გარდაქმნის პოლიტიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები
(ახალი გვერდი: '''გარდაქმნის პოლიტიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური ასპექტე...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | + | ||
| − | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის | + | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის პოლიტიკა]] |
მიმდინარე ცვლილება 16:12, 21 მარტი 2018 მდგომარეობით
გარდაქმნის პოლიტიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები - სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახალი კურსი (1985-91), რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვან გარდაქმნებს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე საგარეო ურთიერთობებში.
მ. გორბაჩოვმა და მისმა გუნდმა შეიმუშავა ე.წ. „ახალი აზროვნების პოლიტიკა“, რომლის უმთავრესი ნიშანი იყო საერთაშორისო ურთიერთობებში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების უარყოფა. კერძოდ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ყურად იღო მსოფლიო თანამეგობრობის აზრი და გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან. აშშ-თან ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ. საგრძნობლად გაუმჯობესდა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ სსრ კავშირი წინ აღუდგა ორი გერმანული სახელმწიფოს გაერთიანებას. ამასთანავე, თბილისის (1989), ბაქოს (1990), ვილნიუსისა და რიგის (1991) მოვლენებმა ცხადყო, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა არ იყო მზად, ბოლომდე და ყველა სფეროში გაეტარებინა გარდაქმნები. ამან, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.