ღირსების უფლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღირსების უფლება''' – სამართლის მეცნიერებაში გაბატონებული ...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის უპირველეს მახასიათებლად ადამიანს და მის ღირსებას მიიჩნევენ. რადგან კანონის ადამიანზე ორიენტირებულობა აქსიომას წარმოადგენს. ადამიანი თვითმიზანია, ის „არსებობს როგორც თვითმიზანი“. ხოლო ადამიანთან დაკავშირებულია მისი ღირსება, რომელსაც კანონით პატივისცემა და დაცვა სჭირდება. ადამიანის ღირსება, ადამიანის სუბიექტად აღიარება და მისი როგორც ინსტრუმენტის უარყოფა არის სამართლებრივი წესრიგის უმაღლესი ღირებულება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ნორმატიული სახით დაწერილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გამომდინარეობს სამართლებრივი წესრიგიდან და, შესაბამისად, კონსტიტუციური წესრიგიდანაც. სამართლებრივი წესრიგის ყველა ნაწილობრივი მიზანი უნდა ემორჩილებოდეს ამ უზენაეს ღირებულებას და შეესაბამებოდეს მას. ამრიგად, ადამიანის სუბიექტად ყოფნის ხარისხი განისაზღვრება როგორც ცენტრალური ღირებულება; ადამიანი არ უნდა იქცეს საგნად, მიზნის მიღწევის მექანიზმად და მას უნდა მიენიჭოს პატივისცემის გარკვეული დონე, რომელიც ყველას ადამიანს მინიჭებული აქვს მხოლოდ საკუთარი არსებობიდან და პიროვნებად ყოფნიდან გამომდინარე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს გერმანულ დოქტრინას ადამიანის ღირსების განმარტების თაობაზე. სასამართლოს აზრით „ სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი“. ღირსების ძირითად უფლებას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს, ნეგატიური - რომელიც უკრძალავს სახელმწიფოს ჩაერიოს ადამიანის ღირსების უფლებაში. მეორე - პოზიტიური, რომელიც აღჭურვავს ადამიანს გარანტიებით და მოთხოვნის უფლებით სახელმწიფოსადმი, და იმავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს იმოქმედოს ადამიანის სასარგებლოდ და მესამე ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ადამიანის ღირსება არამხოლოდ სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სხვა მხრიდან მომავალი საფრთხეებისგან.
 
==== ღირსების უფლებით დაცული სფერო და კავშირის სხვა ძირითად უფლებებთან ====
 
მიმდინარე ცვლილება 17:48, 31 მარტი 2026 მდგომარეობით

ღირსების უფლება – სამართლის მეცნიერებაში გაბატონებული დოქტრინის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია და ამასთანავე იგი არის პიროვნების თავისუფალი განვითარების და სხვა ძირითადი უფლებების საფუძველი. სტანდარტი, რომ ადამიანის ღირსება უმაღლეს კონსტიტუციურ ღირებულებას წარმოადგენს, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაამკვიდრა.მისი აზრით, ყველა სხვა ნორმა მასთან ჰარმონიაში უნდა განიმარტოს. აღნიშნული მიდგომა დომინანტურია და იგი ღირსების უფლებას არა მხოლოდ ნორმის, არამედ ნორმა პრინციპის რანგს ანიჭებს. იგივე იდეის მხარდამჭერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მისი აზრით „ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტობრივად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას.“

თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის უპირველეს მახასიათებლად ადამიანს და მის ღირსებას მიიჩნევენ. რადგან კანონის ადამიანზე ორიენტირებულობა აქსიომას წარმოადგენს. ადამიანი თვითმიზანია, ის „არსებობს როგორც თვითმიზანი“. ხოლო ადამიანთან დაკავშირებულია მისი ღირსება, რომელსაც კანონით პატივისცემა და დაცვა სჭირდება. ადამიანის ღირსება, ადამიანის სუბიექტად აღიარება და მისი როგორც ინსტრუმენტის უარყოფა არის სამართლებრივი წესრიგის უმაღლესი ღირებულება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ნორმატიული სახით დაწერილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გამომდინარეობს სამართლებრივი წესრიგიდან და, შესაბამისად, კონსტიტუციური წესრიგიდანაც. სამართლებრივი წესრიგის ყველა ნაწილობრივი მიზანი უნდა ემორჩილებოდეს ამ უზენაეს ღირებულებას და შეესაბამებოდეს მას. ამრიგად, ადამიანის სუბიექტად ყოფნის ხარისხი განისაზღვრება როგორც ცენტრალური ღირებულება; ადამიანი არ უნდა იქცეს საგნად, მიზნის მიღწევის მექანიზმად და მას უნდა მიენიჭოს პატივისცემის გარკვეული დონე, რომელიც ყველას ადამიანს მინიჭებული აქვს მხოლოდ საკუთარი არსებობიდან და პიროვნებად ყოფნიდან გამომდინარე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს გერმანულ დოქტრინას ადამიანის ღირსების განმარტების თაობაზე. სასამართლოს აზრით „ სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი“. ღირსების ძირითად უფლებას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს, ნეგატიური - რომელიც უკრძალავს სახელმწიფოს ჩაერიოს ადამიანის ღირსების უფლებაში. მეორე - პოზიტიური, რომელიც აღჭურვავს ადამიანს გარანტიებით და მოთხოვნის უფლებით სახელმწიფოსადმი, და იმავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს იმოქმედოს ადამიანის სასარგებლოდ და მესამე ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ადამიანის ღირსება არამხოლოდ სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სხვა მხრიდან მომავალი საფრთხეებისგან.

[რედაქტირება] ღირსების უფლებით დაცული სფერო და კავშირის სხვა ძირითად უფლებებთან

ადამიანის ღირსება ქმნის კონსტიტუციით გარანტირებული სხვა ძირითადი უფლების დაცვის საფუძველსაც, ამიტომ იგი მჭიდრო კავშირშია სხვა ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროსთან. აქედან გამომდინარე, ადამიანის ღირსების უფლებით დაცული სფეროს ზუსტი იდენტიფიცირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

გასათვალისწინებელია, რომ თუ ადამიანის ძირითადი უფლებების უკიდურესად უხეშად შელახვა შეიძლება ამ უფლების დარღვევასთან ერთად იწვევდეს ღირსების ძირითად უფლებაში ჩარევას, რომელიც თავის მხრივ ხელშეუხებელია. მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით ღირსების უფლებით დაცული სფეროს წინასწარ და ზუსტად განჭვრეტა რთულია, რადგან მას არ აქვს კონკრეტული „ნორმატიული მასშტაბი“. ამიტომ ღირსებით დაცული სფეროს დადგენა „ობიექტურობის ფორმულით“ უფრო მისაღებია. მეცნიერ გუნთერ დიურიგის მიერ დამკვიდრებული „ობიექტურობის ფორმულის“ მიხედვით ღირსების უფლებით დაცულ სფეროში სახელმწიფოს მიერ ჩარევაზე შეიძლება ვიმსჯელოთ „როდესაც კონკრეტული ადამიანი იქცევა ობიექტად, შიშველ საშუალებად და ამით იგი უკიდურესად დამცირებულია“.

პირობითად, უკვე განხილულ საქმეთა მაგალითზე შესაძლებელია ღირსების უფლებით დაცულ სფეროთა იდენტიფიცირება და მათი დაჯგუფება. თუმცა ღირსების უფლების დაცული სფერო ასეთი კატეგორიზაციით არ ამოიწურება. რადგან შესაძლებელია სახელმწიფოს კონკრეტული ქმედებები, უკვე განხილულ საქმეებში არ ხვდება, თუმცა „ობიექტურობის ფორმულის“ მიხედვით შეიძლება ადამიანის ღირსებაში ჩარევად მომავალში იქნეს იდენტიფიცირებული.

ასეთი პირობითი დაჯგუფება, ღირსების უფლებაში ჩარევის შემთხვევები შესაძლებელია შემდეგნაირად კატეგორიზდეს.

• ფიზიკური და ფსიქიკური იდენტობის ხელშეუხებლობაში ჩარევით, განსაკუთრებით წამების, თავისუფალი ნების დარღვევით მაგალითად ჰიპნოზის გზით, ფარული ან ძალადობრივი სამედიცინო მანიპულაციებით კვლევის ან მანიპულირების მიზნით, ადამიანის ინტიმური ურთიერთობის განადგურებით,

• თანასწორობის პრინციპში უხეში ჩარევით, განსაკუთრებით მონობის, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა სისტემატური დისკრიმინაციის, დამცირებისა და დეგრადაციის გზით და

• საარსებო მინიმუმის გარანტიაში საჭირო მატერიალური და კულტურული რესურსების შეკავებით ან უარყოფით.

შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია ნეგატიური (ჩაურევლობის) და პოზიტიური მოქმედების ვალდებულება, რომ მან ადამიანის ღირსება დაიცვას:

• ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით. • დისკრიმინაციის აკრძალვითა და ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით • ადამიანისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნით • სამართლიანობის დაცვით • პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით • ადამიანის ბიოლოგიური იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვით.

[რედაქტირება] წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები