საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი
(ახალი გვერდი: '''საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასია...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[ | + | [[კატეგორია:ქართული ანსამბლები]] |
მიმდინარე ცვლილება 18:52, 9 მაისი 2025 მდგომარეობით
საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ – ჩამოყალიბდა 2000, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. ანსამბლი „ბასიანი“ თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია. 2013 „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძრვანელია გიორგი დონაძე.
დღიდან დაარსებისა ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანეობის ნიმუშების გაცოცხლების და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში. გამოსცა კომპაქტდისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.