სკუმბრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სკუმბრია (მაკრელი)''' – Scomber scombus Linne 1758 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლას...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაკრელი“ გადაიტანა გვერდზე „სკუმბრია“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 22:34, 21 თებერვალი 2026 მდგომარეობით

სკუმბრია (მაკრელი) – Scomber scombus Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: სკუმბრიასებრნი
გვარი: ატლანტის სკუმბრიას გვარი
სახეობა: სკუმბრია

თევზის სახეობა სკუმბრიასებრთა ოჯახისა. მალები 30-31-ია, სხეული თითისტარისებურია. ზურგის მეორე ფარფლის უკან 5-6 პატარა ფარფლია. საცურავი ბუშტი არა აქვს. ცხიმოვანი ქუთუთო კარგადაა განვითარებული, მაგრამ გუგას არ ერთვის.

გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ბარენცისა და თეთრ ზღვებიდან კანარის კუნძულებამდე, ხმელთაშუა, მარმარილოს და შავ ზღვებში.

სარეწაო მნიშვნელობა დიდია. ხორცი ცხიმიანი (16%-მდე), ნაზი და გემრიელია. ამზადებენ შებოლვილი და დამარილებულის სახით. იყენებენ კონსერვების დასამზადებლად.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები