თაყაიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თაყაიშვილი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი თაყაიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი თაყაიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „თაყაიშვილი გიორგი“ გად...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:53, 26 ივნისი 2026 მდგომარეობით

გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი – ( 26.05.1881-1924), ქართველი ოფიცერი. რუსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი, სამხედრო ინჟინერი. რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე.

დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ჯარში მსახურობდა 1901 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I თანრიგით) და მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება. მსახურობდა მე-19 მესანგრეთა ბატალიონში. 1906 წელს მიენიჭა პორუჩიკის წოდება.

1909-1910 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში (ქალაქ ირკუტსკი).

1910-1912 წლებში სამსახური გააგრძელა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის I ასეულში. 1912-1913 წლებში მსახურობდა მესანგრეთა მე-2 ბატალიონში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრად. 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით. 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1907 წ.) და II (მახვილებით – 1916 წ.) ხარისხის, წმ. ანას IV (მამაცობისათვის) და III (მახვილებით და ბაფთით – 1916 წ.) ხარისხის ორდენებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. იყო სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი. საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ეხმარებოდა აზერბაიჯანულ მხარეს ბაქოს გამაგრებული რაიონის პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების მოწყობაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი ქართველი გენერლის მსგავსად არ მიდის ემიგრაციაში და რჩება სამშობლოში. იგი არ შეეგუა ბოლშევიკურ რეჟიმს და ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა, ქონება ჩამოართვა და დახვრიტა.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

გიორგი თაყაიშვილი

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები