ბებუთოვი არსენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბებუთოვი არსენ“ გადაიტანა გვერდზე „არსენ ბებუთოვი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არსენ ბებუთოვი“ გადაიტანა გვერდზე „ბებუთოვი არსენ“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 01:15, 19 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

არსენ ბებუთოვი

არსენ ბებუთოვი − (16.06. 1834 – 10.02.1913), სომეხი თავადი, გენერალ-მაიორი (06.12.1893).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის თავად-აზნაურთა გიმნაზია. მსახურობდა სამოქალაქო უწყებაში.

1856 წლიდან მსახურობდა პრაპორშჩიკად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში.

1868-1869 წლებში მსახურობდა კაპიტნად დაღესტნის სამხედრო ოლქში.

1874 წელს არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდებით დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსის კანცელარიის უფროსის თანაშემწედ.

1875-1877 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის თემირ-ხან-შურას ოლქის უფროსად.

მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.

1882 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1883-1884 წლებში მსახურობდა დაღესტნის ოლქის, ანდის ოლქის უფროსად.

1885-1888 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, მანგიშლაყის სამაზრო სამმართველოს უფროსად.

1888-1890 წლებში მსახურობდა იმიერკასპიის ოლქის, კრასნოვოდსკის სამაზრო სამმართველოს უფროსად. ირიცხებოდა ტფილისის ნერსისიანის სომხურ სასულიერო სასწავლებლის მზრუნველთა საბჭოს წევრად და ტფილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

1897-1907 წლებში არჩეულ იქნა ტფილისის საქალაქო სათათბიროს წევრად. იყო „უპოვართა სახლის“ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე.

გარდაიცვალა ტფილისში. დაკრძალულ იქნა ხოჯევანქის სასაფლაოს საგვარეულო აკლდამაში. (განადგურდა საბჭოთა ხელისუფლების დროს 1934 წ.)


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები