ნინგირსუ
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ნინგირსუ''' – ''(შუმ.)'' „გირსუს ბატონი“, ქალაქ ლაგაშის ადგილობრივი ღვთაება, მისი მფარველი, [[ენლილი]]ს პირმშო ძე. ნინგირსუ | + | '''ნინგირსუ''' – ''(შუმ.)'' „გირსუს ბატონი“, ქალაქ ლაგაშის ადგილობრივი ღვთაება, მისი მფარველი, [[ენლილი]]ს [[პირმშო]] ძე. ნინგირსუ ამ [[ღმერთი|ღმერთის]] ზედწოდებაა და არა საკუთარი სახელი, რაც მოწმობს იმას, რომ თავდაპირველად იგი ლაგაშის ერთ-ერთი კვარტალის – გირსუს მთავარი |
| − | ამ ღმერთის ზედწოდებაა და არა საკუთარი სახელი, რაც მოწმობს იმას, რომ თავდაპირველად იგი ლაგაშის ერთ-ერთი კვარტალის – გირსუს მთავარი | + | |
ღვთაება უნდა ყოფილიყო და შემდეგ აღზევდა მთელი ლაგაშის ქალაქ-სახელმწიფოს მფარველ ღმერთად. | ღვთაება უნდა ყოფილიყო და შემდეგ აღზევდა მთელი ლაგაშის ქალაქ-სახელმწიფოს მფარველ ღმერთად. | ||
| − | ნინგირსუ ითვლება ენლილის ძედ, მის გმირად (ურ-სანგ), ანუ მისი ნების აღმსრულებლად. ლაგაშში, რომელიც მთელი [[შუმერი]]ს ხატია, | + | ნინგირსუ ითვლება ენლილის ძედ, მის გმირად (ურ-სანგ), ანუ მისი ნების აღმსრულებლად. ლაგაშში, რომელიც მთელი [[შუმერი]]ს ხატია, ცვლის ენლილს, სრულიად შუმერის ერთიანობის ღმერთს. ნინგირსუ ლაგაშის ენლილია, და ალბათ ამიტომაც ეწოდება მის მთავარ ტაძარს „სახლი ორმოცდაათისა“ (რიცხვი 50 ენლილის რიცხვია). ლაგაშისათვის ნინგირსუ ასრულებს მზის ღმერთის ფუნქციასაც: „სიუხვით დატვირთულ ბრწყინვალე ფორანში მისი მეუფე ნინგირსუ მზის ღმერთივით დადგა“; „მეფე გამოდის თავისი სახლიდან, ლაგაშისთვის ამომავალი მზეა“. |
| − | ცვლის ენლილს, სრულიად შუმერის ერთიანობის ღმერთს. ნინგირსუ ლაგაშის ენლილია, და ალბათ ამიტომაც ეწოდება მის მთავარ ტაძარს „სახლი | + | |
| − | ორმოცდაათისა“ (რიცხვი 50 ენლილის რიცხვია). ლაგაშისათვის ნინგირსუ ასრულებს მზის ღმერთის ფუნქციასაც: „სიუხვით დატვირთულ ბრწყინვალე | + | |
| − | ფორანში მისი მეუფე ნინგირსუ მზის ღმერთივით დადგა“; „მეფე გამოდის თავისი სახლიდან, ლაგაშისთვის ამომავალი მზეა“. | + | |
ნინგირსუ ახორციელებს ომის ღმერთის ფუნქციებს ლაგაშისთვის: „ჩემს გაშლილ მკლავს კაცი ვერ გაექცევა“, „ჩემს მძვინვარე თვალს ქვეყანა (იგულისხმება უცხო ქვეყანა) ვერ უძლებს“, „გმირი, ტორებზე აღმართული ლომი, რომელსაც მეტოქე არა ჰყავს“; იგი არის „ომის მცოდნე“, „მეფე, ენლილის ნიაღვარი, წინაღუმდგომელი“. | ნინგირსუ ახორციელებს ომის ღმერთის ფუნქციებს ლაგაშისთვის: „ჩემს გაშლილ მკლავს კაცი ვერ გაექცევა“, „ჩემს მძვინვარე თვალს ქვეყანა (იგულისხმება უცხო ქვეყანა) ვერ უძლებს“, „გმირი, ტორებზე აღმართული ლომი, რომელსაც მეტოქე არა ჰყავს“; იგი არის „ომის მცოდნე“, „მეფე, ენლილის ნიაღვარი, წინაღუმდგომელი“. | ||
| − | ნინგირსუ, როგორც ლაგაშის მთავარი მამრი ღვთაება, მონაწილეობას იღებს საკულტო ქორწინებაში: იგი ეუღლება ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც | + | ნინგირსუ, როგორც ლაგაშის მთავარი მამრი ღვთაება, მონაწილეობას იღებს საკულტო ქორწინებაში: იგი ეუღლება ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც ცნობილია [[ბაბა|ბაბას]] სახელწოდებით. მათ ქორწინებაზეა დამოკიდებული ქალაქის კეთილდღეობა და ბარაქა. |
| − | ცნობილია [[ | + | |
| − | ნინგირსუ მეფობის მიმნიჭებელია ლაგაშში, რაც ასახულია მეფის არჩევის ტრაფარეტულ ფორმულაში: „ოდეს ნინგირსუმ, ენლილის გმირმა, ურუქაგინას | + | ნინგირსუ მეფობის მიმნიჭებელია ლაგაშში, რაც ასახულია მეფის არჩევის ტრაფარეტულ ფორმულაში: „ოდეს ნინგირსუმ, ენლილის გმირმა, ურუქაგინას ლაგაშის მეფობა მიანიჭა, 36000 კაცში ხელი დაადო (ან: თავისი ხელით გამოარჩია)“ ან: „გუდეა ბატონმა ნინგირსუმ მის ტახტზე დასვა“. ლაგაშის მთავრების ტიტულატურის თანახმად, იგი იძლევა ძალას: „ნინგირსუს მიერ ძალამინიჭებული“, ან სახელს: „ნინგირსუს მიერ სახელწოდებული“. |
| − | ლაგაშის მეფობა მიანიჭა, 36000 კაცში ხელი დაადო (ან: თავისი ხელით გამოარჩია)“ ან: „გუდეა ბატონმა ნინგირსუმ მის ტახტზე დასვა“. ლაგაშის | + | |
| − | მთავრების ტიტულატურის თანახმად, იგი იძლევა ძალას: „ნინგირსუს მიერ ძალამინიჭებული“, ან სახელს: „ნინგირსუს მიერ სახელწოდებული“. | + | |
| − | თუ როგორ წარმოუდგებოდათ ნინგირსუს ხატი, ეს ჩანს ერთ ტექსტში, სადაც აღწერილია მისი გამოცხადება სიზმრად: „ძილისშორისში მეზმანა | + | თუ როგორ წარმოუდგებოდათ ნინგირსუს ხატი, ეს ჩანს ერთ ტექსტში, სადაც აღწერილია მისი გამოცხადება სიზმრად: „ძილისშორისში მეზმანა კაცი – კაცი ვინმე ცასავით ვრცელი, კაცი ვინმე ხმელეთივით ვრცელი; თავი მისი – თავი ღმერთისა (იგულისხმება რქიანი ტიარა, ღმერთების ჩვეული თავსაბურველი სახვით ხელოვნების ძეგლებზე), მკლავნი მისნი – მკლავნი [[ანზუდი]]სა, ტერფნი მისნი – ტერფნი წარღვნისა“. |
| − | კაცი – კაცი ვინმე ცასავით ვრცელი, კაცი ვინმე ხმელეთივით ვრცელი; თავი მისი – თავი ღმერთისა (იგულისხმება რქიანი ტიარა, ღმერთების ჩვეული | + | |
| − | თავსაბურველი სახვით ხელოვნების ძეგლებზე), მკლავნი მისნი – მკლავნი [[ანზუდი]]სა, ტერფნი მისნი – ტერფნი წარღვნისა“. | + | |
| − | აქადურენოვანი ერთი მითოსური ტექსტის მიხედვით ნინგირსუ (ვარიანტით [[ნინურთა]]) ამარცხებს ანზუდს, რომელმაც „ბედისწერის დაფები“ მოსტაცა | + | აქადურენოვანი ერთი მითოსური ტექსტის მიხედვით ნინგირსუ (ვარიანტით [[ნინურთა]]) ამარცხებს ანზუდს, რომელმაც „ბედისწერის დაფები“ მოსტაცა ენლილს, და ამ დაფების დაბრუნებით იხსნის ქვეყნიერებას წყვდიადისაგან. ამიტომაც არის ნინგირსუს [[ემბლემა]] ანზუდის გამოსახულება და მის ტაძარსაც |
| − | ენლილს, და ამ დაფების დაბრუნებით იხსნის ქვეყნიერებას წყვდიადისაგან. ამიტომაც არის ნინგირსუს ემბლემა ანზუდის გამოსახულება და მის ტაძარსაც | + | ეპითეტად ამკობს: „მოკაშკაშე ანზუდი“. შესაძლებელი იყო მისი [[აღქმა]] [[თეოფანია|თეოფანიის]] დროს ანზუდის სახით: „ნინგირსუ ურუქაგინას ფრთაგაშლილი გამოეცხადა“. |
| − | ეპითეტად ამკობს: „მოკაშკაშე ანზუდი“. შესაძლებელი იყო მისი აღქმა თეოფანიის დროს ანზუდის სახით: „ნინგირსუ ურუქაგინას ფრთაგაშლილი | + | |
| − | გამოეცხადა“. | + | |
| − | ყურადღებას იპყრობს მისი წარმოშობის მითოლოგემა, რომელიც მითოსური გმირების წარმოშობის ანალოგიურია: „ნინგირსუ, ენლილის თესლი, რომელიც | + | ყურადღებას იპყრობს მისი წარმოშობის მითოლოგემა, რომელიც მითოსური გმირების წარმოშობის ანალოგიურია: „ნინგირსუ, ენლილის თესლი, რომელიც მთამ შობა, რომელიც ფურირემმა მადლიანი რძით გამოკვება“. |
| − | მთამ შობა, რომელიც ფურირემმა მადლიანი რძით გამოკვება“. | + | |
| ხაზი 37: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 15:27, 16 ნოემბერი 2018 მდგომარეობით
ნინგირსუ – (შუმ.) „გირსუს ბატონი“, ქალაქ ლაგაშის ადგილობრივი ღვთაება, მისი მფარველი, ენლილის პირმშო ძე. ნინგირსუ ამ ღმერთის ზედწოდებაა და არა საკუთარი სახელი, რაც მოწმობს იმას, რომ თავდაპირველად იგი ლაგაშის ერთ-ერთი კვარტალის – გირსუს მთავარი ღვთაება უნდა ყოფილიყო და შემდეგ აღზევდა მთელი ლაგაშის ქალაქ-სახელმწიფოს მფარველ ღმერთად.
ნინგირსუ ითვლება ენლილის ძედ, მის გმირად (ურ-სანგ), ანუ მისი ნების აღმსრულებლად. ლაგაშში, რომელიც მთელი შუმერის ხატია, ცვლის ენლილს, სრულიად შუმერის ერთიანობის ღმერთს. ნინგირსუ ლაგაშის ენლილია, და ალბათ ამიტომაც ეწოდება მის მთავარ ტაძარს „სახლი ორმოცდაათისა“ (რიცხვი 50 ენლილის რიცხვია). ლაგაშისათვის ნინგირსუ ასრულებს მზის ღმერთის ფუნქციასაც: „სიუხვით დატვირთულ ბრწყინვალე ფორანში მისი მეუფე ნინგირსუ მზის ღმერთივით დადგა“; „მეფე გამოდის თავისი სახლიდან, ლაგაშისთვის ამომავალი მზეა“.
ნინგირსუ ახორციელებს ომის ღმერთის ფუნქციებს ლაგაშისთვის: „ჩემს გაშლილ მკლავს კაცი ვერ გაექცევა“, „ჩემს მძვინვარე თვალს ქვეყანა (იგულისხმება უცხო ქვეყანა) ვერ უძლებს“, „გმირი, ტორებზე აღმართული ლომი, რომელსაც მეტოქე არა ჰყავს“; იგი არის „ომის მცოდნე“, „მეფე, ენლილის ნიაღვარი, წინაღუმდგომელი“.
ნინგირსუ, როგორც ლაგაშის მთავარი მამრი ღვთაება, მონაწილეობას იღებს საკულტო ქორწინებაში: იგი ეუღლება ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც ცნობილია ბაბას სახელწოდებით. მათ ქორწინებაზეა დამოკიდებული ქალაქის კეთილდღეობა და ბარაქა.
ნინგირსუ მეფობის მიმნიჭებელია ლაგაშში, რაც ასახულია მეფის არჩევის ტრაფარეტულ ფორმულაში: „ოდეს ნინგირსუმ, ენლილის გმირმა, ურუქაგინას ლაგაშის მეფობა მიანიჭა, 36000 კაცში ხელი დაადო (ან: თავისი ხელით გამოარჩია)“ ან: „გუდეა ბატონმა ნინგირსუმ მის ტახტზე დასვა“. ლაგაშის მთავრების ტიტულატურის თანახმად, იგი იძლევა ძალას: „ნინგირსუს მიერ ძალამინიჭებული“, ან სახელს: „ნინგირსუს მიერ სახელწოდებული“.
თუ როგორ წარმოუდგებოდათ ნინგირსუს ხატი, ეს ჩანს ერთ ტექსტში, სადაც აღწერილია მისი გამოცხადება სიზმრად: „ძილისშორისში მეზმანა კაცი – კაცი ვინმე ცასავით ვრცელი, კაცი ვინმე ხმელეთივით ვრცელი; თავი მისი – თავი ღმერთისა (იგულისხმება რქიანი ტიარა, ღმერთების ჩვეული თავსაბურველი სახვით ხელოვნების ძეგლებზე), მკლავნი მისნი – მკლავნი ანზუდისა, ტერფნი მისნი – ტერფნი წარღვნისა“.
აქადურენოვანი ერთი მითოსური ტექსტის მიხედვით ნინგირსუ (ვარიანტით ნინურთა) ამარცხებს ანზუდს, რომელმაც „ბედისწერის დაფები“ მოსტაცა ენლილს, და ამ დაფების დაბრუნებით იხსნის ქვეყნიერებას წყვდიადისაგან. ამიტომაც არის ნინგირსუს ემბლემა ანზუდის გამოსახულება და მის ტაძარსაც ეპითეტად ამკობს: „მოკაშკაშე ანზუდი“. შესაძლებელი იყო მისი აღქმა თეოფანიის დროს ანზუდის სახით: „ნინგირსუ ურუქაგინას ფრთაგაშლილი გამოეცხადა“.
ყურადღებას იპყრობს მისი წარმოშობის მითოლოგემა, რომელიც მითოსური გმირების წარმოშობის ანალოგიურია: „ნინგირსუ, ენლილის თესლი, რომელიც მთამ შობა, რომელიც ფურირემმა მადლიანი რძით გამოკვება“.