მტკვრის ზუთხი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
მტკვრის ზუთხის სარეწაო მნიშვნელობა დიდია. მის ხორცსა და ხიზილალას სხვადასხვა სახით ანზადებენ. მტკვრის ზუთხის ჭერა წარმოებს ზღვასა და მდინარეებში ჩასადგამი დიდბადეებითა და მისატყუებელი ჩანგლებით. | მტკვრის ზუთხის სარეწაო მნიშვნელობა დიდია. მის ხორცსა და ხიზილალას სხვადასხვა სახით ანზადებენ. მტკვრის ზუთხის ჭერა წარმოებს ზღვასა და მდინარეებში ჩასადგამი დიდბადეებითა და მისატყუებელი ჩანგლებით. | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 22:26, 22 თებერვალი 2026 მდგომარეობით
მტკვრის, ანუ სპარსული ზუთხი – Acipenser persicus Borodin, 1897
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუხი
სახეობა: სპარსული ზუთხი
თევზი ზუთხების გვარისა. ზურგის ბალთისებური ქერცლები 5-13-მდეა, გვერდისა – 21-42, მუცლისა – 17-14. ლაყუჩის პირველ რკალზე 15-29 ჩხირია. სიგრძით 1,5 მეტრს აღემატება. ზურგი ხშირად მუქია: დედლის ცოცხალი საშუალო წონა მდ. მტკვარზე ბელიაევის მიხედვით არის 33,4 კგ, მამლებისა – 23-24 კგ. სხეული უფრო დაბალი და წაგრძელებულია. მისი უდიდესი სიმაღლე სხეულის სიგრძის 1/8-ს შეადგენს (ხოლო რუსული ზუთხისა 1/6-ს), ზურგისა და მუცლის ბალთისებური ქერცლების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, ასევე ზურგის ფარფლის სხივებისა და ლაყუჩის პირეელი რკალის ჩხირების რაოდენობაც უფრო მცირერიცხოვანია. შეფერილობა მუქია. ულვაშები საერთოდ მოკლეა, ხოლო ტიპიურ ფორმებს იგი უფრო წაგრძელებული აქვთ. თავის პროფილი უფრო მახვილია, დინგი ქვემოთ ჩამოშვერილი და მობლაგვოა. მრავალრიცხოვანი ძვლოვანი ფირფიტები, ჩვეულებრივ, მწკრივებად არის განლაგებული.
[რედაქტირება] გავრცელება
მტკვრის ზუთხი გავრცელებულია კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც ტოფობის პერიოდში შემოდის მდ. მტკვარში და ზოგჯერ მდინარე არაგვით დუშეთამდე აღწევს. მას ალაზნისა და ხრამის შესართავებს შორის დიდი რაოდენობით იჭერენ, მტკვრის ზუთხი აგრეთვე დიდი რაოდენობით შედის მდ. არეზში და ლენქორანის რაიონის მდინარეებში.
ზუთხის საგაზაფხულო მასიური სვლა მტკვრის შესართავში აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება, სექტემბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება და სექტემბრის ბოლოს მთავრდება. საშემოდგომო ზუთხი ზამთარს მტკვარში ატარებს და ქვირითს შემდგომ წელს უმთავრესად აპრილ-მაისში ყრის. მტკვრის საშემოდგომო ზუთხი ქვირითს საგაზაფხულო ზუთხზე უფრო ადრე ყრის. ზუთხის მასიური ტოფობა მინგეჩაურის უბანზე ხდება, ხოლო უფრო ნაკლებ მასიური – ზემო უბნებში. აგვისტოს შუა რიცხვებში ზუთხები უკან ეშვებიან. მტკვრის ზუთხი ქვირითიდან გამოსვლის შემდეგ მალე ზღვაში ეშვება. მტკვარში გამსვლელი ზუთხების მთავარი მასა 16-20 წლის ასაკით არის წარმოდგენილი, მტკვარში ზუთხის სვლა მთელი წლის განმავლობაში ხდება ხოლო მაქსიმალურ ინტენსივობას მაისში აღწევს, მინიმალური სვლა კი დამახასიათებელია ზამთრის თვეებისათვის (დეკემბერი-თებერვალი). ზუთხის ძირითადი მასა მტკვარში პირველ წელსვე ქვირითობს, ხოლო უმცირესი ნაწილი კი – შესვლის მეორე წელს, რადგანაც მათი სასქესო პროდუქტები მანამდე მოუმწიფებელია.
მასიური ტოფობა მაისში ხდება და გრძელდება 20-25 დღეღამე. ტოფობა იწყება წყლის 16-17° ტემპერატურის პირობებში და მთავრდება 20-22. საინკუბაციო პერიოდი 3-5 დღეღამეა.
მტკვრის ზუთხის სარეწაო მნიშვნელობა დიდია. მის ხორცსა და ხიზილალას სხვადასხვა სახით ანზადებენ. მტკვრის ზუთხის ჭერა წარმოებს ზღვასა და მდინარეებში ჩასადგამი დიდბადეებითა და მისატყუებელი ჩანგლებით.