სტავრიდების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტავრიდების ოჯახი''' – Carantigae '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:''' სხ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 19: ხაზი 19:
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
[[კატეგორია: სტავრიდასებრნი]]
+
[[კატეგორია: სტავრიდისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 22:52, 22 თებერვალი 2026 მდგომარეობით

სტავრიდების ოჯახი – Carantigae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სტავრიდასნაირნი
ოჯახი: სტავრიდასებრნი


თევზების ოჯახი სტავრიდასნაირთა რიგისა. სხეული მეტ-ნაკლებად გვერდებიდან შებრტყელებულია, ძლიერ წვრილი ქერცლითაა დაფარული ან შიშველია. ზოგიერთ სახეებს სხეულის გვერდებზე გვერდითი ხაზის გასწვრივ ძვლოვანი ფარები აქვთ. ზურგის ორი ფარფლია, რომელთაგანაც მეორე პირიველზე ბევრად გრძელია და აგრეთვე ანალურ ფარფლზეც რამდენადმე გრძელი არის. ზოგიერთი სახის სტავრიდას ზურგის პირველი ფარფლი რამდენიმე პატარა ქიცვითა დაფარული. ანალური ფარფლის საწყისის წინ, ჩვეულებრივ ორი განკერძოებული პატარა ქიცვი აქვს. მუცლის ფარფლები მკერდზე, ან მკერდის ფარფლების ქვეშ, ანდა მათ ოდნავ უკან სხედან.

სტავრიდები მსოფლიოს ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში ფართოდაა გავრცელებული. მოიპოვება შავ, აზოვისა და იაპონიის ზღვებში. ცხადია, საქართველოს ფარგლებში გვხვდება შავ ზღვაში.

სტავრიდების ოჯახში მრავალი გვარი და სახეა; შავ ზლვაში გვხვდება ერთი გვარი, ერთი სახეობით.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები