აგვინდა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''აგვინდა''' ''(ოს. Агуындæ)'' – ნართული ეპოსის მზეთუნახვი პერსონაჟი; ერთი ვარიანტით, შავი მთის მრისხანე მპყრობელის – საინაგ- | + | '''აგვინდა''' ''(ოს. Агуындæ)'' – ნართული ეპოსის მზეთუნახვი [[პერსონაჟი]]; ერთი ვარიანტით, შავი მთის მრისხანე მპყრობელის – [[საინაგ-ალდარი]]ს ქალიშვილი, რომელიც პოპულარული ნართი მუსიკოსის – [[აცამაზი]]ს ცოლი ხდება; სხვა ვარიანტით, ბორათა [[ბურაფარნიგი]]ს ასული აგვინდა ახსართაგათი ზივაგის, ნართებს შორის უზარმაცესი მამაკაცის, წყევლის შედეგად უმამროდ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა. შერცხვენილმა ბორათებმა აგვინდა შვილთან და ზივაგთან ერთად ხარის ტყავში გაახვიეს და მდინარეში გადააგდეს. ღვთის წყალობით გადარჩენილებმა ღვთისავე განგებით ცხოვრება ისე მოიწყვეს, რომ შემორიგებული ნართები (ბორათები და ახსართაგათები) თავიანთი მდიდრული [[კოშკი|კოშკის]] მახლობლად დაასახლეს. გარდა აღნიშნულისა, პერსონაჟი აგვინდას სახელით გვხვდება ეპოსის არაერთ ეპიზოდში, რომელთაგან ერთის მიხედვით, იგი ნართი ქალიშვილების [[ლაშქარი|ლაშქრის]] [[მეთაური|მეთაურია]], შავთავიანი [[ვაიგი|ვაიგების]] ([[დევი|დევების]]) წინააღმდეგ იბრძვის და ტყვედჩავარდნილს სახელოვანი ნართები დაიხსნიან. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება გადმოცემის ის ვარიანტი, რომლის თანახმად აგვინდა ახსართაგათების დაა და გათხოვილია [[ბორათა|ბორათებში]]. ამ ორ გვარს შორის ატეხილი [[ომი|ომის]] დროს იგი თანამოძმეებს წყევლის. |
| − | აგვინდა კავკასიის ხალხებში გავრცელებული სახელია (გუნდას სახელით მას ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიაც იცნობს, ხოლო ბალყარულ-ყარაჩული – | + | აგვინდა [[კავკასია|კავკასიის]] ხალხებში გავრცელებული სახელია ([[გუნდა|გუნდას]] სახელით მას ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიაც იცნობს, ხოლო ბალყარულ-ყარაჩული – [[აგუნდა]]ს სახელით). [[აბაევი ვასილ|ვ. აბაევი]] აგვინდა/აგუნდას „იაგუნდის“ აღმნიშვნელ სპარსულ ტერმინს yākand-ს უკავშირებს. |
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | [[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | ||
[[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]] | [[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:20, 13 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
აგვინდა (ოს. Агуындæ) – ნართული ეპოსის მზეთუნახვი პერსონაჟი; ერთი ვარიანტით, შავი მთის მრისხანე მპყრობელის – საინაგ-ალდარის ქალიშვილი, რომელიც პოპულარული ნართი მუსიკოსის – აცამაზის ცოლი ხდება; სხვა ვარიანტით, ბორათა ბურაფარნიგის ასული აგვინდა ახსართაგათი ზივაგის, ნართებს შორის უზარმაცესი მამაკაცის, წყევლის შედეგად უმამროდ დაორსულდა და ვაჟი გააჩინა. შერცხვენილმა ბორათებმა აგვინდა შვილთან და ზივაგთან ერთად ხარის ტყავში გაახვიეს და მდინარეში გადააგდეს. ღვთის წყალობით გადარჩენილებმა ღვთისავე განგებით ცხოვრება ისე მოიწყვეს, რომ შემორიგებული ნართები (ბორათები და ახსართაგათები) თავიანთი მდიდრული კოშკის მახლობლად დაასახლეს. გარდა აღნიშნულისა, პერსონაჟი აგვინდას სახელით გვხვდება ეპოსის არაერთ ეპიზოდში, რომელთაგან ერთის მიხედვით, იგი ნართი ქალიშვილების ლაშქრის მეთაურია, შავთავიანი ვაიგების (დევების) წინააღმდეგ იბრძვის და ტყვედჩავარდნილს სახელოვანი ნართები დაიხსნიან. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება გადმოცემის ის ვარიანტი, რომლის თანახმად აგვინდა ახსართაგათების დაა და გათხოვილია ბორათებში. ამ ორ გვარს შორის ატეხილი ომის დროს იგი თანამოძმეებს წყევლის.
აგვინდა კავკასიის ხალხებში გავრცელებული სახელია (გუნდას სახელით მას ნართული ეპოსის აფხაზური ვერსიაც იცნობს, ხოლო ბალყარულ-ყარაჩული – აგუნდას სახელით). ვ. აბაევი აგვინდა/აგუნდას „იაგუნდის“ აღმნიშვნელ სპარსულ ტერმინს yākand-ს უკავშირებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Сказания о Нартах; В пяти томах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989;
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004;
- Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.