ნაღმი-რაკეტა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მასალები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მასალები]] | ||
[[კატეგორია:ნაღმები]] | [[კატეგორია:ნაღმები]] | ||
| + | [[კატეგორია:საზღვაო ნაღმები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:32, 4 მაისი 2018 მდგომარეობით
ნაღმი-რაკეტა - საზღვაო ნაღმი, რომლის საბრძოლო ნაწილს წარმოადგენს თვითდამიზნების რაკეტა წყალქვეშა ან წყალქვეშა-საჰაერო ტრაექტორიით.
მისი დანიშნულებაა წყალზედა ხომალდების და წყალქვეშა ნავების დაზიანება. შედგება ერთმანეთთან შეერთებული საბრძოლო და საღუზო მოდულებისგან. მოდულების შემადგენლობაში შედის: საბრძოლო მოდულის – წყალქვეშა რაკეტა ან კონტეინერი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით კონტაქტური და არაკონტაქტური ამფეთქებლებით; მიზნის აღმოჩენის და ამოცნობის აკუსტიკური სისტემა; გარდა ამისა, სპეციალური გამოთვლითი მოწყობილობა მიზნის მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრისთვის. ღუზიანი – ღუზა, ჰიდროსტატები და სხვა აპარატურა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულების გაყოფას და მოცემულ სიღრმეზე მათ გრუნტზე (ღუზაზე) დაყენებას.
ნაღმი-რაკეტის დაყენება ხდება წყალქვეშა ნავებიდან, წყალზედა ხომალდებიდან და თვითმფრინავებიდან. სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაშია XX საუკუნის 80-იან წლებიდან. მისი სრულყოფა ხდება რაკეტის საბრძოლო ეფექტურობის, მანძილის და სვლის სიჩქარის განვითარებით. ასევე თვითდამიზნების და მართვის სისტემების საიმედოობის და სიზუსტის ზრდით.