მაღალოვი რუბენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაღალოვი რუბენ“ გადაიტანა გვერდზე „რუბენ მაღალოვი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ruben maRAlovi.png|thumb|140პქ|რუბენ მაღალოვი]]
 
'''რუბენ გრიგოლის ძე მაღალოვი''' – (07.01.1935-04.12.2016) სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (09.05.1984),
 
'''რუბენ გრიგოლის ძე მაღალოვი''' – (07.01.1935-04.12.2016) სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (09.05.1984),
  

მიმდინარე ცვლილება 14:47, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

რუბენ მაღალოვი

რუბენ გრიგოლის ძე მაღალოვი – (07.01.1935-04.12.2016) სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (09.05.1984),

დაიბადა ტფილისში.1952 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, შევიდა თბილისის ქვეითთა სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში, ოცმეთაურად, ასმეთაურის მოადგილედ, ასმეთაურად. დაამთავრა ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემია. მეთაურობდა ბატალიონს, პოლკს, დივიზიას.

1979 წლის 8 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. როცა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა აფეთქება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკში, 10 დღეში გენერალი მაღალოვი თავისი სამხედრო ნაწილებით მონაწილეობდა ავარიის ლიკვიდაციაში.

1988 წლის დეკემბერში ანალოგიური დავალებით იმყოფებოდა სპიტაკში მიწისძვრის ლიკვიდაციისას.

1991 წლამდე მსახურობდა შუა აზიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილედ, უმაღლეს სამხედრო დაწესებულებების გარეშე სამხედრო მომზადების დარგში.

1991-1995 წლებში მსახურობდა რუსეთის სამაშველო სამსახურში. 1995 წელს გავიდა თადარიგში წლოვანებით.

დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის, სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის, III ხარ. ორდენებით და სამაშველო სამსახურის საუწყებო ჯილდოებით.

ცხოვრობდა ქ. დონის როსტოვში. გარდაიცვალა იქვე. ანდერძის თანახმად დაკრძალულია თბილისში, დამპალოს სასაფლაოზე.


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები