ამირანაშვილი პეტრე ვარლამის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „პეტრე ვარლამის ძე ამირანაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ამირანაშვილ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:46, 16 ივნისი 2026 მდგომარეობით

Petre amiranaSvili.jpg

ამირანაშვილი, პეტრე ვარლამის ძე (1906, 3/ III – ) – ოპერის მსახიობი, ბარიტონი (სოლისტი, პრემიერი), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, სტალინური პრემიის ლაურეატი, ორდენოსანი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. დაიბადა სოფ. ნიგოითში, მოხელის ოჯახში. მამა – ვარლამ ლუარსაბის ძე – სადგურის მოხელედ მსახურებდა, დედა – ქრისტინე ბიჭიას ასული მაჭავარიანი დიასახლისი იყო, შინაური აღზრდით. ბავშვობიდან ნივთიერად მძიმე პირობებში იზრდებოდა. 7 წლიდან ხარაგოულის სკოლის მასწავლებლის, ნინო ლომსაძის, ოჯახში სწავლობდა (ორი წელიწადი); 9 წლისა, 1915 წელს, ფოთის გიმნაზიის უმცროს განყოფილებაში მიაბარეს. აქ სწავლობდა I კლასამდე (1917 წლამდე). ვინაიდან მისი მამა ზესტაფონში გადაიყვანეს, სწავლა ზესტაფონის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში განაგრძო, რომელიც 1924 წელს დაამთავრა. განსაკუთრებით ისტორიასა და სიტყვიერებას ეწაფებოდა. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შესვლა სცადა, მაგრამ ხმა დაუწუნეს და არ მიიღეს. 1927 წელს ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის ვოკალური ფაკულტეტი დაამთავრა (მისი პედაგოგი იყო ეკატერინე მიხაილოვა) და თბილისში ჩამოვიდა. ორი კურსის გამოცდების ჩაბარების შემდეგ კონსერვატორიაში, III კურსზე, ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას კლასში ჩაირიცხა, რომელმაც ამირანაშვილის აღზრდა-განვითარებასა და განათლებას დიდი ამაგი დასდო. კონსერვატორია 1930 წელს დაამთავრა. პარალელურად, ბაგრინოვსკის ხელმძღვანელობით, საოპერო კლასში იყო ჩარიცხული.

პირველად სცენაზე 1930 წელს, არტისტ ალ. წუწუნავას და დირიჟორ ივ. ფალიაშვილის ხელმძღავანელობით, ოპერა „დარეჯან ცბიერში“ გამოვიდა (რუსთაველის საჩვენებელ საღამოზე). მიუხედავად ოპერაში მიღწეული წარმატებისა, წუწუნავას, ფალიაშვილის, მელიქფაშაევის მოთხოვნით, რამოდენიმე გასინჯვა დაენიშნა. ჩარიცხეს დასში – სტაჟიორად, დაუნიშნეს ორმოცდაათი მანეთი ხელფასი. მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ოპერაში მის მუშაობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ და ძალიან აწვალებდნენ დირიჟორი კობენინი, ასევე სააკოვი და ღარიბოვი (ბარიტონები, კოლეგიის წევრები 1933 წელს). როცა პეტრე ამირანაშვილის წარმატება ნათელი გახდა და აღარ შეიძლებოდა დაფარვა, ჩარიცხეს მსახიობად ხელფასის გადიდებით (800 მან.). 1936 წელს სადებიუტოდ გაემგზავრა ლენინგრადში – კიროვის სახ. თეატრში, „ტრუბადურში“ იმღერა, რის შემდეგ იქვე, დასში ჩარიცხეს, მაგრამ თბილისის ოპერამ უკან გამოიწვია.

1936 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ლენინის ორდენოსან ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა. თბილისის ოპერაში შეასრულა მრავალი პარტია: მურმანი („აბესალომ და ეთერი“), კიაზო („დაისი“), გოჩა („დარეჯან ცბიერი“), აბდულ არაბი („შოთა რუსთაველი“), უსუფი („ამირანი“), ოსტაპი („ტარას ბულბა“), ამონასრო („აიდა“), ესკამილიო („კარმენი“), ენგიჩარი („ლატავრა“), ვალენტინი („ფაუსტი“), ქურუმი („სამსონ და დალილა“), სკარპიო („ტოსკა“), რიგოლეტო („რიგოლეტო“), ლუნა („ტრუბადური“), ონეგინი („ონეგინი“), ტომსკი („პიკის ქალი“), შერმონი („ტრავიატა“), ტონიო („ჯამბაზები“), სილვიო („ჯამბაზები“), ტატული („ალმასტი“), კაკო („კაკო ყაჩაღი“) და სხვა. გასტროლებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხე შემოიარა (ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, ონი, ამბროლაური, ჭალაღელე, ნიკორწმინდა, ჭრებალო, ცაგერი და სხვ.), ასევე რუსეთის ქალაქები (ტაგანროგი, კისლოვოდსკი და სხვა), სადაც დიდი წარმატებით გამოდიოდა როგორც ოპერებში, ისე სოლისტად.

1934 წელს მოსკოვში, მე-17 პარტყრილობისათვის სარაპორტოდ (კონცერტში მონაწილეობის მისაღებად) მიიწვიეს.

1937 წლის იანვარში ქართული ხელოვნების მუშაკთა დეკადაში მონაწილეობისთვის (შეასრულა: მურმანი („აბესალომ და ეთერი“) და კიაზო („დაისი“), რომელთაგან პირველი გაიმართა დიდ თეატრში, მეორე – კრემლში, პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთათვის გამართულ ორ კონცერტზე) დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. სტალინმა თავისი სურათი, საკუთარი მინაწერით გადასცა. გარდა ამისა, მიენიჭა: საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1943), მედალი კავკასიის დაცვისათვის (1945), წითელი დროშის შრომის ორდენი, მედალი დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და ოპერა „ამბავი ტარიელისაში“ მონაწილეობისთვის (1946), სხვებთან ერთად – პირველი ხარისხის სტალინური პრემია (1947).

მონაწილეობდა კინოშიც.

ცნობილია, როგორც საოპერო პარტიების მაღალი ოსტატობით შემსრულებელი მომღერალი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ავტობიოგრაფია;
  2. ხელოვნებათა მთავარი სამმართველო;
  3. ა. კ. „ალმასტის“ დადგმის გამო სახელმწიფო ოპერაში: [საოპერო სპექტაკლის „ალმასტის“ შესახებ] // კომუნისტი. – 1932. – 18 მაისი. – №115. – გვ. 4;
  4. საბჭოთა ხელოვნება. – 1933. – № 9. – გვ. 4;
  5. თბილისელი მომღერლები ლენინგრადში: [ოპერა „აიდაში“ ქართველი მომღერლების მონაწილეობის შესახებ] // კომუნისტი. – 1935. – 24 თებერვალი. – №48. – გვ. 4;
  6. ბრაუდო, ე. მ. „დაისი“ // კომუნისტი. – 1937. – 16 იანვარი. – №13. – გვ. 3;
  7. მხურვალე სალამი საბჭოთა ხელოვნების ორდენოსნებს!: საუბარი ხელოვნების ორდენოსან მუშაკებთან: [წერილები] // კომუნისტი. – 1937. – 24 იანვარი. – №19. – გვ. 3;
  8. პირველი სპექტაკლი // კომუნისტი. – 1937. – 8 იანვარი. – №6. – გვ. 2;
  9. საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმში: [დეკადის მონაწილეთა ლენინის ორდენით დაჯილდოვების შესახებ] // კომუნისტი. – 1937. – 22 იანვარი. – №18. – გვ. 2;
  10. ქართული ხელოვნების მონაწილეთა მიღება კრემლში... // კომუნისტი. – 1937. – 16 იანვარი. – №13. – გვ. 1;
  11. ღირსეულთა სიხარული: [მუსიკის ხელოვნების მუშაკთა წერილები] // კომუნისტი. – 1937. – 16 იანვარი. – №13. – გვ. 1;
  12. ხელოვნების დეკადა წითელი არმიისათვის: [გასვლითი სპექტაკლები და ხელოვნების მუშაკთა შემოქმედებითი ანაგარიშები წითელი არმიის ნაწილებში] // კომუნისტი. – 1937. – 16 თებერვალი. – №38. – გვ. 4;
  13. Советская Грузия за 17 лет. – Тб.: Изд. Заря Востока, 1938. – გვ. 120;
  14. ხუჭუა, პ. ოპერა კაკო ყაჩაღი // კომუნისტი. – 1940. – № 248. – გვ. 3;
  15. Новая опера Како качаги [Композитора А. Андриашвили]: [Высказивания Г. Журули, В. Сидамон-Эристави, А. Андриашвили, Н. Цомая и П. Амиранашвили о работе над оперой] // Заря Востока. – 1940. – 18 октября. – №243;
  16. შოსტაკოვიჩი, დ. ქართული მუსიკოსები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1945. – № 11;
  17. კომუნისტი. – 1947. – № 114;
  18. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 15;
  19. ბახტაძე მ. საოპერო სპექტაკლები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 24;
  20. დოლიძე, ი. დიდი წარმატება და მორიგი ამოცანები // კომუნისტი. – 1950. – № 230;
  21. ზარია ვოსტოკა. – 1950. – № 111;
  22. ფიჩხაძე, მ. ხევისბერი გოჩა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1951. – № 21.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ამირანაშვილი პეტრე

[რედაქტირება] წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები