სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი''' – კონტინენტის მიმდ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
* [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ომის თეატრები]]
 
[[კატეგორია:ომის თეატრები]]

მიმდინარე ცვლილება 13:29, 27 თებერვალი 2018 მდგომარეობით

სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი – კონტინენტის მიმდებარე ერთი ან რამდენიმე ზღვის აკვატორია, რომელიც არ შედის სამხედრო მოქმედებების საოკეანო თეატრში, კუნძულებით, მოსაზღვრე ხმელეთის ზოლით, მის თავზე მდებარე საჰაერო-კოსმოსური სივრცით. აქ ჯარები განლაგდებიან და შეუძლიათ, აწარმოონ ოპერაციები და საბრძოლო მოქმედებები სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებების, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან, შენაერთებთან ერთად ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების შესრულების დროს.

სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრის საზღვრებს ადგენს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საზღვაო თეატრზე შეიძლება გამოიყოს ცალკე მიმართულებები და ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაიონები (ზონები).


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები