დარტყმიდან ჯარების გამოსვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯარების დარტყმიდან გამოყვანა“ გადაიტანა გვერდზე „[[დარტყმიდან ...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:19, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
დარტყმიდან ჯარების გამოსვლა - შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების სწრაფი და მალული გამოსვლა რაიონებიდან, პოზიციებიდან, მარშრუტებიდან, აეროდრომებიდან, ბაზირების პუნქტებიდან ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.
წარმოებს საფრთხის წარმოშობისას ან მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე დარტყმების მოყენებას იწყებს. დარტყმიდან ძალების გამოყვანის ძირითად ღონისძიებებს განეკუთვნება:
- ნაწილების (ხომალდების), ქვედანაყოფების გამოყვანა მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან, თავმოყრის რაიონებიდან (ბაზირების პუნქტებიდან);
- მათი დაშორიშორება;
- ავიაციის გადაფრენა გადარჩენილ აეროდრომებზე ან საავტომობილო გზატკეცილის მონაკვეთებზე;
- შენაერთების ნაწილების, ქვედანაყოფების წინასწარ განზრახული გადაყვანა თავდაცვის სიღრმეში წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე (ზღუდეებზე); სარაკეტო ჯარებისა და საჰაერო თავდაცვის ჯარების პოზიციური რაიონების,
- არტილერიის საცეცხლე პოზიციების, მართვის პუნქტების განლაგების რაიონების შეცვლა;
- საბრძოლო პატრულირების მარშრუტების შეცვლა და სხვა.