ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე მეორის ძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(იხილე აგრეთვე)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005104/ ალექსანდრე ბატონიშვილი]
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005104/ ალექსანდრე ბატონიშვილი]
[[ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]]
+
*[[ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 16:16, 1 ივნისი 2026 მდგომარეობით

ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილიბაგრატიონი, (1770–1844), ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ერეკლე II-ის ძე. 17–18 წლიდან მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, მეთაურობდა ჯარებს.

1795 წლის ივნისში ერეკლემ ქართული ლაშქრით გაგზავნა ყარაბაღისა და ერევნის სახანოების დასახმარებლად, რომლებსაც აღა-მაჰმად-ხანი ემუქრებოდა; ქართველებმა და ყარაბაღელებმა ირანელთა მოწინავე რაზმი ამოჟლიტეს ასქერანთან.

ალექსანდრე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, მაგრამ არ დაეთანხმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და ეროვნული წინააღმდეგობის ლიდერი გახდა. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ლეკებთან ერთად და რუსეთ-ირანის ომებში (1804–13, 1826-28), ხელმძღვანელობდა 1812 წლის კახეთის აჯანყებას და სხვა. ქართული ოპოზიცია ალექსანდრეს კანდიდატურას მოიაზრებდა ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფო ტახტებზე. მიზანს ვერ მიაღწია, გარდაიცვალა და დაკრძალულია თეირანში.



[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები