დიდი კოჭობა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]] | [[კატეგორია:ბეღურასნაირნი]] | ||
[[კატეგორია:მთიულასებრნი]] | [[კატეგორია:მთიულასებრნი]] | ||
[[კატეგორია:კოჭობა]] | [[კატეგორია:კოჭობა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:29, 14 ივნისი 2025 მდგომარეობით
დიდი კოჭობა (ლათ. Carpodacus rubicilla Güldenstädt, 1775) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − კოჭობა (Carpodacus)
დიდი კოჭობა შაშვისოდენა ფრინველია; ფრთა 105-120 მმ-ია, კუდი – 95-100 მმ, ნისკარტი – 13-15 მმ, წონა – 40-50 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდ კარგადაა გამოხატული. ზრდასრული მამლის შეფერილობაში ჭარბობს ენდროსფერ-წითელი ფერი. თავი, მკერდი, კისერი, მუცლის წინა ნაწილი ენდროსფერ-წითელია, მაგრამ თავზე, მკერდსა და ყელზე წვრილი აბრეშუმივით მოვერცხლისფრო-რუხი კოპლებია. კუდის ზემო და ქვემო მფარავები ვარდისფერ-წითელია. კუდი და ფრთები მუქი მურაა, ვარდისფერი არშიებით. კუდზედა ყველაზე გრძელი ბუმბულები მორუხო-მურაა, წითელი წვეროებით. სხეულის ქვემო მხარის შეფერილობა კუდქვეშა ბუმბულების მიმართულებით თანდათან მკრთალი ხდება. იღლიის ბუმბულები მოთეთროა. დედალი მკრთალი მორუხო-მურა ფერისაა, ბუმბულების ოდნავ უფრო მუქი ღეპეპებით. ფრთების დიდი და საშუალო მფარავები, აგრეთვე მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით გარეთა მარაოებზე. კუდზედა ბუმბულები რუხია. ნისკარტი – მოყვითალო–რქისფერი, ხოლო ფეხები – მოშავო.
აღწერილია 3-6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური დიდი კოჭობა – C. r. rubicilla Güld., 1775.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის არეალი სპორადულია. დიდი კოჭობა მოიპოვება კავკასიისა და აზიის მაღალ მთებში – მთავარი კავკასიონის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, შუა და ცენტრალური აზიის – ალტაის, ჰიმალაის, ტიბეტის, ტიანშანის, საიანის მთებში. მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთავარი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, როგორც მობინადრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს მაღალ მთებზე, ალპურ ზონაში – მყინვარებამდე. ზამთრობით ინაცვლებს მთის მდინარეთა ხეობების ბუჩქნარებიან სათავეებში.
[რედაქტირება] გამრავლება
დიდი კოჭობას გამრავლების რიგი მომენტი შეუსწავლელია. ბუდობს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში. ტიბეტში მისი ბუდე ნაპოვნია ბუჩქზე და დაბალ ხეზეც. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
[რედაქტირება] კვება
ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ალპური ზონის მცენარეთა – ქაცვის, ღვიის, კუნელის, გლერძის, ძირტკბილას, მატიტელას თესლებითა და კენკრით. ბარტყების გამოკვების დროს ჭამს სწორფრთიანებს, ხოჭოებს და მრავალ სხვა მწერს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.