაზე სითეთრეს წარმოქმნიან. დედლებს შორის შეფერილობის ორი ტიპია − რუხი, რომელიც მამლის მსგავსია, მაგრამ ზურგის მხარეს და თავზე მოწაბლისფროა, ხოლო ჩიჩახვზე ჟანგმიწისფერი ელფერი აქვს; შეფერილობის მეორე ტიპი მწითურია, რომელსაც თავი ზემოდან ჟანგისფერ-ჟღალი აქვს, შავი განივი ზოლებით. მომქნევები მურაა, ჟანგისფერ-ჯღალი ლაქებით და ზოლებით. წელი და კუდის ზემო მფარავები ჟანგისფერ-ქარცია. საჭის ბუმბულებს თეთრი წვეროები და ფართო შავი განივი ზოლები აქვთ. მუცლის მხარეს თეთრია, მურა-შავი განივი ზოლებით.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ჩვეულებრივი გუგული C. c. canorus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ჩვეულებრივი გუგული თითქმის მთელ ევრაზიაშია გავრცელებული − ჩრდილოეთით მხოლოდ ტყის ზოლის ფარგლებში, ხოლო სამხრეთით − ევროპაში ხმელთაშუა ზღვამდე და შავ ზღვამდე, აზიაშიც აგრეთვე თითქმის ყველგან, ინდოეთის, ინდოჩინეთისა და მალაის არქიპელაგის გამოკლებით, სადაც ჩვეულებრივი გუგული ზამთარს ატარებს. ევროპიდან კი საზამთროდ აფრიკის სამხრეთ ნახევარში მიფრინავს. საქართველოში მოიპოვება და მრავლდება ყველგან ტყის ფარგლებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
გუგულის საბინადრო მრავალგვარია და განისაზღვრება იმ ფრინველების განაწილებით, რომელთა ბუდეებშიც იგი კვერცხებს დებს. ამიტომ გუგული შეიძლება შეგვხვდეს ტაიგის ნაპირებშიც, შერეულ ტყეშიც, ტყე-ველებშიც, ველებში, ჭალის ტყეებში, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ლელიანებში, ბაღებსა და ვენახებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე.
[რედაქტირება] გამრავლება
აპრილის მეორე ნახევრიდან ჩვენში უკვე ისმის გუგულის ხმა. იგი ბუდეს არ აკეთებს. კვერცხებს დებს უმთავრესად პატარა ზომის ბეღურასნაირი ფრინველების ბუდეებში ერთი-ორი დღის შუალედებით. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 11-13 დღეს, ე. ი. უფრო ნაკლებს, ვიდრე მასპინძელი ფრინველისა. გუგულის ბარტყი გადმოყრის ბუდიდან მასპინძელი ფრინველის ბარტყებს, მასპინძელი ფრინველი კი მას კვებავს 20 დღის განმავლობაში. 25-27 დღის ასაკში ახალნაჩეკი გუგული იძენს ფრენის უნარს და დამოუკიდებლად არსებობს. თბილ ქვეყნებში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში მიფრინავს.
[რედაქტირება] კვება
გუგულის საკვებს შეადგენენ მწერები, მეტწილად − მუხლუხოები, ხშირად ისეთებიც, რომელთაც სხვა ფრინველები არ კენკავენ მათი შხამიანობის ან სხვა მიზეზების გამო.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით გუგულს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.