დადებითი გმირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დადებითი გმირი''' – მწერლის საზოგადოებრივი და ესთეტიკური ი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
 
[[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურის თეორია]]
[[კატეგორია:ლიტერატურუული პერსონაჟები]]
+
[[კატეგორია:ლიტერატურული პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 01:21, 11 ივლისი 2025 მდგომარეობით

დადებითი გმირი – მწერლის საზოგადოებრივი და ესთეტიკური იდეალების გამომხატველი სახე. ლიტერატურულ ნაწარმოებთა პერსონაჟები ძირითადად ორ ჯგუფად ნაწილდებიან დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების სახით. დადებით გმირებად შეიძლება წარმოსახული იყოს სხვადასხვა ხასიათის ადამიანები. მაგალითად, ი. ჭავჭავაძის მიერ შექმნილი სახეებიდან დადებითი გმირებია: კაკო, ზაქრო, გაბრიელი, პეპია, გიორგი და სხვ.

ნამდვილი დადებითი გმირი ეპოქის პროგრესული იდეალების მატარებელია. ამიტომ ყველა პერსონაჟი, რომელსაც მწერალი დადებით გმირად ხატავს, სინამდვილეში არ არის დადებითი. მაგალითად, დადებით გმირად ვერ მივიჩნევთ ლ. არდაზიანის ალექსანდრე რაინდიძეს („სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), თუმცა თვით ავტორს იგი დადებით პერსონაჟად ჰყავს წარმოსახული. ასევე, თ. დოსტოევსკის დადებით გმირებს წარმოადგენენ თავადი მიშკინი („იდიოტი“) და ალიოშა კარამაზოვი („ძმები კარამაზოვები“), რომელთა სახეების ობიექტური შინაარსი დიდად განსხვავდება შესაბამისი ეპოქის მოწინავე ადამიანების ცხოვრებისა და იდეებისაგან.


[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები