ოქუმი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ოქუმი '''ოქუმი''' – მდინარე საქართველოში, [[...)
 
 
ხაზი 3: ხაზი 3:
  
  
 
+
ოქუმის მარჯვენა შენაკადებია: წარჩე – ისტორიული წყაროების დადისწყალი, და ოხოჯე, რომლის ნაპირზეც მდებარეობს X-XVIII სს. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი [[ბედიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი|ბედიის ტაძარ]]ი. მარცხენა შენაკადია დიდი ერისწყალი, ისტორიული წყაროების ერთისწყალი.
 
+
 
+
 
+
 
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 23:14, 12 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ოქუმი

ოქუმიმდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. ოქუმი კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს სათავეს და შავ ზღვას სოფელ გუდავასთან ერთვის. მდინარის სიგრძე 56 კმ-ია, აუზის ფართობი 559 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. სახელწოდება ქართულია და მომდინარეობს სელის მეგრული სახელიდან „ქუმუ“ და „სასელეს“ ნიშნავს. ეს სახელი თავდაპირველად სოფელს ერქვა, ხოლო შემდეგ მდინარეს ეწოდა.


ოქუმის მარჯვენა შენაკადებია: წარჩე – ისტორიული წყაროების დადისწყალი, და ოხოჯე, რომლის ნაპირზეც მდებარეობს X-XVIII სს. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი ბედიის ტაძარი. მარცხენა შენაკადია დიდი ერისწყალი, ისტორიული წყაროების ერთისწყალი.


[რედაქტირება] წყარო

აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები