ბებუთოვი არსენ
(ახალი გვერდი: არსენ ბებუთოვი '''არსენ ბებუთოვი''' − (16.06. 1834 ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არსენ ბებუთოვი“ გადაიტანა გვერდზე „ბებუთოვი არსენ“ გადამისამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 01:15, 19 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
არსენ ბებუთოვი − (16.06. 1834 – 10.02.1913), სომეხი თავადი, გენერალ-მაიორი (06.12.1893).
დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზია. მსახურობდა სამოქალაქო უწყებაში.
1856 წლიდან მსახურობდა პრაპორშჩიკად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში.
1868-1869 წლებში მსახურობდა კაპიტნად დაღესტნის სამხედრო ოლქში.
1874 წელს არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსის კანცელარიის უფროსის თანაშემწედ.
1875-1877 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის თემირ-ხან-შურას ოლქის უფროსად.
მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.
1882 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1883-1884 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის, ანდის ოლქის უფროსად.
1885-1888 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, მანგიშლაყის სამაზრო სამმართველოს უფროსად.
1888-1890 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, კრასნოვოდსკის სამაზრო სამმართველოს უფროსად. ირიცხებოდა ტფილისის ნერსისიანის სომხურ სასულიერო სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს წევრად და ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
1897-1907 წლებში არჩეულ იქნა ტფილისის საქალაქო სათათბიროს წევრად. იყო „უპოვართა სახლის“ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე.
გარდაიცვალა ტფილისში. დაკრძალულ იქნა ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში. (განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წ.)