ალიქლარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალიქლარ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Аликлар – ალიქები)'' – ბალყარულ-ყარაჩუ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:კავკასიური მითები]] | [[კატეგორია:კავკასიური მითები]] | ||
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ნართული ეპოსი]] | ||
| + | [[კატეგორია:ნართული ეპოსის პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:გვარები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:11, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ალიქლარ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Аликлар – ალიქები) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ოთხი გვარიდან ერთ-ერთი, რომელიც მისი დამაარსებლის – ალიქის – სახელს ატარებს. თქმულებებში ალიქი არ იხსენიება; გვარს მისი შთამომავალი ალაუგანი ხელმძღვანელობს (აღსანიშნავია, რომ ამ პერსონაჟს ნართული გადმოცემების სვანური ვარიანტიც იცნობს). ნართების დიდი ნადიმები მუდამ ალიქების გვარში ეწყობა, რომლის დროსაც გამოიყენება სასწაულებრივი თასი („აგუნა“); აქვე მოსაკლავად იწვევენ აწ უკვე დაბერებულ ჲორჲუზმექს (უკავშირდება მოხუცთა მოკვდინების ჩვეულებას). ეპოსში ალიქები გონიერებასა და მაგიურ შესაძლებლობებს განასახიერებენ (ჟ. დჲუმეზილის მიხედვით, ქურუმთა ფუნქციას ანხორციელებენ).
ბალყარულ-ყარაჩული ალიქლარის ადიღური და ოსური პარალელებია ალიჯხერი და ალაგათა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1970;
- Дзидзигури Ш. Грузинские варианты нартского эпоса. Тб., 1971;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.