ცუციკი ღორჯო
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ცუციკი ღორჯო''' – Proterorhinus Smitt 1899 | '''ცუციკი ღორჯო''' – Proterorhinus Smitt 1899 | ||
| − | '''ტიპი: | + | '''ტიპი:''' ქორდიანები

| − | '''კლასი: სხივფარფლიანი თევზები
| + | '''კლასი: ''' სხივფარფლიანი თევზები

'''რიგი:''' ქორჭილასნაირნი
| '''რიგი:''' ქორჭილასნაირნი

'''ოჯხი''': ღორჯოსებრთა
| '''ოჯხი''': ღორჯოსებრთა

| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==== გავრცელება. ==== | ==== გავრცელება. ==== | ||
| − | შავი ზღვის სანაპიროების უბეებში და [[მდინარე]]ებში გვხვდება, მოიპოვება აგრეთვე დუნაიში, ბუგში, დნეპრში, აზოვის ზღვაში, ყუბანის დელტაში, | + | შავი ზღვის სანაპიროების უბეებში და [[მდინარე]]ებში გვხვდება, მოიპოვება აგრეთვე დუნაიში, ბუგში, დნეპრში, აზოვის ზღვაში, ყუბანის დელტაში, დონში, დონეცის აუზებში, კასპიის ზღვაში და მათ შენაკად მდინარეებში. [[საქართველო]]ს ფარგლებში გავრცელებულია [[პალიასტომის ტბა]]ში და [[ბათუმი|ბათუმთან]]. |
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[საქართველოს თევზების სარკვევი]] | [[საქართველოს თევზების სარკვევი]] | ||

[[კატეგორია: თევზები]] | [[კატეგორია: თევზები]] | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ღორჯოსებრნი]] | [[კატეგორია: ღორჯოსებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:36, 8 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ცუციკი ღორჯო – Proterorhinus Smitt 1899
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯხი: ღორჯოსებრთა
თევზის სახეობა ღორჯოსებრთა ოჯახისა. თავის სისქე მის სიმაღლეზე შესამჩნევად ნაკლებია. თავის საგრძე სხეულის მთლიან სიგრძეში 3 1½-4½- ჯერ თავსდება. ყბები თანაბარი სიგრძისაა. შუბლის სიგანე თვალის დიამეტრზე ნაკლებია. ქერცლი თავის ზემო ნაწილს ფარავს, ხოლო თვალებამდე არ აღწევს. ლაყუჩის სახურავების მხოლოდ ზემო კიდის გასწვრივ ან მისი ¼ დაფარულია მცირერიცხოვანი ქერცლით. მკერდის ფარფლების ღეროების და ყელის უკანა ნაწილი ქერცლითაა დაფარული. ზურგის მეორე ფარფლსა და ანალური ფარფლის საწყის შორისეულ მანძილზე ქერცლების 15–17 გასწვრივი რიგია. მკერდის ფარფლის სიგრძე სხეულის მთლიან სიგრძეში 5-5½-ჯერ თავსდება და ზურგის მეორე ფარფლის 4-5 სხივამდე აღწევს. მუცლის ფარფლის სიგრძე მთლიან სიგრძეში 51½--6½-ჯერ თავსდება. მგრძნობიარე არხების (მილაკების) ფორები მშვენივრად მოჩანს. ძირითადი ფერია მურა-რუხი, უფრო ხშირად მოყვითალო რუხი. სხეულის გვერდებზე რამდენიმე გარდიგარდმო მუქი ლაქაა. დინგის ორივე მხარეზე მუქი ლაქა უკანა მხრიდან თეთრი ზოლითაა გარშემოვლებული, რომელიც თვალის ქვეშ მოდის. კუდის ფარფლის ფუძესთან სამკუთხედის ფორმის შავი ლაქაა, რომელიც ორი თეთრი ლაქითაა გარშემოვლებული. ფარფლებზე (გარდა მუცლისა) წინწკლები ან არის ან არა. შავი ზღვის ფორმის სიგრძე 115 მმ-მდე აღწევს, ხოლო. კასპიის – 76 მმ-მდე.
[რედაქტირება] გავრცელება.
შავი ზღვის სანაპიროების უბეებში და მდინარეებში გვხვდება, მოიპოვება აგრეთვე დუნაიში, ბუგში, დნეპრში, აზოვის ზღვაში, ყუბანის დელტაში, დონში, დონეცის აუზებში, კასპიის ზღვაში და მათ შენაკად მდინარეებში. საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია პალიასტომის ტბაში და ბათუმთან.