ერქომაიშვილი არტემ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:ErqomaiSvili artem.jpg|thumb|300პქ|არტემ ერქომაიშვილი]]
 
[[ფაილი:ErqomaiSvili artem.jpg|thumb|300პქ|არტემ ერქომაიშვილი]]
'''არტემ ერქომაიშვილი''' - (26. X. 1887, სოფ. მაკვანეთი ოზურგეთის რ-ნი, – 2. II. 1967, ოზურგეთი), თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.  
+
'''ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე''' (26 ოქტომბერი 1887, სოფ. მაკვანეთი - 2 თებერვალი 1966, [[ოზურგეთი]]) - ლოტბარი, მომღერალი, სრული მგალობელი, ხალხური სიმღერების ავტორი.  
  
არტემი ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობიდანვე. 1911 დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924-იდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს ბათუმში, ოზურგეთში, მაკვანეთში. მართავდა კონცერტებს [[საქართველო|საქართველოსა]] და სსრკ ქალაქებში. 1929 მისმა [[გუნდი (მუსიკა)|გუნდმა]] კონცერტები გამართა მოსკოვსა და ლენინგრადში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1950-იდან ოზურგეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის [[ანსამბლი|ანსამბლს]] ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უბადლო შემსრულებელი იყო. [[თბილისი|თბილისის]] კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში ინახება მის მიერ შესრულებული 200-მდე საგალობლის ჩანაწერი.
+
====ბიოგრაფია====
 +
სიმღერა მას და მის ძმებს, ანანიასა და ვლადიმერს, მამამ - გიგომ და დედის ძმამ - გიორგი ბაბილოძემ შეასწავლეს. 19 წლისა თვითონაც სიმღერის მასწავლებლობას შეუდგა. 1911 წლიდან სამეგრელოში - სენაკში, მარტვილსა და აბაშაში - სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1917 წელს გურიაში დაბრუნდა 155 და მშობლიურ სოფელში მომღერალთა [[გუნდი (მუსიკა)|გუნდი]] ჩამოაყალიბა. 12-კაციან [[ანსამბლი|ანსამბლში]] გაერთიანებულნი იყვნენ ძმები ერქომაიშვილები, პატარავები და ვარშალომიძეები. გუნდს თავიდან გიგო ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.
  
 +
1918 წელს, [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძისა]] და [[ფოცხვერაშვილი კოტე|კოტე ფოცხვერაშვილი]]ს ინიციატივით, [[თბილისი|თბილისში]] ერთი თვით მიიწვიეს ნესტორ კონტრიძის მგალობელთა გუნდი, ერქომაიშვილებისა და გიორგი ბაბილოძის საოჯახო ანსამბლი და [[ლოლუა ძუკუ|ძუკუ ლოლუა]]ს გუნდი. დამოუკიდებელ საქართველოში ეს კოლექტივები „სობოროში“ გალობდნენ (ტაძარი მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე) და ქართულ კლუბებში, წითელი ჯვრის სასარგებლოდ, ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე კონცერტებს ატარებდნენ.
  
 +
1921 წელს გასაბჭოების შემდეგ, ახალი ანსამბლი შექმნა, რომელშიც, ოჯახის წევრებთან ერთად, მისი ახალი ნათესავები და მეზობლებიც გაერთიანდნენ. 1924 წელს ეს გუნდი, სიმღერების ნოტებზე ჩასაწერად, [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძე]]მ, [[არაყიშვილი დიმიტრი|დ. არაყიშვილმა]], [[კარგარეთელი ია|ი. კარგარეთელმა]], კ. მეღვინეთუხუცესმა, კ. ფოცხვერაშვილმა და [[ბალანჩივაძე ანდრია|ა. ბალანჩივაძემ]] თბილისში მიიწვიეს. ანსამბლი
 +
დედაქალაქში 40 დღით დარჩა. 1925 წელს ბათუმში, აჭარელი და გურული მომღერლებისაგან, ნავსადგურის მტვირთავ მუშათა ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1927 წელს აღნიშნულმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო, ასევე წარმატებით გამოვიდა 1929 წელს თბილისში გამართულ მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ფულადი პრემია - 500 მანეთი მიიღო. იმავე წელს კონცერტები ჩაატარა მოსკოვსა და ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1934 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში, [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] სიმღერისა და ცეკვის მესამე ოლიმპიადაზე. 1936 წელს აჭარის მთავრობამ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გუნდს ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნა. 1925 წლიდან 1942 წლამდე, აჭარის მომღერალთა გუნდის გარდა, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითმოქმედ ანსამბლებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთი) კულტ. სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1951 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1963-65 წლებში პროფ. გ. ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით მივლინებულ მუსიკალურ ექსპედიციას ასამდე სიმღერა და საგალობელი ჩააწერინა.
  
 +
ზურაბ ლეჟავა
  
 +
==ლიტერატურა==
 +
* გ. გაბისონია, „ხალხური სიმღერის მეხოტბენი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, ბათ., 1979;
 +
* თ. კომახიძე, „არტემ და ანზორ ერქომაიშვილები“;
 +
* „აჭარის კულტურის ისტორია“, გამომცემლობა „აჭარა“, ბათ., 1999;
 +
* რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
 +
* ა. ერქომაიშვილი, „ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი“, გამომცემლობა „უსტარი“, თბ., 2015.
  
==წყარო==
 
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
 
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/6455/ არტემ ერქომაიშვილი]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/6455/ არტემ ერქომაიშვილი]
[[კატეგორია:მომღერლები]]
+
 
 +
==წყარო==
 +
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 +
 
 +
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
 
[[კატეგორია: ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები]]
 
[[კატეგორია: ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები]]
 +
[[კატეგორია:ერქომაიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 00:31, 11 აპრილი 2024 მდგომარეობით

არტემ ერქომაიშვილი

ერქომაიშვილი არტემ გიგოს ძე (26 ოქტომბერი 1887, სოფ. მაკვანეთი - 2 თებერვალი 1966, ოზურგეთი) - ლოტბარი, მომღერალი, სრული მგალობელი, ხალხური სიმღერების ავტორი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სიმღერა მას და მის ძმებს, ანანიასა და ვლადიმერს, მამამ - გიგომ და დედის ძმამ - გიორგი ბაბილოძემ შეასწავლეს. 19 წლისა თვითონაც სიმღერის მასწავლებლობას შეუდგა. 1911 წლიდან სამეგრელოში - სენაკში, მარტვილსა და აბაშაში - სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1917 წელს გურიაში დაბრუნდა 155 და მშობლიურ სოფელში მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 12-კაციან ანსამბლში გაერთიანებულნი იყვნენ ძმები ერქომაიშვილები, პატარავები და ვარშალომიძეები. გუნდს თავიდან გიგო ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

1918 წელს, მელიტონ ბალანჩივაძისა და კოტე ფოცხვერაშვილის ინიციატივით, თბილისში ერთი თვით მიიწვიეს ნესტორ კონტრიძის მგალობელთა გუნდი, ერქომაიშვილებისა და გიორგი ბაბილოძის საოჯახო ანსამბლი და ძუკუ ლოლუას გუნდი. დამოუკიდებელ საქართველოში ეს კოლექტივები „სობოროში“ გალობდნენ (ტაძარი მდებარეობდა რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე) და ქართულ კლუბებში, წითელი ჯვრის სასარგებლოდ, ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე კონცერტებს ატარებდნენ.

1921 წელს გასაბჭოების შემდეგ, ახალი ანსამბლი შექმნა, რომელშიც, ოჯახის წევრებთან ერთად, მისი ახალი ნათესავები და მეზობლებიც გაერთიანდნენ. 1924 წელს ეს გუნდი, სიმღერების ნოტებზე ჩასაწერად, მ. ბალანჩივაძემ, დ. არაყიშვილმა, ი. კარგარეთელმა, კ. მეღვინეთუხუცესმა, კ. ფოცხვერაშვილმა და ა. ბალანჩივაძემ თბილისში მიიწვიეს. ანსამბლი დედაქალაქში 40 დღით დარჩა. 1925 წელს ბათუმში, აჭარელი და გურული მომღერლებისაგან, ნავსადგურის მტვირთავ მუშათა ანსამბლი ჩამოაყალიბა. 1927 წელს აღნიშნულმა გუნდმა ქუთაისში ჩატარებულ პირველ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი აიღო, ასევე წარმატებით გამოვიდა 1929 წელს თბილისში გამართულ მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ფულადი პრემია - 500 მანეთი მიიღო. იმავე წელს კონცერტები ჩაატარა მოსკოვსა და ლენინგრადში (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1934 წელს წარმატებით გამოვიდა თბილისში, ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის მესამე ოლიმპიადაზე. 1936 წელს აჭარის მთავრობამ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, გუნდს ყოველწლიური დოტაცია დაუნიშნა. 1925 წლიდან 1942 წლამდე, აჭარის მომღერალთა გუნდის გარდა, სხვადასხვა დაწესებულებებში თვითმოქმედ ანსამბლებს აყალიბებდა და ხელმძღვანელობდა. 1950 წლიდან იყო ქ. მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთი) კულტ. სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1951 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1963-65 წლებში პროფ. გ. ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით მივლინებულ მუსიკალურ ექსპედიციას ასამდე სიმღერა და საგალობელი ჩააწერინა.

ზურაბ ლეჟავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გ. გაბისონია, „ხალხური სიმღერის მეხოტბენი“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, ბათ., 1979;
  • თ. კომახიძე, „არტემ და ანზორ ერქომაიშვილები“;
  • „აჭარის კულტურის ისტორია“, გამომცემლობა „აჭარა“, ბათ., 1999;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. ერქომაიშვილი, „ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი“, გამომცემლობა „უსტარი“, თბ., 2015.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

არტემ ერქომაიშვილი

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები