აგასოვი ისაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ისაია აგასოვი“ გადაიტანა გვერდზე „აგასოვი ისაია“)
 

მიმდინარე ცვლილება 16:28, 16 აპრილი 2026 მდგომარეობით

აგასოვი ისაია (დ. 1868 – გ. 15 სექტემბერი, 1940) – მსახიობი. მან, ნიკო ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ოპერას. ამ საქმეში მასთან ერთად მონაწილეობდნენ კალანდაძე-აგასოვისა და ცხომელიძე. ისაი აგასოვი პირველი შემსრულებელი იყო ქართულ სცენაზე მეფისტოფელისა („ფაუსტი“) და დონ ბაზილიოსი („სევილიელი დალაქი“). იგი ხშირად მონაწილეობდა როგორც ავჭალის აუდიტორიაში, ისე რკინიგზის თეატრში დადგმულ ოპერებში. 1931 წლიდან მუდმივად მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაუვიწყარი სახეები შექმნა „სურამის ციხეში“, „არსენაში“, „ფრიც ბაუერში“ და სხვ.

წყარო:

  1. თეატრი და ცხოვრება. – 1916. – № 52.
  2. ნეკროლოგი // ახალგაზრდა კომუნისტი. – 1940. – 18 სექტემბერი. – № 217 (4116);
  3. კომუნისტი. – 1940. – 19 სექტემბერი. – № 218 (5919).

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები