მძევლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მძევლები''' – [[მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)|მეომ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მძევლები''' – [[მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)|მეომარი მხარის]] მოქალაქეები, რომლებიც ძალადობით მოიტაცა მოწინააღმდეგემ და დატყვევებული ჰყავს, რათა აიძულოს [[მეომარი]] მხარე, მიიღოს მისთვის ნაკარნახევი მოთხოვნები, როგორც ამ მოქალაქეების განთავისუფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი პირობა.  
+
'''მძევლები''' – პირები შეპყრობილნი ან გატაცებულნი სიკვდილის ან ზიანის მიყენების მუქარით, რათა აიძულონ მესამე სახელმწიფო, თავი შეიკავოს ამ პირთა განთავისუფლების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი აქტისგან.  
  
მძევლების აყვანას მშვიდობიანობის დროს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები, ტერორისტები და სხვა დანაშაულებრივი ელემენტები.
+
მძევლების აყვანის პრაქტიკა ცნობილია ძველი დროიდან. კერძოდ, მას მიმართავდნენ როგორც ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას (ასეთი სახის ბოლო მაგალითია აასენის საზავო ხელშეკრულება 1748). თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს მძევლების სახით იმ პირთა შეპყრობას, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში (მაგ., ჟენევის კონვენციები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). თანამედროვე პერიოდში აქტუალური გახდა მშვიდობიან პირობებში მძევალთა შეპყრობის აქტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც ახორციელებენ ტერორისტები ან სხვა დამნაშავე ელემენტები. ამასთან დაკავშირებით, [[გაერო]]ს გენერალური ასამბლეის XXXIV სესიამ 1979 მიიღო გაეროს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კონვენცია მძევალთა აყვანას აძლევს დანაშაულის კვალიფიკაციას და წევრ-სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, გადასცენ სასამართლოს ამ აქტის ჩამდენი პირები, თუ ისინი არ გადაეცემა რომელიმე სხვა წევრ-ქვეყანას. მძევლების აყვანის აკრძალვა ზოგადი ფორმით გათვალისწინებულია კონვენციაში საჰაერო ხომალდების არაკანონიერი შეპყრობის შესახებ (1970) და მონრეალის კონვენციაში არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის შესახებ, რომლებიც მიმართულია [[სამოქალაქო ავიაცია|სამოქალაქო ავიაციის]] უსაფრთხოების წინააღმდეგ (197)).
  
მძევლების აყვანა და მკვლელობა აკრძალულია თანამედროვე [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლით]] და დანაშაულად არის კვალიფიცირებული.
 
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ტერორიზმი]]
 
[[კატეგორია:ტერორიზმი]]
[[კატეგორია:ტერორიზმის ტაქტიკა]]
 

მიმდინარე ცვლილება 01:02, 24 სექტემბერი 2024 მდგომარეობით

მძევლები – პირები შეპყრობილნი ან გატაცებულნი სიკვდილის ან ზიანის მიყენების მუქარით, რათა აიძულონ მესამე სახელმწიფო, თავი შეიკავოს ამ პირთა განთავისუფლების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი აქტისგან.

მძევლების აყვანის პრაქტიკა ცნობილია ძველი დროიდან. კერძოდ, მას მიმართავდნენ როგორც ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას (ასეთი სახის ბოლო მაგალითია აასენის საზავო ხელშეკრულება 1748). თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კრძალავს მძევლების სახით იმ პირთა შეპყრობას, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში (მაგ., ჟენევის კონვენციები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ). თანამედროვე პერიოდში აქტუალური გახდა მშვიდობიან პირობებში მძევალთა შეპყრობის აქტების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც ახორციელებენ ტერორისტები ან სხვა დამნაშავე ელემენტები. ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის XXXIV სესიამ 1979 მიიღო გაეროს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო კონვენცია მძევალთა აყვანის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კონვენცია მძევალთა აყვანას აძლევს დანაშაულის კვალიფიკაციას და წევრ-სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, გადასცენ სასამართლოს ამ აქტის ჩამდენი პირები, თუ ისინი არ გადაეცემა რომელიმე სხვა წევრ-ქვეყანას. მძევლების აყვანის აკრძალვა ზოგადი ფორმით გათვალისწინებულია კონვენციაში საჰაერო ხომალდების არაკანონიერი შეპყრობის შესახებ (1970) და მონრეალის კონვენციაში არაკანონიერ აქტებთან ბრძოლის შესახებ, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ (197)).



[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები